ცესკო: 10:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე 275 948 (7.85%) ამომრჩეველი მივიდა, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმშია

 საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას 10:00 საათის მდგომარეობით. ამ დროისათვის საარჩევნო უბნებზე 275 948 (7.85%) ამომრჩეველი მივიდა. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმშია.

იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე, გადასატანი ყუთები უკვე გავიდა საარჩევნო უბნებიდან. შეგახსენებთ, რომ ის ამომრჩევლებიც გადიან მარკირებას,
რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამა. ასევე, იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759561466

ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრის შავისგან გარჩევას, შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ვიღებთ ისეთ შედეგს, როგორიც საზოგადოებას უნდა

 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა. ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო...

ბიძინა ივანიშვილი

1759561227

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ხმა მივეცი მშვიდობას, მეტ სიკეთეს, მეტ განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დედაქალაქისთვის და იმ ერთადერთ პარტიას, რომელმაც შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა, მოუტანა წინსვლა და განვითარება

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხმა მისცა ერთადერთ მერობის კანდიდატს, რომელსაც შეუძლია მეტი სიკეთის მოტანა ჩვე...

ირაკლი კობახიძე

1759560093

ახალი ამბები

ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანია გახსნილი - რა უნდა გაითვალისწინონ ამომრჩევლებმა ხმის მიცემის პროცესში?

 დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები ირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს. ქვეყნ...

არჩევნები

1759559575

ახალი ამბები

სად იკრძალება კენჭისყრის დღეს აგიტაცია - განმარტებები საარჩევნო კანონმდებლობიდან

 კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია. ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. ეს მასალა ჩამოხსნას/დემონტ...

ცესკო

1759559376

ახალი ამბები

კახა კალაძე: გავაკეთე ჩემი არჩევანი, ერთადერთი ძალა, რომელსაც დღეს რეალურად შეუძლია ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს და ქალაქის განვითარება გააგრძელოს, ეს არის „ქართული ოცნება“

 თბილისის მოქმედმა მერმა და მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ კახა კალაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მომდევნო 4 წელი იქნება საი...

კახა კალაძე