სულხან თამაზაშვილი: ფონიჭალაში აფეთქების ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, სამაშველო სამუშაოები აქტიურად გრძელდება
შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე, მობილიზებულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, ასევე მუნიციპალური სამსახურები და აქტიურ რეჟიმში გრძელდება სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები.
შინაგან საქმეთა მინისტრი ფონიჭალაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებისა და საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლების მუშაობას ადგილზე პირადად ეცნობა.
„ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი, კომპეტენციის ფარგლებში, ასევე მუნიციპალური სამსახურები.
პროაქტიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები. ოთხი პირი გამოყვანილია ნანგრევებიდან და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებებში. მათგან ერთის მდგომარეობა, სამწუხაროდ, მძიმეა. სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი ყველა პირი კონტაქტური იყო და ამ დრომდე კონტაქტურები არიან.
ასევე, სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს შვიდი პირის ადგილსამყოფლის დადგენა, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია. შემთხვევის ადგილიდან ევაკუირებულია მოსახლეობა და ვაგრძელებთ აქტიურად სამაშველო ღონისძიებებს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
როგორც სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია, რომელსაც ყურის მიდამოში აქვს დაზიანება, თუმცა ის კონტაქტურია.
სულხან თამაზაშვილის თქმით, არსებობს კორპუსის ნგრევის რეალური საფრთხე. დაახლოებით ნახევარი საათის წინ კორპუსის საყრდენი კედელი გადმოიხარა, რის გამოც შენობის წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებები შეჩერდა, თუმცა უკანა პერიმეტრზე შესაბამისი სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
რაც შეეხება აფეთქების გამომწვევ მიზეზს, შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, აფეთქების მიზეზი და უშუალო კერა იდენტიფიცირებულია.
„მიზეზი გამათბობელია. მოქალაქე, რომელიც მე-5 სართულზე ცხოვრობდა, ცდილობდა გამათბობლის ჩართვას ღამით. ის კონტაქტურია და თავად გვიყვება ამბავს, რომ ღამე ჩართო, შემდეგ გამორთო, დილით კვლავ სცადა ჩართვა და მოხდა აფეთქება“, – განუცხადა მედიას სულხან თამაზაშვილმა.
1795069751
ახალი ამბებიფონიჭალაში აფეთქება მოხდა - დაშავდა 3 ადამიანი
თბილისში, ფონიჭალას დასახლებაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. როგორც „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გან...
1795068322
მსოფლიოჩინეთში პუტინისა და ტრამპის შეხვედრა მიმდინარეობს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთში, ქალაქ შენჟენში წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს შეხვდა. როგორც რუსული მედია წერს, შეხვედრის დასაწყ...
1795065258
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 19 ნოემბერს საქართველოში
19 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +18 და ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნე...
1795064182
მსოფლიოტრამპი: მოუთმენლად ველი სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინთან ისტორიულ სამმხრივ შეხვედრას
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან სამმხრივ, ისტორიულ შეხვედრას მოუთმენლად ელის. მოუთმენლად ველი დღეს, მოგვიანებით, პრეზიდენტ სიძინპინსა...
1795035279
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: გამჭვირვალობის კანონი სხვადასხვა ქვეყანაში მიიღეს მას შემდეგ, რაც ჩვენ ქარცეცხლში გაგვატარეს
საინტერესოა, რამდენი ხანი დასჭირდებათ, რომ ამ რეკომენდაციის ავტორები რუსებად შერაცხონ, საინტერესოა, რამდენ ხანში მონათლავენ ამ რეკომენდაციას რუსულად, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირ...































