შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიაზე: როცა საუბრობენ „ფარაზე“, რომელიც მოქმედებს ამერიკაში, ვერ ბედავენ, თქვან, რომ ამერიკაში რომ მოქმედებს, კანონის უზენაესობას ეწინააღმდეგებაო - ამბობენ, საქართველოში რომ მოქმედებს, იმაზე ვამბობთო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან შეაფასა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ გააუქმოს ამერიკული FARA-ს ანალოგი კანონი, რადგან მათი შეფასებით, ამ კანონის მოქმედება კანონის უზენაესობას საფრთხეს უქმნის.
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ვენეციის კომისია იქცა არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური დასკვნების შემდგენელად.
„დიდი ხანია, უკვე ვსაუბრობთ, რომ, სამწუხაროდ, ვენეციის კომისიამ უკვე რამდენიმე წელია, აბსოლუტურად შეცვალა საკუთარი პრაქტიკა. მანამდე ვენეციის კომისიას ჰქონდა მკაფიოდ სამართლებრივი დასკვნები და უკვე რამდენიმე წელია, ვხედავთ, რომ ეს არის პოლიტიკური დასკვნები და პოლიტიკური ანგარიში.
ეს ანგარიში არის ყველაზე კარგი მაგალითი, რომ ვენეციის კომისია იქცა არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური დასკვნების შემდგენლად. მაგალითად, როცა საუბრობენ „ფარაზე“, რომელიც მოქმედებს ამერიკაში, იმასაც ვერ ბედავენ, თქვან, რომ ამერიკაში რომ მოქმედებს, კანონის უზენაესობას ეწინააღმდეგებაო, ამერიკას ვერ უბედავს ვენეცია [ვენეციის კომისია]. ამბობენ, იქ კი არის, მაგრამ საქართველოში რომ მოქმედებს, იმაზე ვამბობთო. იმდენი სითამამე მაინც ეყოთ, რომ თქვან, რომ ამერიკაში რაც მოქმედებს, ის ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობას. ნებისმიერი იურისტისთვის ცალსახაა, რომ ეს არის პოლიტიკური დასკვნა და არანაირი კავშირი აღარ აქვს იმ ძირეულ ამოცანასთან, რომელიც ვენეციის კომისიას ჰქონდა სამართლებრივ დასკვნებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება [არასამთავრობო ორგანიზაციების] სტიგმატიზებას, რაში მდგომარეობს სტიგმატიზება? თუ ამერიკაში არ სტიგმატიზდება, როგორ შეიძლება, ის სტიგმატიზდეს საქართველოში. რამე სხვადასხვა ჯიშის ხალხი ვართ ამერიკაში და საქართველოში, თუ რა ხდება? ეს დასკვნა აბსოლუტურად აბსურდია, რომ ის, რაც ამერიკაში მისაღებია, ქართველებისთვის არ არის მისაღები. თუ ვენეციის კომისიას უნდა, ასე სეგრეგაციულად შემოგვხედოს, ეს კიდევ ცალკე საკითხია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
1760615962
ახალი ამბებიკახა კალაძე საქართველოში საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოში საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს ოლივიე კურტოს შეხვდა. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა საფრანგეთის ელჩს სტუმრობისთვის და წარმატებები უსურვა დიპლომატიური მისიის...
1760614491
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი პატრიარქს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, შვილებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა. უწმინდესმა მთავრობის მეთაური და მისი შვილები დალოცა. პრემიერ-მ...
1760613035
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვენეციის კომისია არა სამართლებრივ ჭრილში, არამედ პოლიტიკურ ჭრილში აკეთებს თავის დასკვნებს
ლევან მაჭავარიანის შეფასებით, ვენეციის კომისიის ანგარიში კარგი მაგალითია იმისა, რომ კომისია იქცა პოლიტიკურ და არა სამართლებრივი დასკვნების შემდგენლად. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარი...
1760611296
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ხუთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისფაქტთან და...
1760610405
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ვინც კანონს დაარღვევს, მას შესაბამისი სანქცია უნდა დაეკისროს და ეს სანქცია ისეთი უნდა იყოს, რომ ჰქონდეს პრევენციული ფუნქცია, ანუ ადამიანს არ უღირდეს მისი დარღვევა
„ვინც კანონს დაარღვევს, მას შესაბამისი სანქცია უნდა დაეკისროს და ეს სანქცია ისეთი უნდა იყოს, რომ ჰქონდეს პრევენციული ფუნქცია, ანუ ადამიანს არ უღირდეს მისი დარღვევა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარ...