შოთა ბერეკაშვილი: ვისაც ბიზნესის პრაქტიკა სწორად ესმის, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია საოპერაციო ხარჯების ეფექტურობის გაზრდა, ანუ იმ ხარჯების შემცირება, რაც მისცემს საშუალებას, რომ ფასის კორექცია მოახდინოს კლებისკენ

არის პროდუქტები სადისტრიბუციო სფეროში, რომლებიც ხასიათდება მაღალი ელასტიურობით, მნიშვნელოვანი შემცირება კლებისკენ იწვევს რაოდენობის მნიშვნელოვან გაზრდას. ამიტომ ვისაც ბიზნესის პრაქტიკა სწორად ესმის მათთვის უფრო მნიშვნელოვანია საოპერაციო ხარჯების ეფექტურობის გაზრდა, ანუ იმ ხარჯების შემცირება, რაც მისცემს საშუალებას, რომ ფასის კორექცია მოახდინოს კლებისკენ, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის გაყიდვებს და გააუმჯობესებს ბიზნეს ეფექტურობას, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.

შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, კომისიის მიზანია მოხდეს შესაბამისი ეფექტური ინსტიტუციური ჩარჩოს შემუშავება, რათა ბაზარზე იყოს ჯანსაღი კონკურენცია.

„აქვე მნიშვნელოვანია ბიზნეს კონკურენცია იყოს ჯანსაღი, რადგან ჯანსაღი ბიზნეს კონკურენცია გამოიწვევს ამას. თუ კონკურენცია არ გვექნება და ჩაკეტილი სისტემა იქნება ამ შემთხვევაში, უფრო ცდუნება იქნება მონოპოლისტური აზროვნების, მაგრამ ჩვენი მიზანიც ის არის, რომ ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო შევიმუშაოთ, რომ ჯანსაღი კონკურენცია გვქონდეს და ბიზნესებმა იმოქმედონ ჯანსაღად, სწორედ ეს არის გამოწვევა და კომისიის მიზანი. მე მჯერა, რომ თუ ინსტიტუციურ ჩარჩოს სწორად შევიმუშავებთ და კონკურენციას გავაჯანსაღებთ ეს გამოიწვევს ზუსტად იმ ეფექტს, რაც მე ვთქვი და არა პირიქით, რომ ერთეულებმა ისარგებლონ“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772016779

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე ელჩებზე: პირდაპირ მოგვიწოდებენ, რომ ჩამოვშალოთ ეკონომიკა, ამავდროულად ხელი შევუწყოთ ომის ესკალაციას ჩვენს ქვეყანაში - რასაც არ გავაკეთებთ

„ვურჩევთ პირველ რიგში, რომ საკუთარ ქვეყნებს მიხედონ და თავი დაანებონ დამოუკიდებელ ქვეყანას - საქართველოს“, - ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ელჩების ი...

არჩილ გორდულაძე

1772015409

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში დასავლეთის ზოგი ჩინოვნიკი, დიპლომატი და მთავრობა მოუწოდებდა საქართველოს ეკონომიკური თვითმკვლელობისკენ, რათა მას რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციები დაეწესებინა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სამმხრივ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. ქართველმა დეპუტატმა დასავლეთთან...

ნიკოლოზ სამხარაძე

1772013819

ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებთან ერთად კოჯორი-ტაბახმელასთან ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკანონმდებლო და აღმა...

საქართველოს პარლამენტი

1772012443

ახალი ამბები

ირაკლი ხელაძე: ბრიტანეთის მხრიდან „იმედისა“ და „PosTV“-ის დასანქცირება პირდაპირი შეტევაა ქვეყანაში თავისუფალ მედიაზე, რაც პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლოა - არაფრისმომცემი რეზოლუციებისა და სანქციების მიუხედავად, ბრძოლა გრძელდება

დიდი ბრიტანეთის მხრიდან ტელეკომპანია „იმედისა“ და „PosTV“-ის დასანქცირება პირდაპირი შეტევაა ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ მედიაზე, პოლიტიკურად მოტივირებული, ტენდენციური, არასამართლიანი გადაწყვეტილებაა,- წ...

ირაკლი ხელაძე

1772012333

ახალი ამბები

გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1985 წელს დაბადებული რ.ჩ. დააკავეს. გ...

გენერალური