შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირმა გაფართოება უნდა აღიქვას, როგორც განახლებისა და გლობალური ლიდერობის დაბრუნების ისტორიული შესაძლებლობა და არა როგორც ტვირთი ან ქველმოქმედების აქტი, როგორც ამას ზოგიერთი წარმოაჩენენ
ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ შთაბეჭდილება, თითქოს, კანდიდატი ქვეყნები ერთმანეთის კონკურენტები არიან და არა პარტნიორები. ასეთი ფრაგმენტაცია მხოლოდ გვასუსტებს,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ (სადამფუძნებლო) კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრების საპარლამენტო დიალოგი უნდა იყოს პრაქტიკული თანამშრომლობის, ერთობლივი ინიციატივებისა და ევროკავშირისადმი საერთო გზავნილის ჩამოყალიბების პლატფორმა.
„როდესაც პრობლემებს ცალ-ცალკე ვუმკლავდებით, ჩვენი ხმა უფრო სუსტია, ჩვენი გავლენა მცირდება, ხოლო გაფართოების პროცესის გაჭიანურება, პოლიტიზება ან განუსაზღვრელი ვადით გაგრძელება უფრო იოლდება. თვიდან უნდა ავიცილოთ, რომ კანდიდატი ქვეყნების საპარლამენტო ფორმატი ქვეყნების რანჟირების, დამრიგებლობის ან ორმხრივი დავების განხილვის სივრცედ იქცეს. ეს უნდა იყოს პრაქტიკული თანამშრომლობის, ერთობლივი ინიციატივებისა და ევროკავშირისადმი საერთო გზავნილის ჩამოყალიბების პლატფორმა. ერთობლივ დეკლარაციაში, რომლის მიღებასაც დღეს ვაპირებთ, მკაფიოდაა აღნიშნული, რომ ჩვენ აქ შევიკრიბეთ ერთიანობისთვის და არა დაყოფისთვის - საქართველოს პარლამენტი სრულად იზიარებს ამ გზავნილს.
დაბოლოს, ევროკავშირის ამჟამად შესუსტებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების გაძლიერების საუკეთესო გზა სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ რეგიონებში - ბალკანეთსა და შავი ზღვის რეგიონში - გაფართოებაში მდგომარეობს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირმა გაფართოება უნდა აღიქვას, როგორც განახლებისა და გლობალური ლიდერობის დაბრუნების ისტორიული შესაძლებლობა და არა როგორც ტვირთი ან ქველმოქმედების აქტი, როგორც ამას ზოგიერთი წარმოაჩენენ.
როგორც საქართველოს ეროვნული დევიზი გვასწავლის, „ძალა ერთობაშია.“ ამიტომ, დაე, გამოვიყენოთ ეს შეხვედრა იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული მომავალი ერთად ჩამოვაყალიბოთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
1783426424
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი გეგელიას განცხადებაზე: ასე აზროვნებს „აგენტურული“, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული წარმომადგენელი - არანაირი სუვერენიტეტი, არანაირი საკუთარი დღის წესრიგი, მხოლოდ გარე მითითებებით მოქმედება
„ასე აზროვნებს „აგენტურული“, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული წარმომადგენელი. არანაირი სუვერენიტეტი, არანაირი დამოუკიდებლობა, არანაირი საკუთარი დღის წესრიგი. მხოლოდ გარე მითითებებით მოქმედე...
1783423631
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე: გვთავაზობენ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მეზობელ სახელმწიფოებსა და უცხოურ კომპანიებს გადავცეთ, ეს არ არის „მშვიდობის ეკონომიკა“, ეს არის საკუთარი ქვეყნის ინტერესების საზიანო ნაბიჯი
„ანაკლიის პორტის ირგვლივ მიმდინარე „მოვლენები“ საკმაოდ საგანგაშო ფაზაში შედის. აგენტურის ნაწილის მიერ შემოთავაზებული „ახალი ხედვები“ სერიოზულ კითხვებს აჩენს იმის შესახებ, თუ ვის ინტერესებს ემსახურებია...
1783422238
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მგონი, „ნაცმოძრაობა“ დაასწრებს საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს და საკუთარ თავს თვითონვე გააუქმებს
მგონი, „ნაციონალური მოძრაობა“ დაასწრებს საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს და საკუთარ თავს თვითონვე გააუქმებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სერბეთში ჟურნალი...
1783421693
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაზე: უნდა გაივლოს წითელი ხაზი, რომ აღარასდროს გაბედოს არავინ და მათ შორის ევროკავშირის არცერთმა ინსტიტუციამ, რომ თავს დაესხას საქართველოს ეკლესიას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სერბეთში, ქართველ ჟურნალ...
1783421286
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: ვინმე თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, რომ საქართველო ზეწოლით ნაბიჯებს არ გადადგამს, მისი პრობლემაა, ვიდრე ხელისუფლებაში ჩვენ ვართ, საქართველო არავის ჭკუაზე გაივლის
ჯო უილსონი მომართულია იმისკენ, რომ რეზოლუციის პროექტები ყალბ ნარატივებზე დააფუძნოს. უილსონზე მეტ კომენტარს არასოდეს გავაკეთებ, რადგან არასერიოზული ადამიანია, მან საქართველოს ბევრი ცუდი გაუკეთა. ყველამ...






























