პროკურორი თამარ ბეჟუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე: ორჯერ ჩატარდა ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ ღობეს ცალსახად არ აღენიშნებოდა ჭრის კვალი და რომ ის დაზიანებული იყო ფიზიკური ძალის ზემოქმედებით

ამის მოლოდინი ბრალდების მხარეს ბუნებრივად ჰქონდა მთელი ამ პროცესების განმავლობაში, რადგან საზოგადოებას სისტემატურად ვაწვდიდით ინფორმაციას პროცესებთან დაკავშირებით და იმ მტკიცებულებების შესახებ, რომელიც ბრალდებამ წარადგინა სასამართლოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების საქმეზე საუბრისას.

მისივე თქმით, მტკიცებულებები უტყუარი და ურთიერთშეთავსებადია, რადგან ათეულობით ტომი იყო სისხლის სამართლის საქმეში.

„დამაჯერებლად შემიძლია გითხრათ დღეს სასამართლოს განაჩენით, რომ ეს მტკიცებულებები ნამდვილად ქმნიდა გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტს.

გარდა დაზარალებულების ჩვენებებისა, სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ მოწმე ექსპერტები, ექსპერტები სასაქონლო მიმართულებით, დადგინდა მიყენებული ზიანის ოდენობები, თუ რა ზარალი განიცადეს კერძო თუ სახელმწიფო უწყებებმა ამ ძალადობრივი ქმედებებით, იგულისხმება პრეზიდენტის სასახლის ღობე და მიმდებარე ტერიტორია და ასევე ის პირები, ვინც დაზიანდნენ ამ ქმედებებით.

ტრასოლოგი ექსპერტი იკვლევს თუ რა ფორმით და რა ხერხით იყო დაზიანებული ეს ღობე. ექსპერტებმა განსაზღვრეს მიყენებული ქონებრივი ზიანი. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ორჯერ ჩატარდა ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ ღობეს ცალსახად არ აღენიშნებოდა ჭრის კვალი და რომ ის დაზიანებული იყო ფიზიკური ძალის ზემოქმედებით“, - აღნიშნა თამარ ბეჟუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778422528

ახალი ამბები

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 მაისს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ...

პროკურატურა

1778420715

ახალი ამბები

პაპუაშვილი ეკლესიაზე თავდასხმაზე: ზოგადად არის მცდელობა, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიყენონ, რომ საზოგადოება გაყონ - ასეთი მომენტები არის კარგი ინდიკატორი იმისთვის, რომ ამოვიცნოთ, ვინ არის, ვინც ქართულ საზოგადოებას მტრობს

 ზოგადად არის მცდელობა, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიყენონ იმისთვის, რომ საზოგადოება გაყონ და შეიტანონ დაპირისპირება. ამიტომ ასეთი მომენტები არის კარგი ინდიკატორი იმისთვის, რომ ამოვიცნოთ,...

შალვა პაპუაშვილი

1778419584

ახალი ამბები

პაპუაშვილი გერმანიის ელჩზე: ვფიქრობდი, რომ ბატონ პეტერს მხოლოდ ვენის კონვენციასთან ჰქონდა პრობლემა, მაგრამ როგორც ჩანს, მას ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს - ფაქტია, მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით, როდის დატოვებს ის საქართველოს

 ვფიქრობდი, რომ ბატონ პეტერს მხოლოდ ვენის კონვენციასთან ჰქონდა პრობლემა, მაგრამ როგორც ჩანს, მას ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას...

შალვა პაპუაშვილ

1778415626

ახალი ამბები

პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

 „საქართველოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება“, - ამის შესახებ შს სამინისტ...

მოძრაობა

1778413256

ახალი ამბები

11 მაისს დაგეგმილ გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით, საპატრიარქოში დღეს პრესკონფერენცია დაიგეგმა

 ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 11 მაისს დაგეგმილ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით, საპატრიარქოში დღეს პრესკონფერენცია დაიგეგმა. როგორც საპატ...

 საქართველოს საპატრიარქოშ