ტრამპი: თუ პუტინი და ზელენსკი სამშვიდობო შეთანხმებას არ დადებენ, ისინი სულელები იქნებიან

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის „უზარმაზარი სიძულვილია“. მისი თქმით, ეს სიტუაცია კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ხელს არ უწყობს. ამის შესახებ ამერიკელმა ლიდერმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კერძოდ, ტრამპს ჰკითხეს, ხედავს თუ არა უახლოეს მომავალში უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შესაძლებლობას. მან აღნიშნა, რომ თავდაპირველად ფიქრობდა, რომ ამ ომის დასრულება ადვილი იქნებოდა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკვე მოახერხა რვა სხვა ომის მოგვარება.

„იცით, ეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უნდა გააკეთოს. მე არ უნდა გავაკეთო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამავდროულად, ის დარწმუნებულია, რომ ომი დასრულდება და ბევრი სიცოცხლე გადარჩება.

„პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინს შორის უზარმაზარი სიძულვილია და ეს ცუდია შეთანხმებისთვის. ჩვენ ვიცით, რომ საქმე გვაქვს ამ ტიპის არაბუნებრივ სიძულვილთან“, - ხაზი გაუსვა ტრამპმა.

თუმცა, ამის მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს შეთანხმების დადება სურს და ის დარწმუნებულია, რომ უკრაინასაც სურს შეთანხმების დადება.

„და ჩვენ შევეცდებით, რომ ეს შეთანხმება გაფორმდეს... ვფიქრობ, შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ ახლოს ვართ“, - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იმ მომენტებში, როდესაც ვაშინგტონი მოსკოვთან ურთიერთობს, რუსეთის მხრიდან ისმის განცხადებები, რომ პრეზიდენტი ზელენსკი თითქოს „ამაზე არ წავა“. შემდეგ „ზელენსკის სურს გარიგების დადება, პუტინს კი - არა“. აშშ-ის პრეზიდენტმა ამ სიტუაციას „ძალიან რთული ბალანსი“ უწოდა.

ტრამპის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი სისხლისღვრაა, სადაც დრონები გამოიყენება და ყოველ კვირას ათასობით ადამიანი იღუპება. სწორედ ამიტომ, მისი აზრით, ომი უნდა შეწყდეს.

„დღეს, მოგვიანებით პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები. ვფიქრობ, ისინი ახლა იმ ეტაპზე არიან, როდესაც შეუძლიათ, შეიკრიბონ და შეთანხმება დადონ. და თუ ამას არ გააკეთებენ, სულელები იქნებიან. და ეს ორივეს ეხება. და ვიცი, რომ სულელები არ არიან. მაგრამ თუ ამას არ გააკეთებენ, სულელები იქნებიან“, - აღნიშნა ტრამპმა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა დავოსში ხვალ, 22 იანვარს, გაიმართება. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769015124

ახალი ამბები

მარიამ ლაშხი: მაშინ, როდესაც განიკითხავ ამერიკას შიდა პოლიტიკაში ჩართვის კუთხით, ჩვენ გვახსოვს დღემდე ევროკავშირი როგორ ერევა შიდა პოლიტიკაში

საქმე გვაქვს იმ ორმაგ სტანდარტებთან, რაც უკვე ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან არახალია, - განუცხადა „ქრონიკას“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ...

მარიამ ლაშხი

1769013199

ახალი ამბები

მაია ომიაძე: 2025 წელს ტურიზმის ინდუსტრიიდან შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 4,7 მლრდ ამერიკული დოლარი შეადგინა

„2025 წელს ტურიზმის ინდუსტრიიდან შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 4,7 მლრდ ამერიკული დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ყოველი კვარტლის სტატისტიკური მაჩვენებლები იყო მზარდი და დ...

მაია ომიაძე

1769012741

ახალი ამბები

პოლიციამ 51-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა

თბილისში, 51-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოქალაქე აგრესიული იყო. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს...

ერთი პირი დააკავა

1769011454

ახალი ამბები

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის მატჩში საფრანგეთს შეხვდება

ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში, საქართველოს ნაკრებმა მეორე ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი თურქეთის ნაკრებთან გამართა და მეტოქე 14:11 დაამარცხა. შეხვედრის სამი მეოთხედი თანაბარ ბრძო...

 წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა

1769010757

ახალი ამბები

ტრამპი კანადის პრემიერ-მინისტრს: თქვენ ჩვენი წყალობით არსებობთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსში კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის სიტყვით გამოსვლაზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ კანადა შეერთებული შტატების წყალობით არსებობს. მსოფლიო ეკონომიკუ...

ტრამპი