კახა კალაძე: გავაკეთე ჩემი არჩევანი, ერთადერთი ძალა, რომელსაც დღეს რეალურად შეუძლია ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს და ქალაქის განვითარება გააგრძელოს, ეს არის „ქართული ოცნება“

 თბილისის მოქმედმა მერმა და მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ კახა კალაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მომდევნო 4 წელი იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი წელი ჩვენი დედაქალაქისთვის

„მე გავაკეთე ჩემი არჩევანი, პირველი, რა თქმა უნდა, მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს. ერთადერთი ძალა, რომელსაც დღეს რეალურად შეუძლია ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ერთადერთი ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია ქალაქის განვითარება გააგრძელოს, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სასიკეთო, მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ჩვენი დედაქალაქისთვის აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, თუმცა რჩება გამოწვევები, რჩება პრობლემები. ჩვენ მზად ვართ, საზოგადოებას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში წარვუდგინოთ კონკრეტული ხედვები, თუ რა პროექტები იქნება განხორციელებული, რა გაკეთდება, თუნდაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ეკოლოგიური თვალსაზრისით, ეკოპოლიტიკის მიმართულებით, იგივე ჯანდაცვა, სოციალური პროგრამები, ახალი პროექტები, რომლებიც დედაქალაქში იქნება ტრამვაის სახით, მეტროს სახით, ატრაქციონების პარკი და ა.შ. ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო, ძალიან ბევრ პროექტზე მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია და რა თქმა უნდა, მომდევნო 4 წელი იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი წელი ჩვენი დედაქალაქისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759561227

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ხმა მივეცი მშვიდობას, მეტ სიკეთეს, მეტ განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დედაქალაქისთვის და იმ ერთადერთ პარტიას, რომელმაც შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა, მოუტანა წინსვლა და განვითარება

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხმა მისცა ერთადერთ მერობის კანდიდატს, რომელსაც შეუძლია მეტი სიკეთის მოტანა ჩვე...

ირაკლი კობახიძე

1759560093

ახალი ამბები

ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანია გახსნილი - რა უნდა გაითვალისწინონ ამომრჩევლებმა ხმის მიცემის პროცესში?

 დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები ირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს. ქვეყნ...

არჩევნები

1759559575

ახალი ამბები

სად იკრძალება კენჭისყრის დღეს აგიტაცია - განმარტებები საარჩევნო კანონმდებლობიდან

 კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია. ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. ეს მასალა ჩამოხსნას/დემონტ...

ცესკო

1759525420

ახალი ამბები

საპატრიარქო: ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობისა და ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი და ემიჯნება რადიკალურ მოწოდებებსა და ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება დაპირისპირებას შეუწყოს ხელი

ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობის, ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი და ემიჯნება რადიკალურ მოწოდებებსა და ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება, დაპირისპირებას შეუწყოს ხელი, - ამის შესახებ საქართ...

ეკლესია

1759525333

ახალი ამბები

გიორგი კალანდარიშვილი: ვერც ამომრჩევლის და ვერც იქ მყოფი უფლებამოსილი პირების მხრიდან, ვერასდროს მოხდება იმის იდენტიფიცირება, ვის მისცა ხმა კონკრეტულმა ამომრჩეველმა

ზოგადად, რა თქმა უნდა, ხმის ფარულობა არის, თუმცა სამწუხაროდ, სხვადასხვა დაინტერესებულმა პირმა ეს საკითხი სპეკულაციურად წარმოაჩინა იმდაგვარად, თითქოს ხმის ფარულობა ირღვეოდა, ირღვეოდა პრინციპი და ირღვეო...

გიორგი კალანდარიშვილი