წვიმა და ზოგან თოვლი - სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ საზოგადოებას აფრთხილებენ

გარემოს ეროვნული სააგენტო 29-30 ნოემბერს და 1-ელ დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 1-ელ დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 1-ელი დეკემბრიდან ზოგან გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს.

ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 1-ელ დეკემბერს მოიღრუბლება, გაწვიმდება და აგრილდება. ჰაერის ტემპერატურა 1-ელ დეკემბერს დღისით +14, +16 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი, ფოთი): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 1-ელ დეკემბერს მოიღრუბლება, გაწვიმდება და აგრილდება. ჰაერის ტემპერატურა 1-ელ დეკემბერს დღისით +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის ფოთი): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 1-ელ დეკემბერს მოიღრუბლება, გაწვიმდება და აგრილდება. ჰაერის ტემპერატურა 1-ელ დეკემბერს დღისით +11, +13 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 29-30 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 1-ელ დეკემბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 1-ელ დეკემბერს დღისით +6, +8 გრადუსამდე დაიკლებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 1-ელ დეკემბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 1-ელ დეკემბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 1-ელ დეკემბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 29-30 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 1-ელ დეკემბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 1-ელ დეკემბერს დღისით +3, +5 გრადუსამდე დაიკლებს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764317111

ახალი ამბები

კახა კალაძე: გიორგი შერმადინს მთელი დარბაზი ტაშს უკრავდა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს 30 ცალი ნაცი რაღაცას თუ გააპროტესტებს

რა არის იმაში ცუდი, რომ სპორტსმენი სახელმწიფოს მიმართ მადლიერებას გამოხატავს იმის გამო, რომ სახელმწიფო ბოლო წლებში ამ მიმართულებით უამრავ კარგ საქმეს აკეთებს?! - განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან....

კახა კალაძე: გიორგი შერმადინ

1764316392

ახალი ამბები

იანვარი-ოქტომბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.6%-ით განისაზღვრა

2025 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.0%-ით გაიზარდა, ხოლო 2025 წლის იანვარი-ოქტომბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.6%-ით განისაზღვრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინი...

ეკონომიკური ზრდა

1764315202

ახალი ამბები

კახა კალაძე: ევროპარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრება ჩვეულებრივი, ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრების განკარგულების მიღება ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ გ...

კახა კალაძე

1764314099

ახალი ამბები

კახა კალაძე: ბოლო ერთი წლის მანძილზე დავანახეთ მსოფლიოს, რომ თითის დაქნევით ქართულ სახელმწიფოს არ უნდა ელაპარაკოს

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდა, მეტად სუვერენული და დამოუკიდებელი გავხდით, - ასე უპასუხა თბილისის მერმა მედიის კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა საქართველოში ბოლო ერთ წელს მიმდინა...

კახა კალაძე

1764313828

ახალი ამბები

ექთნებისა და მეან-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა

ექთნებისა და მეან-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების საკითხებზე, ჯანდაცვის სამინისტროში, შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო დაწესებულებების...

ექთნებისა და მეან-ექთნები