ზურაბ ქადაგიძე: თუ ბრბო მოახერხებდა პრეზიდენტის სასახლის აღებას, სალომე ზურაბიშვილი ჩაატარებდა ბრიფინგს - „დღეიდან მე ვარ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი“

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - სალომე ზურაბიშვილი 4 ოქტომბრის დამხობის აქციაზე იყო კონკრეტული გეგმით მისული. იმ შემთხვევაში, თუ ბრბო მოახერხებდა პრეზიდენტის სასახლის აღებას - ზურაბიშვილი, რომელიც იქვე ახლოს ტრიალებდა, შევიდოდა სასახლეში და ჩაატარებდა ბრიფინგს, რომლის მოკლე შინაარსიც იქნებოდა შემდეგი - „დღეიდან მე ვარ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ეს გეგმა ქართველ აგენტებს უცხოეთიდან ჰქონდათ დავალებული, ხოლო მას შემდეგ, რაც სუსმა და შსს-მ აღკვეთეს სახელმწიფოს დამხობის გეგმა, ზურაბიშვილი შეეცადა, ანტიკონსტიტუციურ პროცესებს გამიჯვნოდა. ქადაგიძე დარწმუნებულია იმაშიც, რომ როგორც სალომე ზურაბიშვილი, ისე ყველა სხვა პირი, ვინც ხელისუფლების დამხობის მცდელობაში მონაწილეობდა, კანონის წინაშე პასუხს აგებს.
„ახლა რასაც დავწერ - კარგად წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - სალომე ზურაბიშვილი 4 ოქტომბრის დამხობის აქციაზე იყო კონკრეტული გეგმით მისული. იმ შემთხვევაში, თუ ბრბო მოახერხებდა პრეზიდენტის სასახლის აღებას - ზურაბიშვილი, რომელიც იქვე ახლოს ტრიალებდა, შევიდოდა სასახლეში და ჩაატარებდა ბრიფინგს, რომლის მოკლე შინაარსიც იქნებოდა შემდეგი - „დღეიდან მე ვარ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი“. ეს გეგმა პირდაპირ იყო უცხოეთიდან დავალებული ქართველ აგენტებზე. გამომდინარე იქიდან, რომ სუსმა და შს სამინისტრომ უნაკლოდ იმოქმედეს და აღკვეთეს სახელმწიფოს დამხობის გეგმა, სალომე ზურაბიშვილმა მომენტალურად შეცვალა პოზიცია და სცადა გამიჯვნოდა ანტიკონსტიტუციურ პროცესებს. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ ამ მხდალი ქალის განცხადება ვერ დაიცავს მას პასუხისმგებლობისგან. ზურაბიშვილიც და ყველა ის ადამიანი, რომელიც დამხობის ამსრულებელი იყო, კანონის წინაშე პასუხს მთელი სიმკაცრით აგებენ!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
1759746067
ახალი ამბებიკახა კალაძე: 2017 წელს 204 000 ადამიანის ხმა მივიღე, ახლა 215 000-ის, დასხედით ახლა, მათემატიკაში მოემზადეთ და კარგად გაიაზრეთ
„პოლიტიკური პარტიები საკუთარ შეცდომებზე არ საუბრობენ, მხოლოდ და მხოლოდ გადაბრალებაზე არიან გადასულნი. თურმე ხალხია დამნაშავე, რომ მათ მხარს არ უჭერენ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ადგილ...
1759745711
ახალი ამბებიპრეზიდენტი: მინდა გულწრფელად მივულოცო ანდრეი ბაბიშს და მოძრაობას „ანო“ ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება, რაც არა მხოლოდ ჩეხეთისთვის, არამედ მთლიანი ევროპისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია
მინდა გულწრფელად მივულოცო ანდრეი ბაბიშს და მოძრაობას „ანო“ ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე. მი...
1759744415
ახალი ამბებიკახა კალაძე აქციის დროს დაზიანებულ ინფრასტრუქტურაზე: ყველას გვერდით დავუდგებით და დავეხმარებით, მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ ჩვენი მხრიდან
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს გამართული აქციის დროს დედაქალაქში არსებული არაერთი ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის შედეგადაც საზოგადოებამ კარგად დაინახა, თუ როგორი ძალა დგას მეორე მხა...
1759743825
ახალი ამბებილევან მახაშვილი: 4 ოქტომბერს აქციაზე მისული ნებისმიერი პიროვნების სურვილი იყო ხელისუფლების დამხობა, შემდეგ გამიჯვნა დაიწყეს, რაც პასუხისმგებლობიდან გაქცევაა
მოსახლეობას ვეუბნებოდით, რომ 4 ოქტომბერი, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, მშვიდად, წყნარად ჩაივლიდა და ასეც მოხდა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განა...
1759741537
ახალი ამბებიკახა გოგოლაშვილი: ვინც ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა იყო „საშინლად დაბალი“, სამწუხაროდ, არასწორია და მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს - „ოცნებამ“ მომავალი 4 წლით „დაიკანონა“ მმართველობა 64 მუნიციპალიტეტში
„სამწუხაროდ, არასწორია და მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს განცხადებებს, თითქოს ბოიკოტმა იმუშავა და ოცნების არჩევნებზე ხალხი არ მივიდა. სინამდვილეში, არჩევნებზე არ მივიდა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი...