დავით სონღულაშვილი: არაკონდიციური ყურძენი ჯერ არ ჩაბარებულა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რთველის მიმდინარე პროცესზე, ხარისხზე ორიენტირებული ახალი მიდგომის მნიშვნელობაზე, მევენახეების მიერ შესაბამისი სიმწიფისა და ხარისხის მიღწევის მოლოდინსა და რთველის შედარებით გვიან დაწყების მიზეზებზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, წინა წლებისგან განსხვავებით, მიმდინარე რთველის პროცესში არაკონდიციური ყურძენი პრაქტიკულად არ hბარდება და მევენახეები ყურძნის შესაბამის კონდიციაში შესვლას ელოდებიან.

„ადრე თუ მევენახე მობილიზებული და ორიენტირებული იყო, სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ ფასში ჩაებარებინა ყურძენი და, შესაბამისად, რაც უფრო დიდი იქნებოდა მოსავალი, მით მეტი შემოსავალი მიეღო, ახლა, განხორციელებული ცვლილებით, ყურადღება არა რაოდენობრივ, არამედ ხარისხობრივ ნაწილს ექცევა. ხარისხი უკეთესი ღვინის მიღების საფუძველია, რაც, თავის მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ ღვინოს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს ხდის. რაც შეეხება მიმდინარე რთველს, მინდა აღვნიშნო, რომ ფაქტობრივად, არაკონდიციური ყურძენი ჯერ არ ჩაბარებულა. ეს ნიშნავს, რომ მევენახეები ელოდებიან ყურძნის შესაბამის სიმწიფესა და ხარისხს, რათა მისი ჩაბარება შესაძლებელი გახდეს. ეს მიდგომა განსხვავებულია წინა წლების რთველისგან“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, წლევანდელი რთველი შედარებით გვიან დაიწყო, რაც, ერთი მხრივ, ყურძნის შესაბამისი სიმწიფის მიღწევის მოლოდინს, ხოლო, მეორე მხრივ, კლიმატურ და გარემო პირობებს უკავშირდება.

მისივე განცხადებით, მიმდინარე წელს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურაც ჩვეულებრივზე უფრო გვიან შევიდა სიმწიფის ფაზაში, მათ შორის კენკროვანი კულტურები, მოცვი და ხორბალი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789734285

ახალი ამბები

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა კლინიკებში საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მიმართვიანობის მაჩვენებლის მატება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტს ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ...

საბავშვო ბაღი

1789734056

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით სამინისტროში ექსპერტიზის დასკვნა 17 სექტემბერს შემოვიდა და ჩვენ მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება - ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ

„თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით სამინისტროში ექსპერტიზის დასკვნა ოფიციალურად 17 სექტემბერს შემოვიდა და ჩვენ მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იყო ერთადერთი და უალტერნატივო - ჩვენი...

გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით პარიზში გაემგზავრა

1789733291

ახალი ამბები

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება

საქართველოსა და ნაურუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის დოკუმენტს ხელი ნიუ-იორკში,...

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება

1789732049

ახალი ამბები

ბერლინში „ფეისბუკ“- პოსტის გამო ოპოზიციის აქტივისტის, ნატა ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ოპოზიციის აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელიც ბერლინში იმყოფება, ამბობს, რომ გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი შინაარსის პოსტის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამ...

აქტივისტი

1789731720

ახალი ამბები

პრემიერი: ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა იმისათვის, რომ არცერთ უცხოურ ძალას არ ჰქონდეს საქართველოში აგენტურული საქმიანობის თავისუფლად წარმოების საშუალება

„ვინც მუშაობდა NGO-ში, ყველა აგენტი არ არის, უბრალოდ NGO, როგორც ასეთი, არის ფენომენი, რომელიც იქმნება ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინ...

ირაკლი კობახიძე