კახა კალაძემ ფონიჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვები კლინიკაში მოინახულა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვები ინგოროყვას კლინიკაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძე ერთად მოინახულა.

მანვე მადლობა გადაუხადა ყველა უწყების წარმომადგენლებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დაშავებული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში.

„პირველ რიგში, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. დაშავებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში მალე გაეწერებიან. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ჯგუფებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველა იმ უწყების წარმომადგენელებს, რომლებიც ამ მძიმე დღეებში იბრძოდნენ ადამიანების სიცოცხლის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მუნიციპალიტეტი მზად არის, დაზარალებული ოჯახები საცხოვრებლით უზრუნველყოს, ასევე, სურვილის შემთხვევაში, კორპუსის დანარჩენი სადარბაზოების მცხოვრებლებს ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობა შესთავაზოს.

„28 ოჯახი, 143 ადამიანი დროებით სასტუმროშია გადაყვანილი. შემდეგ ეტაპზე, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ვიქირაოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის. რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება აღნიშნული კორპუსის დაზიანებული ნაწილის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება. ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც დანარჩენ სადარბაზოებში განაგრძობენ ცხოვრებას, თუ მათაც ექნებათ სურვილი ჩანაცვლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, მუნიციპალიტეტი მზადაა იქაც შესაბამისი პროექტი განახორციელოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795162148

ახალი ამბები

გუგა ქაშიბაძე აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცზე: არა მარტო კანი აქვს დაზიანებული, ასევე გვაქვს სასუნთქი გზების დაზიანება და ბაროტრავმა, დიაგნოზი სერიოზულია

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ის კვლავ დამწვრობის ც...

გუგა ქაშიბაძე

1795161957

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: სიახლე ოპონენტების ქცევაში არაფერი იყო და არც ველოდებოდით, პასუხს სერიოზულად გასცემდნენ, რადგან მათ არანაირი სინანულის გრძნობა არ აქვთ, შეცდომების დონეზეც კი არ აღიარებენ, არათუ დანაშაულს არ აღიარებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს ოპონენტებმა მათ მიერ დასმულ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხები ვერ გასცეს...

თენგიზ შარმანაშვილი

1795160539

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდ...

გუდაური(ფოსტა)-კობი

1795158716

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: არანაირი ანტიდასავლური ნარატივი და არანაირი ანტიევროპული რიტორიკა არ არსებობს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე, ევროპარლამენტის რეზოლუციებსა და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებზე...

მაკა ბოჭორიშვილი:

1795157616

ახალი ამბები

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი: ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო, ვიზიარებ ქართველი ხალხის მწუხარებას

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი მუსტაფა თურქერ არი ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმარს უცხადებს. „ღრმა მწუხარებას გამოვხატავ 2026 წლის 19 ნოემბერს ფონიჭალის დასახ...

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი