მარიამ ქვრივიშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ეს თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი ტკივილი და დანაკარგია

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ფონიჭალაში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო. ეს თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი ტკივილი და დანაკარგია. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს“, - წერს მარიამ ქვრივიშვილი.

ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. უსინათლოთა დასახლების 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბრის დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.

დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზი აფეთქდა - ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.

მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში ნანგრევებიდან 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795163834

ახალი ამბები

პრემიერი: მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო საძიებო სამუშაოებში, მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მადლობა მინდა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს, მერიის სამსახურებს

მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო საძიებო სამუშაოებში, მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მადლობა მინდა გადავუხადო მეხანძრე-მაშვ...

ირაკლი კობახიძე

1795163318

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ინგოროყვას კლინიკაში მივიდა, სადაც ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება. პრემიერ-მინისტრთან ერთად არიან ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე. ირაკლი კობახიძე ფონიჭალ...

ირაკლი კობახიძე

1795163163

ახალი ამბები

საფრანგეთის საელჩო: სამძიმარს ვუცხადებთ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, საელჩო კვირას, ეროვნული გლოვის დღეს შეუერთდება

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გუშინ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, - ამის შესახებ აღნიშნულია საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია ნათ...

საფრანგეთის საელჩო

1795162148

ახალი ამბები

გუგა ქაშიბაძე აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცზე: არა მარტო კანი აქვს დაზიანებული, ასევე გვაქვს სასუნთქი გზების დაზიანება და ბაროტრავმა, დიაგნოზი სერიოზულია

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ის კვლავ დამწვრობის ც...

გუგა ქაშიბაძე

1795161957

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: სიახლე ოპონენტების ქცევაში არაფერი იყო და არც ველოდებოდით, პასუხს სერიოზულად გასცემდნენ, რადგან მათ არანაირი სინანულის გრძნობა არ აქვთ, შეცდომების დონეზეც კი არ აღიარებენ, არათუ დანაშაულს არ აღიარებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს ოპონენტებმა მათ მიერ დასმულ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხები ვერ გასცეს...

თენგიზ შარმანაშვილი