ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანია გახსნილი - რა უნდა გაითვალისწინონ ამომრჩევლებმა ხმის მიცემის პროცესში?

 დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იმართება.

საქართველოს მოქალაქეები ირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.

ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ტარდება. მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.

კენჭისყრისთვის ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის მოქმედი პირადობის მოწმობა, ან პასპორტი. კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე, თუმცა ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ.

იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელიც დაყოფილია სამ სვეტად. საარჩევნო ბიულეტენთან ერთად, რეგისტრატორი ამომრჩეველს გადასცემს შესაბამისი ფორმის სპეციალურ, შესაბამის ჩარჩო-კონვერტს. ელექტრონულ უბანზე მისულმა ამომრჩეველმა ამ შემთხვევაში კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი საარჩევნო სუბიექტის ნომერი, არამედ სპეციალური მარკერით თითოეულ სვეტში უნდა გააფერადოს/მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის წინ არსებული წრის შიდა სივრცე და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით ბიულეტენი მოათავსოს ხმის მთვლელ აპარატში ჭრილის საფარის ქვეშ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჭრილის საფარი არჩევნებზე წელს პირველად გამოიყენება.

ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რომელიც პლანშეტის საშუალებით ცესკოში გაიგზავნება. წინასწარი შედეგები კენჭისყრის დასრულებიდან, სავარაუდოდ, 1-2 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ გადაგზავნილი მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლა. ბიულეტენების დათვლის დროს კომისიის წევრები ახარისხებენ ნამდვილ და ბათილ ბიულეტენებს და მიღებულ შედეგს ადარებენ აპარატის მონაცემებს.

დანარჩენ საარჩევნო უბნებზე, კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები დასკანერდება და გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და, შესაბამისად, კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს.

ხმის მიცემა ფარულია. ყველა საარჩევნო უბანზე განთავსებულია მოდიფიცირებული (ე.წ. ამოჭრილი) კაბინები. კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია. ამასთანავე, კავშირი ამომრჩეველსა და ბიულეტენს შორის, ისევე, როგორც კავშირი ვერიფიკაციის აპარატსა და ბიულეტენს შორის არ არსებობს, რაც ფარულობის უზრუნველყოფის კიდევ ერთი წინაპირობაა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759561365

ახალი ამბები

ცესკო: 10:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე 275 948 (7.85%) ამომრჩეველი მივიდა, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმშია

 საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ...

ცესკო

1759561227

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ხმა მივეცი მშვიდობას, მეტ სიკეთეს, მეტ განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დედაქალაქისთვის და იმ ერთადერთ პარტიას, რომელმაც შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა, მოუტანა წინსვლა და განვითარება

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხმა მისცა ერთადერთ მერობის კანდიდატს, რომელსაც შეუძლია მეტი სიკეთის მოტანა ჩვე...

ირაკლი კობახიძე

1759559575

ახალი ამბები

სად იკრძალება კენჭისყრის დღეს აგიტაცია - განმარტებები საარჩევნო კანონმდებლობიდან

 კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია. ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. ეს მასალა ჩამოხსნას/დემონტ...

ცესკო

1759559376

ახალი ამბები

კახა კალაძე: გავაკეთე ჩემი არჩევანი, ერთადერთი ძალა, რომელსაც დღეს რეალურად შეუძლია ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს და ქალაქის განვითარება გააგრძელოს, ეს არის „ქართული ოცნება“

 თბილისის მოქმედმა მერმა და მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ კახა კალაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მომდევნო 4 წელი იქნება საი...

კახა კალაძე

1759525420

ახალი ამბები

საპატრიარქო: ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობისა და ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი და ემიჯნება რადიკალურ მოწოდებებსა და ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება დაპირისპირებას შეუწყოს ხელი

ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობის, ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი და ემიჯნება რადიკალურ მოწოდებებსა და ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება, დაპირისპირებას შეუწყოს ხელი, - ამის შესახებ საქართ...

ეკლესია