ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ ნიშნავს მედიის თავისუფლების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას
ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები არის მედიის თავისუფლება, რასაც პირდაპირ უპირისპირდება როგორც ევროპული ბიუროკრატია, ისე საქართველოში მოქმედი აგენტურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ქეთი დევდარიანის განცხადებას ეხებოდა ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით.
„ეს ადამიანი არის ერთ-ერთი სახე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“. მათთვის მისაღები იყო, რაც მოხდა თავის დროზე, 2007 წელს იმედის წინააღმდეგ. შესაბამისად, მათთვის მიუღებელია ის, რომ თავის დროზე ხელისუფლების შეცვლის და დემოკრატიული გარდატეხის შემდეგ ტელეკომპანია დაუბრუნა კანონიერ მფლობელს. მათ ერჩივნათ, საკუთარ მფლობელობაში ჰქონოდათ უკანონოდ როგორც ტელეკომპანია „იმედი“, ასევე სხვა ტელეკომპანიები. ზოგადად, ეს არის მათი სახე, მედიის თავისუფლების სრული უგულებელყოფა. მათთვის საერთოდ არავითარი ღირებულება არ არის მედიის თავისუფლება, საკუთრების უფლება, მაღალი მატერიები ამ ადამიანებისთვის არის სრულიად უცხო. დღეს ვსაუბრობთ ჩვენ ევროპულ ღირებულებებზე. ტრადიციული ევროპული ღირებულებები არის მათთვის სრულიად უცხო. დღეს რომ ეს ადამიანები საუბრობენ ევროპაზე, ეს თავისთავად მეტყველებს ყველაფერთან დაკავშირებით. ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები არის მედიის თავისუფლება, რასაც პირდაპირ უპირისპირდება როგორც ევროპული ბიუროკრატია, ისე საქართველოში მოქმედი აგენტურა და ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც განასახიერებს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არის სწორედ თქვენს მიერ დასახელებული ადამიანი. არავითარი ფასი არ აქვს ამ ადამიანის განცხადებებს, გარდა ერთისა, ეს განცხადება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ჩვენ „ნაცმოძრაობის“ სახეს. „ნაცმოძრაობა“ ნიშნავს მედიის თავისუფლების ფეხქვეშ გათელვას, დემოკრატიული ღირებულებების ფეხქვეშ გათელვას, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას და ამაზე ისინი საუბრობენ ძალიან თამამად იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი სახე გამოაჩინონ და აკეთებენ მხოლოდ და მხოლოდ ამას“, - განაცხადა პრემიერმა.
1778313718
ახალი ამბებიპრემიერი: ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის, 10 კაცშიც ვერ ახერხებენ ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის, 10 კაცშიც ვერ ახერხებენ ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვეტერა...
1778313642
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: ბრიუსელი უკვე მიხვდა, რომ შუა დერეფანი სჭირდება რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, შუა დერეფანი კი წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველო-უკრაინის ურთიერთობას. ასევე, ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზეც, შუა დერეფნის კონტექსტში. ქადაგიძემ გან...
1778313032
ახალი ამბებიპრემიერი: იყო გარედან დაფინანსებული კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა, რომელიც აღკვეთეს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა
იყო გარედან დაფინანსებული კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა, რომელიც აღკვეთეს სწორედ ამ ადამიანებმა, ძალოვანი სტრუქტურების, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა, - ამის შე...
1778312959
ახალი ამბებიპრემიერი: სიმბოლურია 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნა, 9 მაისი იყო ერთგვარი ათვლის წერტილი ახალი ეპოქისა ევროპის ისტორიაში
სიმბოლურია 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორედ 9 მაისი იყო ერთგვარი ათვლის წერტილი ახა...
1778312754
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ ვიმოქმედეთ მაღალი პასუხისმგებლობით, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა და ეს ხელწერა ბოლომდე უნდა დავიცვათ, ამისათვის მნიშვნელოვანია ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება და სწორედ ეს აჩვენა სახელმწიფომ
ჩვენთვის ერთგვარი ტვირთი იყო ის, რომ მართალია, იყო ძალადობრივი აქტები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა არავინ იყო დაკავებული, მნიშვნელოვანია ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგ...































