არჩილ გორდულაძე პეტერ ფიშერზე: ამ ადამიანს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ვენის კონვენცია სრულად წაიკითხოს, მისი სულისკვეთება გაიაზროს და თავი დაანებოს სიცრუის ტირაჟირებას

„ამ ადამიანს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ვენის კონვენცია სრულად წაიკითხოს, მისი სულისკვეთება გაიაზროს და თავი დაანებოს სიცრუის ტირაჟირებას“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გერმანიის ელჩზე, პეტერ ფიშერზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებთან დაკავშირებით ელჩის კრიტიკას.

„საუბარი არის თუ არა გამჭვირვალობის კანონზე, იმ კანონზე, რომელსაც ახლა იღებენ და ამკაცრებენ ევროკავშირში? არის თუ არა საუბარი ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონზე და ხომ არ ითხოვენ ამ კანონის გაუქმებას? ნებისმიერი შანტაჟის მცდელობა და ევროკავშირთან დაკავშირებული განცხადებები ელჩად წოდებული ფიშერისა, რა თქმა უნდა არის დეზინფორმაციული და ქვეყანაში მხოლოდ შფოთის შემოტანის მცდელობაა. ამ ადამიანს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ვენის კონვენცია სრულად წაიკითხოს, მისი სულისკვეთება გაიაზროს და თავი დაანებოს სიცრუის ტირაჟირებას“, - აცხადებს გორდულაძე.

ევროპარლამენტის მიერ გამჭვირვალობის რეგულაციების გამკაცრების პარალელურად, საქართველოში გერმანიის ელჩი ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებს აკრიტიკებს, მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ კანონსაც. პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ამ კანონმდებლობით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764318429

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მითვისების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ქონების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მითვისების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „სამცხე-ჯავახეთის სა...

პროკურატურა

1764317111

ახალი ამბები

კახა კალაძე: გიორგი შერმადინს მთელი დარბაზი ტაშს უკრავდა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს 30 ცალი ნაცი რაღაცას თუ გააპროტესტებს

რა არის იმაში ცუდი, რომ სპორტსმენი სახელმწიფოს მიმართ მადლიერებას გამოხატავს იმის გამო, რომ სახელმწიფო ბოლო წლებში ამ მიმართულებით უამრავ კარგ საქმეს აკეთებს?! - განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან....

კახა კალაძე: გიორგი შერმადინ

1764316392

ახალი ამბები

იანვარი-ოქტომბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.6%-ით განისაზღვრა

2025 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.0%-ით გაიზარდა, ხოლო 2025 წლის იანვარი-ოქტომბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.6%-ით განისაზღვრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინი...

ეკონომიკური ზრდა

1764315202

ახალი ამბები

კახა კალაძე: ევროპარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრება ჩვეულებრივი, ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრების განკარგულების მიღება ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ გ...

კახა კალაძე

1764314099

ახალი ამბები

კახა კალაძე: ბოლო ერთი წლის მანძილზე დავანახეთ მსოფლიოს, რომ თითის დაქნევით ქართულ სახელმწიფოს არ უნდა ელაპარაკოს

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდა, მეტად სუვერენული და დამოუკიდებელი გავხდით, - ასე უპასუხა თბილისის მერმა მედიის კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა საქართველოში ბოლო ერთ წელს მიმდინა...

კახა კალაძე