საქართველოს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ეწვია
საქართველოს ევროპარლამენტის პოლონელი დეპუტატი ანა ფოტიგა ეწვია.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ფოტიგა პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებას აპირებს.
ევროპარლამენტარის სხვა გეგმები ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დეპუტატმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტში შეშფოთებულნი არიან მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის გამო.
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს და იგი დაკავების დღიდან შიმშილობს. ის ამჟამად იმყოფება სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, გარდა გორის სამხედრო ჰოსპიტლისა, გადაყვანის შემთხვევაში, მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს.
გაერთიანებული ოპოზიცია კი 6 ნოემბრიდან პერმანენტულ აქციებს მართავს მიხეილ სააკაშვილის მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.
ამავე თემაზე:
📌 „მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო“ - ნიკა გვარამია
1789935051
ახალი ამბებიმართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს, ღვთისმშობლობას აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება. ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. საეკლეს...
1789931267
ახალი ამბებიგია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ - ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „არაბიზაციასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ორი თვის განმავლობაში შიშებზე აგებული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მიუხედავად,...
1789928925
მსოფლიოფრიდრიხ მერცმა მეკლენბურგ-წინა პომერანიის არჩევნებში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ შედეგს „კატასტროფა“ უწოდა
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარის პარლამენტის არჩევნებში მისი პარტიის მიერ მიღებულ შედეგს „კატასტროფა“ უწოდა. მან აღნიშნა, რომ „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ (CDU...
1789926793
ახალი ამბებიაჭარაში უხვი ნალექის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
აჭარაში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახურები სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. შექმნ...
1789923683
ახალი ამბები21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, შიო III წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში აღავლენს
ამა წლის 21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის...






























