საარჩევნო ადმინისტრაციას ამერიკულმა კომპანიამ „Pro V&V” შესაბამისობის აუდიტის მესამე ფაზის შედეგები გადმოსცა

საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ “Pro V&V”-მ საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამისობის აუდიტის მესამე ფაზის შედეგები გადმოსცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
ცესკოს ცნობით, შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა უშუალოდ კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია აუდიტის ძირითადი მიგნებების შესახებ.
როგორც მან აღნიშნა, სამივე ფაზის აუდიტის შედეგები ცხადყოფს, რომ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები მუშაობს გამართულად და შესაბამისობაშია საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან და სტანდარტებთან.
„გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა ამერიკული კომპანია “Pro V&V”-ის შესაბამისობის განმახორციელებელ აუდიტორებთან, რომლის ფარგლებშიც გადმოგვეცა მესამე ფაზის ანგარიში ტექნოლოგიურ საშუალებებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ სამივე ფაზის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ტექნოლოგიური საშუალებები, ისევე როგორც შესაბამისი ბიზნეს პროცესები სრულ თანხვედრაშია ქართულ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან. ფაქტობრივად, ყველა კითხვაზე, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა, ამომწურავი პასუხია გაცემული. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მეორე თანამშრომლობა წარმატებით განხორციელდა ისეთ მნიშვნელოვან აუდიტორულ კომპანიასთან, რომელიც ამერიკულ ბაზარზე ორიდან ერთ-ერთს წარმოადგენს, რაც თავის მხრივ პასუხს სცემს ყველა იმ მანიპულაციასა და სპეკულაციას, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობდა“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
თავის მხრივ, Pro V & V - ის დირექტორმა ჯეკ კობიმ აუდიტის შედეგების წარდგენისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები გამართულად მუშაობს. „ამ დროისთვის აუდიტის სამივე ფაზა შევასრულეთ. პირველ ეტაპზე გადავამოწმეთ მონაცემთა ბაზა და გადავამოწმეთ სისტემაში ხომ არ იყვნენ დამატებითი ამომრჩევლები, ან ისეთი პირები, რომელთაც ერთზე მეტი პირადობის მოწმობა აქვთ. მეორე ეტაპზე კონფიგურაციის პროცესის მონიტორინგი განვახორციელეთ, თითოეულ მოწყობილობაზე, მათ შორის ვერიფიკაციის აპარატზე, ხმის მთვლელი აპარატსა და პლანშეტებზე. მეორე ეტაპი, რა თქმა უნდა, არჩევნებამდე განხორციელდა. მესამე ეტაპი კი იყო საველე სამუშაოები. გავედით 23 საუბნო საარჩევნო უბანზე და მოვახდინეთ პროცესის იდენტიფიკაცია. ამ იდენტიფიკაციის საფუძველზე უნდა დავრწმუნებულიყავით, რომ ელექტრონული ტექნოლოგიებს ჰქონდა სწორედ ის კონფიგურაცია, რაც ჩვენ წინა ორ ეტაპებზე დავაფიქსირეთ. დღეს კი ცესკოში გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ სამივე ფაზის აუდიტის შედეგები“.
აღსანიშნავია, რომ შესაბამისობის აუდიტი ითვალისწინებდა კვლევის განხორციელებას სამ ფაზად. შესაბამისობის აუდიტის პირველი ორი ფაზის შედეგები არჩევნებამდე გადმოეცა საარჩევნო ადმინისტრაციას. საწყისი კოდის რევიზიისა და კონფიგურაციის აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ:
⏺ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებისთვის საჭირო მოწყობილობების კონფიგურაციისთვის წარმატებით განახორციელა პროცედურები, რომლებიც ადრე ჩატარებული პილოტისა და ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული არჩევნების ფარგლებში გამოიყენებოდა;
⏺ ცესკომ წარმატებით დანერგა კონფიგურაციის პროცესის ხარისხის მონიტორინგის პროგრამა;
⏺ არჩევნების ჩასატარებლად საჭირო მოსამზადებელი პროცესები, პროცედურები და შემოწმებები იყო შესაფერისი და პერსონალი კარგად იყო მომზადებული;
⏺ ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის პირადი ნომერი არ არის დუბლირებული და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი;
⏺ ცესკოს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ სიებთან;
⏺ ვერიფიკაციის აპარატის საწყის კოდში განხორციელდა მცირე ცვლილება და განხორციელებული არცერთი ცვლილება არ არღვევს საარჩევნო კანონმდებლობას და არ ახდენს უარყოფით გავლენას საარჩევნო სისტემის მთლიანობაზე, საიმედოობაზე ან უსაფრთხოებაზე.
შესაბამისობის აუდიტის წარმატებით დასრულება წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს გამჭვირვალობას და უსაფრთხოებას. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი არის არა მხოლოდ ტექნიკური შემოწმება, არამედ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მკაფიო გამოხატულებაა იმის დასამტკიცებლად, რომ არჩევნები ტარდება ღიად და საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს პროფესიონალიზმისა და საზოგადოების ნდობის განმტკიცების პრინციპებით.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ამერიკული აუდიტორული კომპანია “Pro V&V” ერთ-ერთია იმ ორი კომპანიიდან, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გააჩნია შესაბამისი ავტორიზაცია. მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც აშშ-ში, ისე სხვა ქვეყნების საარჩევნო ორგანოებთან თანამშრომლობის მიმართულებით და თავად ახორციელებს ლიცენზიების გაცემას მწარმოებელი ვენდორი კომპანიებისთვის, რომლებიც ოპერირებენ ამერიკულ ბაზარზე.
1759746067
ახალი ამბებიკახა კალაძე: 2017 წელს 204 000 ადამიანის ხმა მივიღე, ახლა 215 000-ის, დასხედით ახლა, მათემატიკაში მოემზადეთ და კარგად გაიაზრეთ
„პოლიტიკური პარტიები საკუთარ შეცდომებზე არ საუბრობენ, მხოლოდ და მხოლოდ გადაბრალებაზე არიან გადასულნი. თურმე ხალხია დამნაშავე, რომ მათ მხარს არ უჭერენ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ადგილ...
1759745711
ახალი ამბებიპრეზიდენტი: მინდა გულწრფელად მივულოცო ანდრეი ბაბიშს და მოძრაობას „ანო“ ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება, რაც არა მხოლოდ ჩეხეთისთვის, არამედ მთლიანი ევროპისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია
მინდა გულწრფელად მივულოცო ანდრეი ბაბიშს და მოძრაობას „ანო“ ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე. მი...
1759744415
ახალი ამბებიკახა კალაძე აქციის დროს დაზიანებულ ინფრასტრუქტურაზე: ყველას გვერდით დავუდგებით და დავეხმარებით, მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ ჩვენი მხრიდან
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს გამართული აქციის დროს დედაქალაქში არსებული არაერთი ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის შედეგადაც საზოგადოებამ კარგად დაინახა, თუ როგორი ძალა დგას მეორე მხა...
1759743825
ახალი ამბებილევან მახაშვილი: 4 ოქტომბერს აქციაზე მისული ნებისმიერი პიროვნების სურვილი იყო ხელისუფლების დამხობა, შემდეგ გამიჯვნა დაიწყეს, რაც პასუხისმგებლობიდან გაქცევაა
მოსახლეობას ვეუბნებოდით, რომ 4 ოქტომბერი, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, მშვიდად, წყნარად ჩაივლიდა და ასეც მოხდა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განა...
1759741537
ახალი ამბებიკახა გოგოლაშვილი: ვინც ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა იყო „საშინლად დაბალი“, სამწუხაროდ, არასწორია და მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს - „ოცნებამ“ მომავალი 4 წლით „დაიკანონა“ მმართველობა 64 მუნიციპალიტეტში
„სამწუხაროდ, არასწორია და მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს განცხადებებს, თითქოს ბოიკოტმა იმუშავა და ოცნების არჩევნებზე ხალხი არ მივიდა. სინამდვილეში, არჩევნებზე არ მივიდა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი...