პრემიერი: იყო გარედან დაფინანსებული კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა, რომელიც აღკვეთეს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა
იყო გარედან დაფინანსებული კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა, რომელიც აღკვეთეს სწორედ ამ ადამიანებმა, ძალოვანი სტრუქტურების, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ სწორედ მათზე დგას სახელმწიფოს სიმტკიცე.
„ამ დროის განმავლობაში რთული პროცესები გამოვიარეთ, რაც მთავარია, სამართალი აღსრულდა, ეს არის მთავარი. მე მინდა, ხაზგასმით მადლობა გადავუხადო შსს-ს თითოეულ პოლიციელს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს იმისათვის, რომ მათ აღკვეთეს ხელისუფლების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა, გასული 4 წლის განმავლობაში. რომ არა მათი მაღალი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მიმართ, სამშობლოს მიმართ, სამშობლოსადმი ერთგულება, ეს შედეგი არ დადგებოდა. იყო გარედან დაფინანსებული კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა, რომელიც აღკვეთეს სწორედ ამ ადამიანებმა, ძალოვანი სტრუქტურების, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა. კიდევ ერთხელ მადლობა შსს-ს, მადლობა სუს-ს, სდსს-ს, თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ სამართალდამცველს, სწორედ მათზე დგას სახელმწიფოს სიმტკიცე, რაც მათ დაადასტურეს გასული 4 წლის განმავლობაში“,- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა სამართალდარღვევასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
„ყველა სამართალდარღვევასთან დაკავშირებით გამოძიება არის დაწყებული და გრძელდება. კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელი გახდა ბრალის გამოკვეთა, სხვა შემთხვევაში თუ გახდება შესაძლებელი ბრალის გამოკვეთა, რა თქმა უნდა, იქაც სახელმწიფო იმოქმედებს მაქსიმალური პასუხისმგებლობით. იცით, რომ სხვადასხვა მიმართულებით არის სისხლის სამართლის საქმეები აღძრული, მთავარია, რომ მოხერხდეს დამნაშავეთა გამოკვეთა, დაელოდეთ მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.
1778313718
ახალი ამბებიპრემიერი: ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის, 10 კაცშიც ვერ ახერხებენ ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის, 10 კაცშიც ვერ ახერხებენ ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვეტერა...
1778313642
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: ბრიუსელი უკვე მიხვდა, რომ შუა დერეფანი სჭირდება რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, შუა დერეფანი კი წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველო-უკრაინის ურთიერთობას. ასევე, ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზეც, შუა დერეფნის კონტექსტში. ქადაგიძემ გან...
1778313109
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ ნიშნავს მედიის თავისუფლების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას
ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები არის მედიის თავისუფლება, რასაც პირდაპირ უპირისპირდება როგორც ევროპული ბიუროკრატია, ისე საქართველოში მოქმედი აგენტურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლ...
1778312959
ახალი ამბებიპრემიერი: სიმბოლურია 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნა, 9 მაისი იყო ერთგვარი ათვლის წერტილი ახალი ეპოქისა ევროპის ისტორიაში
სიმბოლურია 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორედ 9 მაისი იყო ერთგვარი ათვლის წერტილი ახა...
1778312754
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ ვიმოქმედეთ მაღალი პასუხისმგებლობით, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა და ეს ხელწერა ბოლომდე უნდა დავიცვათ, ამისათვის მნიშვნელოვანია ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება და სწორედ ეს აჩვენა სახელმწიფომ
ჩვენთვის ერთგვარი ტვირთი იყო ის, რომ მართალია, იყო ძალადობრივი აქტები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა არავინ იყო დაკავებული, მნიშვნელოვანია ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგ...































