არჩილ გორდულაძე: ფრაზა „ბრძოლა ბოლომდე“ შეიძლება პოზიტიურიც კი იყოს, მაგრამ ამ სიტყვებს როდესაც წინამძღვრად აქვს, რომ 4 ოქტომბერი ცხადდება მშვიდობიანი დამხობის დღედ, ეს უკვე ძალადობრივი გზით კონსტიტუციური წყობილების დამხობის მხარდაჭერაა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, მოწოდებები „ბრძოლა ბოლომდე“ და „მშვიდობიანი დამხობა“ იმ კონტექსტში, რომელიც 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდებოდა, კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით დამხობის მხარდაჭერას წარმოადგენს.

გორდულაძის განმარტებით, აღნიშნული ფრაზების შინაარსი მისი კონტექსტისა და წინამძღვრის მიხედვით უნდა შეფასდეს.

„ასეთი ფრაზა „ბრძოლა ბოლომდე“ ეს შეიძლება პოზიტიურიც კი იყოს, რომ მაგალითად, ჩვენ ნაკრები როდესაც თამაშობს, რა თქმა უნდა, ყველა ვამბობთ რომ ბრძოლა ბოლომდე უნდა ვუგულშემატკივროთ და უნდა გავიმარჯვოთ, სამშობლოს და სპორტის მოყვარული ყველა ადამიანი ასე უნდა აკეთებდეს. მაგრამ ამ სიტყვებს, როდესაც წინამძღვრად აქვს, რომ 4 ოქტომბერი ცხადდება მშვიდობიანი დამხობის დღედ, მოემზადე საქართველო, ბრძოლა ბოლომდე, ეს უკვე დამხობის აქციის და ძალადობრივი გზით კონსტიტუციური წყობილების დამხობის მხარდაჭერაა, ცალსახად გამოხატული.

მათ შორის, როდესაც ამბობენ, რომ მაგალითად, „ოლიგარქია უნდა დაემხოს“ ასეთი ფრაზა იყო, ნათქვამი. მოდი აბა, ისიც ვნახოთ, მანამდე რა აქვს ნათქვამი და მთელი ფრაზა რას მოიცავდა, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს.

როდის ამბობდა მაგასაც მნიშვნელობა აქვს 4 ოქტომბრის დამხობისთვის, მშვიდობიანს რომ უწოდებდნენ ისინი, აი ამ ყველაფრისთვის მთელი სამზადისი, კამპანია რომ ჰქონდათ, ზუსტად ამავე დროს ნიკა გვარამია ამბობს, რომ რევოლუცია მოდის, რომ არჩევნებში მისვლა, ის არის ღალატი და უნდა დაემხოს.

კონკრეტული ფრაზებიდან ამოგლეჯილ მცირე ციტატებს კი არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს, მთლიანად გაკეთებულ განცხადებას, როდის კეთდება და რას მიემართება. როდესაც საუბრობენ, რომ მაგალითად, საერთოდ ძალადობრივი აქტები არ არსებობდა, რა თქმა უნდა, მათი გადმოსახედიდან, რაც არ არსებობდა, იმის მხარდაჭერაც ვერ მოხდებოდა, მაგრამ ერთი არის მათი შეფასება, მეორე არის ფაქტები, რომელსაც ჩვენ მათ ვუყენებთ, როგორც კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს და ამ ქმედებების მხარდაჭერას“, - განაცხადა გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795164860

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი: გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ

„გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. ამასთან, საქართველო...

მიხეილ ყაველაშვილი

1795163834

ახალი ამბები

პრემიერი: მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო საძიებო სამუშაოებში, მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მადლობა მინდა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს, მერიის სამსახურებს

მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო საძიებო სამუშაოებში, მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მადლობა მინდა გადავუხადო მეხანძრე-მაშვ...

ირაკლი კობახიძე

1795163318

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ინგოროყვას კლინიკაში მივიდა, სადაც ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება. პრემიერ-მინისტრთან ერთად არიან ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე. ირაკლი კობახიძე ფონიჭალ...

ირაკლი კობახიძე

1795163163

ახალი ამბები

საფრანგეთის საელჩო: სამძიმარს ვუცხადებთ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, საელჩო კვირას, ეროვნული გლოვის დღეს შეუერთდება

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გუშინ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, - ამის შესახებ აღნიშნულია საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია ნათ...

საფრანგეთის საელჩო

1795162148

ახალი ამბები

გუგა ქაშიბაძე აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცზე: არა მარტო კანი აქვს დაზიანებული, ასევე გვაქვს სასუნთქი გზების დაზიანება და ბაროტრავმა, დიაგნოზი სერიოზულია

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ის კვლავ დამწვრობის ც...

გუგა ქაშიბაძე