Politico: ბრიუსელმა კიევს ევროკავშირში გაწევრიანების ახალი პირობა წაუყენა

„კიევმა კორუმპირებული პოლიტიკოსები და ბიზნესმენები პასუხისგებაში უნდა მისცეს, თუ მას ევროკავშირში გაწევრიანება სურს“, - ამის შესახებ „პოლიტიკოს“ იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა მაიკლ მაკგრატმა განუცხადა.

ევროკომისრის თქმით, ევროპის მთავრობები არ დაუჭერენ მხარს უკრაინის ბლოკში გაწევრიანებას, თუ ის ვერ დაამტკიცებს, რომ მას აქვს ეფექტური სისტემა დანაშაულის აღმოსაფხვრელად.

ევროკომისარი მაკგრატი იმედოვნებს, რომ კიევი მაქსიმალურ ძალისხმევას გამოიჩენს კორუფციასთან საბრძოლველად.

მაკგრატმა ასევე დასძინა, რომ ის რეგულარულ კონტაქტზეა ხელისუფლებასთან მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით.

ევროკომისარი აცხადებს, რომ ყველა კანდიდატ ქვეყანას უნდა ჰქონდეს კორუფციული საქმეების გამოძიების ძლიერი სისტემა.

„აუცილებელია გამოძიებისთვის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და გასამართლებისთვის საიმედო სისტემის ქონა, ასევე ამ სფეროში ეფექტიანობის დემონსტრირება — სწორედ ამას ვიღებთ მოთხოვნად ყველა ჩვენი წევრი სახელმწიფოსგან და რა თქმა უნდა, მათგან, ვისაც სურს ევროპის კავშირში გაწევრიანება“, - აცხადებს მაკგრატი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის მთავრობაში კორუფციული საქმეების გამოძიება ქვეყნისთვის უკიდურესად მგრძნობიარე დროს მიმდინარეობს.

„თუ ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, არ დაიცავს კანონის უზენაესობის სტანდარტებს, მაშინ ის ვერ მიიღებს მხარდაჭერას ბლოკის წევრი სახელმწიფოებისგან“, - აცხადებს ევროკომისარი.
 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764327142

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე პეტერ ფიშერზე: ამ ადამიანს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ვენის კონვენცია სრულად წაიკითხოს, მისი სულისკვეთება გაიაზროს და თავი დაანებოს სიცრუის ტირაჟირებას

„ამ ადამიანს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ვენის კონვენცია სრულად წაიკითხოს, მისი სულისკვეთება გაიაზროს და თავი დაანებოს სიცრუის ტირაჟირებას“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავ...

არჩილ გორდულაძე

1764325591

ახალი ამბები

წვიმა და ზოგან თოვლი - სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ საზოგადოებას აფრთხილებენ

გარემოს ეროვნული სააგენტო 29-30 ნოემბერს და 1-ელ დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 1-ელ დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამ...

ამინდი

1764322830

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: ევროკავშირი ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვყვება და კიდევ უფრო ამკაცრებს გამჭვირვალობის კანონს, ეს ის ხალხია, რომელიც ჩვენ გვკიცხავდა აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით - მე მინდა მივმართო მათ, ეს კანონი ახლა არ არის რუსული?

„ევროპარლამენტის გადაწყვეტილება, რომ უფრო მეტად გაამკაცროს უცხო ქვეყნის ჩარევები თავიანთ ქვეყნებში, იცით თქვენ, რომ გამჭვირვალობის კანონი შემოაქვთ კიდევ უფრო მკაცრი ტონალობით, ეს ის ხალხია, რომელიც ჩვ...

ირაკლი ზარქუა

1764322065

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენი სასამართლო რეფორმირებულია და განვითარების სწორ გზაზე დგას

„კიდევ ერთი დასტური, რომ ქართული მართლმსაჯულება მაღალი სტანდარტით მუშაობს“ - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, დაუშვე...

ირაკლი ზარქუა

1764321538

ახალი ამბები

ევროპარლამენტმა ევროკავშირში მესამე ქვეყნების ლობირების გამჭვირვალობასა და შესაბამისი რეესტრის შექმნის შესახებ კანონს მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, რომელიც ევროკავშირში მესამე ქვეყნების ლობირებას უფრო გამჭვირვალეს გახდის. ევროპარლამენტის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ კანონს მხარი 392 კანონ...

ევროპარლამენტი