შალვა პაპუაშვილი: რადიკალების არც ერთ უცხოელ მფარველს არ დაუგმია ტერორისტული თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე, თუმცა ახლა დაგმობა საკმარისი აღარ არის, მათაც უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობა

 რადიკალების არც ერთ უცხოელ მფარველს არ დაუგმია ტერორისტული თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე, თუმცა ახლა დაგმობა საკმარისი აღარ არის, მათაც უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, „მათ შორის, გარედან მართულმა პოლიტიკურმა ინტრიგებმა რადიკალები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობამდე მიიყვანა“.

„გასული წლის დეკემბერში თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა განაგრძო პრეზიდენტის ერთ-ერთი ინსიგნიის, პრეზიდენტის სტანდარტის უკანონო გამოყენება, ანუ იმ დროშის, რომლის გამოყენების უფლებაც მხოლოდ მოქმედ პრეზიდენტს აქვს. ზურაბიშვილი ამ სიმბოლოს ყველგან თან დაატარებს, მედიასთან კომუნიკაციის თუ ზოგიერთი შეხვედრის დროს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია თვითმარქვია პირის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ამ ექსკლუზიური სიმბოლოს გამოყენება, უცხო ქვეყნის ზოგიერთ ელჩთან შეხვედრისას.

რა თქმა უნდა, ელჩების მხრიდან პრეზიდენტის სტანდარტის არალეგიტიმური გამოყენების წაყრუება მიუღებელია. ადრეც გაგვიმახვილებია ყურადღება, რომ ამგვარი შემგუებლობა რადიკალებისა და ექსტრემისტების წახალისებას ემსახურება, თუმცა, უშედეგოდ. მათ ან ვერ გააცნობიერეს თავიანთი როლი, თუნდაც ამ გამიზნულ სიმბოლური აქტის ვერ შემჩნევით, რადიკალიზმის წახალისებაში, ან მიზანმიმართულად იყვნენ ამის მონაწილე.

ფაქტია, რომ ამ ორიდან, არცერთი ვერსია მათზე კარგს არაფერს ამბობს. სწორედ ასეთმა მიდგომამ უბიძგა ექსტრემისტებს გაეკეთებინათ ის, რაც 4 ოქტომბერს ვიხილეთ. ეს ჩვენს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც რადიკალებმა მიზანში პრეზიდენტის სასახლე ამოიღეს, ზურაბიშვილის მხრიდან ფარული მხარდაჭერის ფონზე.

უცხოელი ოფიციალური პირების მიერ, თვეების განმავლობაში, მისი, როგორც საქართველოს „ლეგიტიმური“ პრეზიდენტის იმიჯის განმტკიცებას კი, როგორც ჩანს, თავისი როლი უნდა ეთამაშა, გადამტრიალებლებს ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში უნდა შეეყვანათ და ამით „რევოლუცია“ დაეწყოთ.

ნიშანდობლივია, რომ რადიკალების არც ერთ უცხოელ მფარველს, ამ მომენტამდე, არ დაუგმია ტერორისტული თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე. თუმცა, ახლა, მხოლოდ დაგმობა საკმარისი აღარ არის. მათაც უნდა გაიზიარონ მომხდარზე პასუხისმგებლობა, რადგან, მათ შორის, გარედან მართულმა პოლიტიკურმა ინტრიგებმა რადიკალები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობამდე მიიყვანა“, - წერს პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759752982

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: თუ ბრბო მოახერხებდა პრეზიდენტის სასახლის აღებას, სალომე ზურაბიშვილი ჩაატარებდა ბრიფინგს - „დღეიდან მე ვარ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი“

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - სალომე ზურაბიშვილი 4 ოქტომბრის დამხობის აქციაზე იყო კონკრეტული გეგმით მისული. იმ შემთხვევაში, თუ ბრბო მოახერხებდა პრეზიდენტის სასახლის აღებას - ზურაბიშვილი, რომელიც იქ...

ზურაბ ქადაგიძეზურაბ ქადაგიძე

1759750138

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა 4 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“, კახა კალაძეს

უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა 4 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“, კახა კალაძეს. ფაქტი არის იცის, რომ როდესაც მეოთხე თვითმმართველობის არჩევნებში ისტორიულ შედეგს დებ ამომრჩეველთა რაოდენობის თვალსაზ...

რატი იონათამიშვილი:

1759749614

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: „ლელო“ როდესაც ამბობს, რომ მიიღო კონკრეტული რაოდენობის ხმა და აღიარებს ამას საზოგადოებისგან, ბუნებრივია ის აღიარებს იმასაც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გაცილებით მეტი ხმა

„ლელო“ როდესაც ამბობს, რომ მიიღო კონკრეტული რაოდენობის ხმა და აღიარებს ამას საზოგადოებისგან, ბუნებრივია ის აღიარებს იმასაც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გაცილებით მეტი ხმა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ს...

დავით მათიკაშვილი

1759747053

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: როგორც კი მარცხი განიცადეს, ერთმანეთის მიყოლებით გაურბიან პასუხისმგებლობას, ჩაძირული გემიდან ერთმანეთის მიყოლებით ხტებიან

„როგორც კი მარცხი განიცადეს, ერთმანეთის მიყოლებით გაურბიან პასუხისმგებლობას“, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა 4 ოქტომბრის აქციაზე და მის გარშემო...

ლევან მახაშვილი

1759746067

ახალი ამბები

კახა კალაძე: 2017 წელს 204 000 ადამიანის ხმა მივიღე, ახლა 215 000-ის, დასხედით ახლა, მათემატიკაში მოემზადეთ და კარგად გაიაზრეთ

„პოლიტიკური პარტიები საკუთარ შეცდომებზე არ საუბრობენ, მხოლოდ და მხოლოდ გადაბრალებაზე არიან გადასულნი. თურმე ხალხია დამნაშავე, რომ მათ მხარს არ უჭერენ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ადგილ...

კახა კალაძე