არჩილ გორდულაძე: ევრობიუროკრატიას, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების სათავეში მოქმედი აგენტების მოყვანის სურვილი აქვს, ვეტყვით, რომ ეს ყველაფერი არ გამოუვათ
„ქართული ოცნების“ გუნდმა და არჩეულმა ხელისუფლებამ „დიფ სტეიტის“ მართულ ევროკავშირის მოქმედ ბიუროკრატიას ხელიდან გამოაცალა ერთ-ერთი იარაღი, რომელიც სულ ჩამოკიდებული იქნებოდა დამოკლეს მახვილივით საქართველოს და ქართველი ხალხის კისერზე, თითქოს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა და ამიტომ მოლაპარაკებების გახსნა არ იგეგმება, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
„ნაცმოძრაობას, მასთან დაკავშირებულ პირებს პირდაპირ მომზადებული ჰქონდათ „შეიარაღება“ რომლითაც შეეცდებოდნენ, რომ უფრო მეტი არეულობა მოეხდინათ ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე ეს შეძლეს 28 ნოემბრის შემდეგ და შესაბამისად, ეს პრევენციული განცხადებაც იყო.
ყველას გასაგონად ვაცხადებთ, როგორც 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ყოველთვის ვამბობთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენ, ჩვენს ნაკისრ ვალდებულებებს ვასრულებდით, ვასრულებთ და შევასრულებთ კიდეც იმიტომ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ინტერესებში. ამავდროულად, იმ შანტაჟს და მუქარებს, რომ ჩვენ თითქოს უნდა ჩავერთოთ ომში და რადგანაც ამ ყველაფერზე უარს ვაცხადებთ, ეს არის დემოკრატიული უკუსვლა, ამ ყველაფერზე ყოველთვის ვამხელთ შესაბამისი განცხადებების ავტორებს და ამავდროულად თუ ვინმე მოიტანს დოკუმენტს და იტყვის, რომ მოლაპარაკებები გაიხსნება, ახლავე მოვაწერთ ხელს, მაგრამ ეს ყველაფერი არ კეთდება მარტივი მიზეზიდან გამომდინარე.
სამწუხაროდ ახლა ევრობიუროკრატიას, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში არეულობის მოწყობის სურვილი აქვს და აქვს სურვილი, რომ მოიყვანოს მოქმედი აგენტები ხელისუფლების სათავეში, ვეტყვით, რომ მათ ეს ყველაფერი არ გამოუვათ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი და საქართველოში მოქმედი ხელისუფლება ერთ მუშტად შეკრული დგას ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე“, - განაცხადა გორდულაძემ.
1764322065
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენი სასამართლო რეფორმირებულია და განვითარების სწორ გზაზე დგას
„კიდევ ერთი დასტური, რომ ქართული მართლმსაჯულება მაღალი სტანდარტით მუშაობს“ - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, დაუშვე...
1764321538
ახალი ამბებიევროპარლამენტმა ევროკავშირში მესამე ქვეყნების ლობირების გამჭვირვალობასა და შესაბამისი რეესტრის შექმნის შესახებ კანონს მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, რომელიც ევროკავშირში მესამე ქვეყნების ლობირებას უფრო გამჭვირვალეს გახდის. ევროპარლამენტის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ კანონს მხარი 392 კანონ...
1764320003
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ხელისუფლებამ საგარეო შანტაჟს მკაფიო განაჩენი გამოუტანა ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ, რომელიც არ გადაიხედება და ახლა საშინაო შანტაჟის დასრულების დროა, ეს არის ჩვენი სამშობლოს დაკვეთა
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ევროპული დღის წესრიგის და ოპოზიციის პოზიციების შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულმა შიდა და საგარეო ზეწოლამ საბო...
1764318429
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მითვისების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ქონების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მითვისების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „სამცხე-ჯავახეთის სა...
1764317111
ახალი ამბებიკახა კალაძე: გიორგი შერმადინს მთელი დარბაზი ტაშს უკრავდა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს 30 ცალი ნაცი რაღაცას თუ გააპროტესტებს
რა არის იმაში ცუდი, რომ სპორტსმენი სახელმწიფოს მიმართ მადლიერებას გამოხატავს იმის გამო, რომ სახელმწიფო ბოლო წლებში ამ მიმართულებით უამრავ კარგ საქმეს აკეთებს?! - განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან....































