„ქვეყნის ისევ იმპერიის წიაღში დაბრუნება, დაუშვებელია“ - ოპოზიცია საზოგადოებრივ პლატფორმას ქმნის
„ლელოს“ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კოალიციურ ფორმატში მიიღეს ფართო საზოგადოებრივი პლატფორმის, ზეპარტიული მოძრაობის შექმნის გადაწყვეტილება.
ხაზარაძის თქმით, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, აღნიშნულ პროტესტში ყველა უნდა ჩაერთოს.
„საკითხი, რომელიც ჩემმა მეგობრებმა დღეს დააყენეს და ყველას თვალწინ ხდება, ჩვენი ქვეყნის დეკლარირებული კურსის შეცვლა, ქვეყნის ისევ იმპერიის წიაღში დაბრუნება, დაუშვებელია. ეს არ არის რომელიმე პარტიის საქმე, ეს არის თითოეული ჩვენი თავისუფალი მოქალაქის საქმე. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, ყველაფერი გადავდოთ გვერდზე, შემოუერთდით ყოველგვარი პარტიული კუთვნილების მიუხედავად, თავისუფალმა ადამიანებმა დავიცვათ თავისუფალი ქვეყანა და ჩვენი დამოუკიდებლობა. სწორედ ამ პლატფორმას ექნება ის ძალა, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ყველა იმ მცდელობას, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია „ქართული ოცნება“ ჩვენს საზოგადოებას თავს ახვევს და უცვლის ამ ქვეყანას კურსს, ამას არ დავუშვებთ. მოგიწოდებთ, პარტიული კუთვნილების მიუხედავად საზოგადო მოღვაწეებს, მწერლებს, სპორტსმენებს, მეცნიერებს, ექიმებს, ყველას, შემოგვიერთდით. ეს არის ზეპარტიული ღონისძიება, რადგან საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის კურსს“, – განაცხადა ხაზარაძემ.
🔵ნინო ლომჯარიას სააკაშვილის ადვოკატობა სურს-გურამ მაჭარაშვილი
1791704567
ახალი ამბებინანა ჟორჟოლიანი: ხვალ თუ პოლიტიკაში საკუთარ თავს მოიაზრებ, თუ პოლიტიკური გეგმა გაქვს, ასე არ მოქმედებ, ხომ? ყველაფრის სანაცვლოდ უძლებს ციხის კედლებს - სავარაუდოდ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკაში აღარ უნდა იყვნენ
„როგორც ადამიანს მესმის და პოლიტიკურ ნაწილში ალბათ, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებ, ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ მომავალს საკუთარ დღის წესრიგში ცხოვრებაში ვეღარ ხედავ“, - განაცხადა ნანა ჟორჟოლიანმა, მურთაზ...
1791702486
ახალი ამბებიპოლიციამ ნარკორეალიზაციის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, უცხოქვეყნის მ...
1791698641
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 11 ოქტომბერს საქართველოში
11 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. ბა...
1791665025
საზოგადოებაგიორგი გველესიანი: მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში - თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ამომრჩეველსაც
მე მაინც ვერ ვხდები, თქვენ რაზე აღშფოთდით და რა იყო ტყუილი ჩემს ნათქვამში. მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ ხალხს, იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც განზრახ, მიზანმიმართულად ჩვენი ქვე...
1791663611
საზოგადოებასახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ცენტრის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ცენტრის ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცეცხლის კერა „დელტას“ ტერიტორიაზე მდე...





























