თბილისი პრაიდის წევრები ხელისუფლებისგან ითხოვენ, დაიცვან კვირეულის მონაწილეთა უსაფრთხოება
Tbilisi Pride საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს, დაიცვას კვირეულის მონაწილეთა უსაფრთხოება.
კვირეული 28 ივნისს იხსნება და 2 ივლისს სრულდება, ამასთან, არ ტარდება ღირსების მარში - ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეშია დაგეგმილი.
მიუხედავად ამისა, პრორუსული, ჰომოფობიური, სიძულვილის ჯგუფები ამ ღონისძიებების ჩაშლით და 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის განმეორებით იმუქრებიან.
Tbilisi Pride აცხადებს, რომ 2 თვეა, აქტიურად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და უწყებას აწვდის სრულად და ზუსტ ინფორმაციას კვირეულის ღონისძიებებთან დაკავშირებით, ასევე, ძალოვან სტრუქტურებს აწვდის ფაქტებს მუქარების და ძალადობის ორგანიზების შესახებ.
"შსს-სთან შეხვედრები მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და სახალხო დამცველის ოფისის მონაწილეობით. ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გვაძლევს სამივე ღონისძიების დაცვის გარანტიებს და როგორც მათ მიერ გაჟღერდა, ამ საკითხთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში თავადაც გააკეთებენ განცხადებას. ასევე, მუქარისა და ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების ფაქტებზე დაწყებულია გამოძიება". - აცხადებს Tbilisi Pride.
თუმცა, მათ აღელვებთ და აშინებთ ის, რომ მაღალი თანამდებობის პირები ბოლო დღეებში აქტიურად აკეთებენ თბილისი პრაიდისა და ლგბტქ თემის დამაზიანებელ, მადისკრედიტირებელ, ძალადობის წამახალისებელი განცხადებებს.
"კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილი ბრალს გვდებს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში და ხელოვნურად ცდილობს ჩვენს დაკავშირებას პოლიტიკური პარტიების საქმიანობასთან. ხოლო ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ ვერ ხედავს 5 ივლისის ორგანიზებაში ალტ ინფოს ლიდერების ბრალს, რითიც ქმნის დაუსჯელობის სინდრომს და სტიმულს აძლევს წლევანდელ იდენტურ მუქარებს.
მოვითხოვთ:
მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხადოს, რომ დაიცავს თბილისი პრაიდის კვირეულის სამივე ღონისძიებას და მისი თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას.
ასევე, უზრუნველყოს საჯაროდ წესრიგის დაცვა, ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიებსა და მთელ ქალაქში.
მოვითხოვთ, დასაჯოს 5 ივლისის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ ძალადობრივ საქმიანობას და საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ევროპულ მომავალს". - აცხადებს ორგანიზაცია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵შსს-მ დაჭრის ფაქტზე 30 წლის ახალგაზრდა დააკავა - ბრალდებულს, 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
🔵თსუ-ში სტუდენტების 15 დღიანი პროტესტი დასრულდა - სტუდენტთა ნაწილმა, რექტორის კაბინეტი დატოვა
1794215277
ახალი ამბებინათია თურნავა: თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მომდევნო თვეებში ჩაცხრება, 2027 წელს ინფლაცია ეტაპობრივად შემცირდება
„თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მომდევნო თვეებში ჩაცხრება და მისგან მომდინარე ინფლაციური წნეხი ეტაპობრივად შერბილდება, მიმდინარე წელს ინფლაცია საშუალოდ 5.4%, ხოლო 2027 წელს 3.5% იქნება“, - ა...
1794214094
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი – ჩვენი სარჩელი გამყარებულია ფაქტებითა და მტკიცებულებებით, ვნახავთ, კითხვა-პასუხის რეჟიმში რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია აგენტურული ოპოზიცია
სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ დანაშაულებს, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადიოდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და შემდეგ, იმ საბოტაჟირების მუდმივ პროცესს, რომელსაც ეწევიან უკვე ოპოზიციაშ...
1794214067
ახალი ამბებისოზარ სუბარი: ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ევროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი
საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც...
1794211442
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ირანის მიერ ერთდროულად სამი მიმართულებით განხორციელებულმა პოლიტიკურმა დარტყმამ - ისრაელისა და აშშ-ს შემდეგ - სომხეთში „ტრამპის დერეფანსაც“ თბილისში „ბუშის ქუჩის“ მნიშვნელობა შესძინა
„გამოფიტვითი ომითა და თანამდევი კრიზისებით დაღლილმა ისრაელის საზოგადოებამ, ფაქტობრივად, განაჩენი გამოუტანა ნეთანიაჰუს ეპოქას და მმართველ ბლოკს ელექტორალური საყრდენი გამოაცალა“, - ასე შეაფასა „ხალხის ძ...
1794210095
ახალი ამბებითამარ ზოდელავა: 2027 წლის პირველი აპრილი ბიზნესსუბიექტების ხელახალი რეგისტრაციის ბოლო ვადაა
„2027 წლის პირველი აპრილი არის ბოლო ვადა, რათა ბიზნესსუბიექტებმა შესაბამისობაში მოიყვანონ მონაცემები და გაიარონ ე.წ. ხელახალი რეგისტრაცია“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თამარ ზოდელავამ...































