ზურაბ ქადაგიძე: ბრიუსელი უკვე მიხვდა, რომ შუა დერეფანი სჭირდება რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, შუა დერეფანი კი წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველო-უკრაინის ურთიერთობას. ასევე, ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზეც, შუა დერეფნის კონტექსტში.
ქადაგიძემ განაცხადა, რომ უკრაინასთან ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა საქართველოს თანასწორუფლებიან პარტნიორად აღიქვამს.
„თუ გვინდა ურთიერთობის ისევ დაწყება უკრაინასთან, გავათანაბროთ უფლებები, პატივი ვცეთ ერთმანეთს და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ“, - განაცხადა ქადაგიძემ.
დეპუტატმა თქვა ისიც, რომ ბრიუსელი ცდილობს სომხეთის ცენტრად წარმოჩენას, თუმცა, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, შუა დერეფნის ფუნქციონირება საქართველოს გარეშეა წარმოუდგენელი, მაშინ, როცა სომხეთს შავ ზღვაზე გასასვლელიც კი არ აქვს.
„არ დაგვავიწყდეს, რომ უკრაინას ბიძინა ივანიშვილი ჰყავს დასანქცირებული. არსებობს გარკვეული წითელი ხაზები, რაც არ უნდა გაიკვეთოს. მე დარწმუნებული ვარ, როცა პირველი კონტაქტი შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ზელენსკის შორის ერევანში, ნახსენები იქნებოდა ამგვარი წითელი ხაზები. ამის გარეშე საუბარი უკვე უთანასწოროა უკრაინის მხრიდან - „მე შენი დიდი ძმა ვარ, როცა მინდა, დაგასანქცირებ, როცა მინდა, ომში წასვლას გთხოვ და გეტყვი, რომ წახვიდე აფხაზეთში და ტანკები დაქოქო. ხოლო, როცა პოლიტიკური კონიუნქტურა მოითხოვს, სურათს გადავიღებ, ხელს ჩამოგართმევ“, - ასე არ გამოვა. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი საგარეო პოლიტიკა ისევ სწორი მიმართულებით წავა. თუ გვინდა ურთიერთობის ისევ დაწყება უკრაინასთან, გავათანაბროთ უფლებები, პატივი ვცეთ ერთმანეთს და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ.
რაც შეეხება ბრიუსელს, ეტყობა, კავკასიაში გავლენებს რომ კარგავს. აქედან გამომდინარე, ვიხილეთ სომხეთში გააქტიურება და მასზე საუბარი შუა დერეფნის კონტექსტში. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რუკას შევხედოთ - საქართველოს გარეშე შუა დერეფნის ფუნქციონირება ფიზიკურად წარმოუდგენელია. სომხეთს შავ ზღვაზეც კი არ აქვს გასასვლელი. რას ემსახურებოდა სომხეთის ცენტრად წარმოჩენა?! ბრიუსელს ადრე თუ გვიან მოუწევს საქართველოს როლის აღიარება. ჩვენ კარგად ვიცით, დღევანდელი ევროკავშირის ელჩი და გერმანიის ელჩი ტანდემში რომ მოქმედებენ და მსგავს განცხადებებს აკეთებენ. შეწყვიტეს ომის რიტორიკაზე საუბარი, მაგრამ ახლა ადამიანის უფლებებზე გადაერთვნენ - საუბრობდნენ „კამიტზე“ და ბოლოს მივლენ დასკვნამდე, რომ უნდა შეწყვიტონ მსგავს ტონში საქართველოსთან საუბარი. ბრიუსელი უკვე მიხვდა, რომ შუა დერეფანი სჭირდება რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. შუა დერეფანი კი წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
1778313718
ახალი ამბებიპრემიერი: ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის, 10 კაცშიც ვერ ახერხებენ ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის, 10 კაცშიც ვერ ახერხებენ ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვეტერა...
1778313109
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ ნიშნავს მედიის თავისუფლების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას
ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები არის მედიის თავისუფლება, რასაც პირდაპირ უპირისპირდება როგორც ევროპული ბიუროკრატია, ისე საქართველოში მოქმედი აგენტურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლ...
1778313032
ახალი ამბებიპრემიერი: იყო გარედან დაფინანსებული კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა, რომელიც აღკვეთეს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა
იყო გარედან დაფინანსებული კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა, რომელიც აღკვეთეს სწორედ ამ ადამიანებმა, ძალოვანი სტრუქტურების, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა, - ამის შე...
1778312959
ახალი ამბებიპრემიერი: სიმბოლურია 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნა, 9 მაისი იყო ერთგვარი ათვლის წერტილი ახალი ეპოქისა ევროპის ისტორიაში
სიმბოლურია 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორედ 9 მაისი იყო ერთგვარი ათვლის წერტილი ახა...
1778312754
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ ვიმოქმედეთ მაღალი პასუხისმგებლობით, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა და ეს ხელწერა ბოლომდე უნდა დავიცვათ, ამისათვის მნიშვნელოვანია ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება და სწორედ ეს აჩვენა სახელმწიფომ
ჩვენთვის ერთგვარი ტვირთი იყო ის, რომ მართალია, იყო ძალადობრივი აქტები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა არავინ იყო დაკავებული, მნიშვნელოვანია ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგ...































