ლადო სადღობელაშვილი გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე: გვთავაზობენ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მეზობელ სახელმწიფოებსა და უცხოურ კომპანიებს გადავცეთ, ეს არ არის „მშვიდობის ეკონომიკა“, ეს არის საკუთარი ქვეყნის ინტერესების საზიანო ნაბიჯი

„ანაკლიის პორტის ირგვლივ მიმდინარე „მოვლენები“ საკმაოდ საგანგაშო ფაზაში შედის. აგენტურის ნაწილის მიერ შემოთავაზებული „ახალი ხედვები“ სერიოზულ კითხვებს აჩენს იმის შესახებ, თუ ვის ინტერესებს ემსახურებიან ისინი სინამდვილეში“, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

სადღობელაშვილი „ლელოს“ წევრის გრიგოლ გეგელიას განცხადებას პასუხობს, რომელმაც აღნიშნა, რომ მათი პარტიის წინადადებაა, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“ და ანაკლიის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ოპერატორს.

ანალიტიკოსის თქმით, საზოგადოებამ ნათლად უნდა დაინახოს და შეაფასოს ეს ანტიქართული და მანქურთული ხედვა: ვინ აშენებს დამოუკიდებელ, ძლიერ ქართულ პორტს და ვინ ცდილობს მის გასხვისებასა და სხვისი გავლენების ქვეშ მოქცევას.

„გრიგოლ გეგელიას ბოლო განცხადება პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ქართული სტრატეგიული აქტივების დაცვის ნაცვლად, დღის წესრიგში ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კარიბჭის სხვებისთვის განაწილება დგება. (წარმოგიდგენიათ იგივე რომ განაცხადოს აზერბაიჯანელმა ოპოზიციონერმა ნავთობის ჭაბურღულზე?)
პორტის განვითარების ორი სრულიად რადიკალური ვერსია იკვეთება, სადაც ნათლად ჩანს, ვინ ზრუნავს ქვეყნის სუვერენიტეტზე და ვინ ცდილობს მის დასუსტებას: ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ანაკლიის ნავსადგური შენდება „ლენდლორდის“ (Landlord) მოდელით. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო რჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის ერთპიროვნულ მესაკუთრედ. პორტი არის და იქნება ქართული, ხოლო საერთაშორისო კომპანიები მხოლოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში ჩაერთვებიან, რაც მფლობელობასთან არანაირ კავშირში არ არის. ეს ეროვნული მიდგომაა…

ხაზარაძეს გოშიების ალტერნატივა შემდეგია: ანაკლიის პორტი გახდეს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტი, სადაც შეიქმნება „კავკასიური კონსორციუმი“, ხოლო მართვა სრულად გადაეცემა უცხოურ ოპერატორს. ჩვენი საკუთრება რატომღაც უნდა გადავცეთ სხვა ქვეყანას?!

ეს მიდგომა საეჭვოდ ემთხვევა ამ პოლიტიკური ჯგუფის ძველ ხელწერას. მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური თანაგუნდელებისგან სხვა რას უნდა ველოდოთ? ეს სწორედ ის ძალაა, რომლის წარსულ საქმიანობასა და მემკვიდრეობას უკავშირდება ქართული სიმბოლოსა და უნიკალური ეროვნული სიმდიდრის , მინერალური წყალი „ბორჯომის“ სხვა ქვეყნის ხელში აღმოჩენა.

დღეს კი, იგივე ჯგუფის წარმომადგენლები გვთავაზობენ, რომ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მეზობელ სახელმწიფოებსა და უცხოურ კომპანიებს გადავცეთ.

რატომ უნდა ვუწილადოთ სხვა ქვეყნებს პროექტი, რომელიც მხოლოდ საქართველოს სუვერენულ ინტერესებს, ჩვენს ეკონომიკურ გაძლიერებას და ქართველი ხალხის კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს?

ეს არ არის „მშვიდობის ეკონომიკა“. ეს არის საკუთარი სტრატეგიული უპირატესობის ნებაყოფლობითი დათმობა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საზიანო ნაბიჯი. საზოგადოებამ ნათლად უნდა დაინახოს და შეაფასოს ეს ანტიქართული და მანქურთული ხედვა: ვინ აშენებს დამოუკიდებელ, ძლიერ ქართულ პორტს და ვინ ცდილობს მის გასხვისებასა და სხვისი გავლენების ქვეშ მოქცევას!“- წერს სადღობელაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783421693

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაზე: უნდა გაივლოს წითელი ხაზი, რომ აღარასდროს გაბედოს არავინ და მათ შორის ევროკავშირის არცერთმა ინსტიტუციამ, რომ თავს დაესხას საქართველოს ეკლესიას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სერბეთში, ქართველ ჟურნალ...

შალვა პაპუაშვილი

1783421286

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: ვინმე თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, რომ საქართველო ზეწოლით ნაბიჯებს არ გადადგამს, მისი პრობლემაა, ვიდრე ხელისუფლებაში ჩვენ ვართ, საქართველო არავის ჭკუაზე გაივლის

ჯო უილსონი მომართულია იმისკენ, რომ რეზოლუციის პროექტები ყალბ ნარატივებზე დააფუძნოს. უილსონზე მეტ კომენტარს არასოდეს გავაკეთებ, რადგან არასერიოზული ადამიანია, მან საქართველოს ბევრი ცუდი გაუკეთა. ყველამ...

თენგიზ შარმანაშვილმა.

1783419964

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: რამდენიმე კვირის წინ გვქონდა კომუნიკაცია უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელმაც ეს იდეა გაგვაცნო და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად მივესალმებით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში იმყოფება, სადაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ (სადამფუძნებლო) კონფერენცი...

შალვა პაპუაშვილი

1783418592

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: უილსონის ინფორმაციაზე დაფუძნებული რეზოლუციის მიღებით ვერაფერს დაგვაკლებენ, მათთვისაა კონტრპროდუქტიული, დროა, გონს მოეგონ

„უილსონის ინფორმაციაზე დაფუძნებული რეზოლუციის მიღებით ვერაფერს დაგვაკლებენ, მათთვისაა კონტრპროდუქტიული“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გან...

ლევან მაჭავარიანი

1783417027

ახალი ამბები

ლარის სიმბოლო 12 წლისაა!

ლარის სიმბოლო 12 წლისაა! საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ზუსტად 12 წლის წინ, 2014 წლის 7 ივლისს, ეროვნული ბანკის საბჭომ ქართული ფულის, ლარის სიმბოლო - ₾ დაამტკიცა. ლარის სიმბოლო ქართულ ანბანს...

ლარის სიმბოლო 12 წლისაა!