ირაკლი ზარქუა: ევროკავშირი ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვყვება და კიდევ უფრო ამკაცრებს გამჭვირვალობის კანონს, ეს ის ხალხია, რომელიც ჩვენ გვკიცხავდა აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით - მე მინდა მივმართო მათ, ეს კანონი ახლა არ არის რუსული?

„ევროპარლამენტის გადაწყვეტილება, რომ უფრო მეტად გაამკაცროს უცხო ქვეყნის ჩარევები თავიანთ ქვეყნებში, იცით თქვენ, რომ გამჭვირვალობის კანონი შემოაქვთ კიდევ უფრო მკაცრი ტონალობით, ეს ის ხალხია, რომელიც ჩვენ გვკიცხავდა იმასთან დაკავშირებით, რომ გამჭვირვალობის კანონის მივიღეთ თავის დროზე“, - ამის შესახებ დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ირაკლი ზარქუა კითხვით მიმართავს ევრობიუროკრატებს, რომ აქამდე თუ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გამჭვირვალობის კანონი იყო რუსული, ახლა, როდესაც იგივე კანონი, უფრო მეტად გამკაცრებული შემოაქვთ თავად, არის თუ არა ახლა ის რუსული.

„ქვეყანამ, რომელსაც არც ნატოს ქოლგა აქვს, არც ევროკავშირის წევრია, ჩვენ ვცდილობდით, რომ დაგვეცვა ჩვენი სამშობლო უცხო ჩარევებისგან და ამასთან დაკავშირებით გვაკრიტიკებდნენ, რუსული კანონიც კი დაარქვეს ამ კანონს. დღეს კი თავად იღებენ კიდევ უფრო მეტად გამკაცრებულ კანონს, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის, ეს უნამუსობაა. უფრო მეტიც, თუ არ ვცდები, გერმანიის ელჩმა, ფიშერმა გააკეთა ამას წინათ განცხადება - თურმე საქართველოში მიღებული კანონების გამო ჩვენ ევროინტეგრაციას ვერ მოვესწრებით და რა კანონებზეა საუბარი?! - გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც თვითონ იღებენ და მეორე, ოჯახური ღირებულებების კანონი, რომელიც გულისხმობს, რომ ქალი და კაცი არის ოჯახი, რომელიც კრძალავს სქესის შეცვლას, რომელიც კრძალავს საჯარო სივრცეებში, სკოლებში, ბაღებში, ლგბტ პროპაგანდას. ფიშერს თუ დავუჯერებთ ეს კანონები უნდა გავაუქმოთ და შემდეგ მიგვიღებენ. ამათი ორმაგი სტანდარტი უკვე ყველაფერს სცდება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ დიახ, როგორც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ჩვენი სახელმწიფო ინტერესების შესაბამისი იქნება, ისეთ კანონებს მივიღებთ მომავალში და ჩვენ ვხვდებით, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ევროკავშირი მოგვყვება და კიდევ უფრო ამკაცრებს კანონს, ვიდრე ის ჩვენ მივიღეთ და ახლა არ არის რუსული კანონი?! მე მინდა მივმართო მათ ის გამჭვირვალობის კანონი რუსული არ არის? რუსულ კანონს იღებს ევროკავშირი? ეს არის სამარცხვინო საქციელი ევრობიუროკრატებისგან. ეს დროებითია, ევროკავშირი მიდის ცვლილებები, ყველგან ხალხის მიერ არჩეული, ჯანსაღი მთავრობები მოდის და არა უცხო ქვეყნიდან დანიშნული მმართველები და ევრობიუროკრატები. ასე რომ, ცოტაც მოვითმინოთ და ზუსტად ვიცით, რომ ევროკავშირი ნამდვილად იქნება ევროპული ღირებულებების და ევროპული ოჯახების გაერთიანება“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764315202

ახალი ამბები

კახა კალაძე: ევროპარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრება ჩვეულებრივი, ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრების განკარგულების მიღება ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ გ...

კახა კალაძე

1764314099

ახალი ამბები

კახა კალაძე: ბოლო ერთი წლის მანძილზე დავანახეთ მსოფლიოს, რომ თითის დაქნევით ქართულ სახელმწიფოს არ უნდა ელაპარაკოს

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდა, მეტად სუვერენული და დამოუკიდებელი გავხდით, - ასე უპასუხა თბილისის მერმა მედიის კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა საქართველოში ბოლო ერთ წელს მიმდინა...

კახა კალაძე

1764313828

ახალი ამბები

ექთნებისა და მეან-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა

ექთნებისა და მეან-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების საკითხებზე, ჯანდაცვის სამინისტროში, შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო დაწესებულებების...

ექთნებისა და მეან-ექთნები

1764312685

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე დააკავეს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. აღნიშნულის შესახებ შსს იუწყება....

მიგრაციის დეპარტამენტი

1764312398

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალა...

 ფსიქოტროპული ნივთიერება