შალვა პაპუაშვილი: ჩვენმა პოლიციელებმა მაიდნისგან, ბნელ წარსულში დაბრუნებისგან დაიცვეს ქვეყანა, ამ პროცესში იყო უფლებამოსილების გადამეტების რამდენიმე ფაქტი და ვნახეთ რეაგირება

 ჩვენმა პოლიციელებმა ქვეყანა მაიდნისგან და ბნელ წარსულში დაბრუნებისგან დაიცვეს. ამ პროცესში იყო უფლებამოსილების გადამეტების რამდენიმე ფაქტი და ინციდენტი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამართალდამცველების მხრიდან გადაცდომებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა გამოძიება და პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები როდესაც ჰქონდა, მოხდა რეაგირება.

სასამართლო ჩატარდა. სხდომები დახურულია, მაგრამ დაზარალებულის მხრიდან მოვისმინეთ, რა განწყობები იყო სასამართლოში. თავად განაცხადა, რომ ამ ადამიანს სინანული აქვს, რომ ასეთი ინციდენტები მოხდა და ამისთვის ბოდიშიც კი მოუხადეს. უნდა გვესმოდეს, რომ იმ დღეებში ცდილობდნენ ქვეყნის დამხობას – არა ხელისუფლების დამხობას და სადმე შევარდნას, არამედ ქვეყანა უნდა დამხობილიყო. ამას გარედან დაკვეთით აკეთებდნენ ქართველები, რომლებიც ცდილობდნენ, პარლამენტის გადაწვას, პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას და მათ ცოცხლად დაწვას.

ამიტომ, თითოეული პოლიციელი, ვინც იმ დღეებში მოძალადეებს აკავებდა, გმირია. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, ვინც საქართველო მაიდანს გადაარჩინა. ამ ძალადობამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიტიკოსები იყვნენ ჩამოსული და შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა მოძალადეებს მაიდნისკენ მოუწოდა.

რამდენიმე დღეში მაიდანიზაციის მცდელობა ვნახეთ. ჩვენმა პოლიციელებმა ქვეყანა მაიდნისგან და მართლა ბნელ წარსულში დაბრუნებისგან დაიცვეს. ამ პროცესში იყო უფლებამოსილების გადამეტების რამდენიმე ფაქტი და ინციდენტი. ეს სწორედ იმ პასუხისმგებლობის ნაწილია, როცა ქვეყანას იცავ, იყო ზედმიწევნით კანონის ჩარჩოში. გადაცდომებზე გამოძიება მიმდინარეობდა. პროკურატურისგან მოვისმინეთ, რა მოცულობითი სამუშაო ჩატარდა. რა მომენტშიც პროკურატურა მყარად იყო, რომ მისი მტკიცებულებები საკმარისია, ვნახეთ რეაგირება. პროკურატურამ განაცხადა, რომ სხვა ფაქტებზეც მიმდინარეობს გამოძიება და იმუშავებენ.

2024 წლის დეკემბერში იყო მოძალადეების ჯგუფი, რომელთაც გაილაშქრეს საქართველოს წინააღმდეგ. მათ უკან იდგნენ უცხოური დამკვეთები, დამფინანსებლები. გახსოვთ ელენე ხოშტარიას განცხადება, სადაც ამბობდა, რომ დიახ, ის არის, ვინც მაშხალებს ყიდულობდა, რათა პოლიციელები და პარლამენტის შენობა დაეწვათ. ნახეთ „ისფედის“ ხელმძღვანელის აღიარებაც, რომ ისინი უცხოური გრანტის ფულით აღჭურვილობას ყიდულობდნენ მოძალადეებისთვის, რომ მათ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, 2024 წლის დეკემბერში ევროპული ფული იხარჯებოდა ქვეყნის დასამხობად, ძალადობისთვის, პარლამენტის გადასაწვავად და პოლიციელზე თავდასხმისთვის.

„სწორედ ჩვენი პოლიციელების გმირული ქმედებების შედეგად იყო თავიდან აცილებული დიდი უბედურება, რომელიც უცხოურმა ჯგუფებმა თვალის დახამხამების გარეშე დაუშვეს და დღემდე არცერთს, არც ევროკავშირის ელჩს და არც ევროკომისიის წარმომადგენელს არ დაუგმია ის ძალადობა, რაც მათი დაფინანსებული ადამიანების მხრიდან ვიხილეთ. გადაცდომები სადაც იყო, ზედმიწევნით იქნება გამოკვლეული. კიდევ ერთი საკითხია – მოძალადეების მხოლოდ მცირე ნაწილია გამოვლენილი, რომლებიც პარლამენტის შენობას და პოლიციელებს თავს ესხმოდნენ, ვინც პარლამენტის დაწვა სცადა, რამდენიმე სამუშაო ოთახში ცეცხლი გააჩინა. რომ არა პარლამენტის თანამშრომლების სწრაფი რეაგირება, პარლამენტი გადაიწვებოდა და ევროპული ფულით ნაყიდი მაშხალებით მართლა ჰერჩინსკის ნაწინასწარმეტყველებ 90-იან წლებს მივიღებდით. ეს ადამიანები ვინ არიან, დადგენილი არ არიან და იმედია, ეს ადამიანებიც გამოვლინდებიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778420715

ახალი ამბები

პაპუაშვილი ეკლესიაზე თავდასხმაზე: ზოგადად არის მცდელობა, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიყენონ, რომ საზოგადოება გაყონ - ასეთი მომენტები არის კარგი ინდიკატორი იმისთვის, რომ ამოვიცნოთ, ვინ არის, ვინც ქართულ საზოგადოებას მტრობს

 ზოგადად არის მცდელობა, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიყენონ იმისთვის, რომ საზოგადოება გაყონ და შეიტანონ დაპირისპირება. ამიტომ ასეთი მომენტები არის კარგი ინდიკატორი იმისთვის, რომ ამოვიცნოთ,...

შალვა პაპუაშვილი

1778419584

ახალი ამბები

პაპუაშვილი გერმანიის ელჩზე: ვფიქრობდი, რომ ბატონ პეტერს მხოლოდ ვენის კონვენციასთან ჰქონდა პრობლემა, მაგრამ როგორც ჩანს, მას ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს - ფაქტია, მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით, როდის დატოვებს ის საქართველოს

 ვფიქრობდი, რომ ბატონ პეტერს მხოლოდ ვენის კონვენციასთან ჰქონდა პრობლემა, მაგრამ როგორც ჩანს, მას ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას...

შალვა პაპუაშვილ

1778415626

ახალი ამბები

პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

 „საქართველოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება“, - ამის შესახებ შს სამინისტ...

მოძრაობა

1778413256

ახალი ამბები

11 მაისს დაგეგმილ გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით, საპატრიარქოში დღეს პრესკონფერენცია დაიგეგმა

 ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 11 მაისს დაგეგმილ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით, საპატრიარქოში დღეს პრესკონფერენცია დაიგეგმა. როგორც საპატ...

 საქართველოს საპატრიარქოშ

1778410363

ახალი ამბები

ზურიკო დავითაშვილმა „ამიენს“ გაუტანა

 ტრავმით გამოწვეული ორკვირიანი პაუზის შემდეგ ზურიკო დავითაშვილი მოედანს წარმატებულად დაუბრუნდა. საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში „სენტ-ეტიენმა“ საკუთარ სტადიონზე „ამიენი“ 5-0 დაამარცხა. მასპინძლების ქ...

ზურიკო დავითაშვილმა „ამიენს“ გაუტანა