თბილისში 18-დან 26 მაისამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 18 მაისს, 00:00 საათიდან პირველი რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
შეზღუდვა 26 მაისის ჩათვლით იმოქმედებს.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
"რესპუბლიკის მოედანზე შემხვევ სატრანსპორტო საშუალებებს რუსთაველის გამზირისკენ მოძრაობისას გადაადგილება მხოლოდ მ. ჯავახიშვილის ქუჩიდან მ. კოსტავას ქუჩის გავლით შეეზღუდებათ, ხოლო რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება უცვლელი დარჩება. სატრანსპორტო საშუალებებისთვის მ. კოსტავას ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება მ. კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით.
თავისუფლების მოედანზე წრე შეიზღუდება ერთი სამოძრაო ზოლით, ხოლო სატრანსპორტო გადაადგილების მიმართულებები უცვლელი დარჩება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ცვლილება განხორციელდება ჯავახიშვილის ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით მოძრავ ავტობუსებზე: N308, N359 და მიკროავტობუსზე: N457.
აღნიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას კოსტავას ქუჩის მიმართულებით განაგრძობს და თბილისის საკონცერტო დარბაზთან დატრიალდება", - აღნიშნულია ინ ფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
* იაგო ფრანგიშვილი: არ ვიცით ვისი ფინანსებით შეიქმნა ეს ამდენი "ტვ"
1790941710
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: ხელისუფლებამ რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად მოახერხა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და აქტიურად მუშაობს, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური
„საქართველოს ხელისუფლებამ რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად მოახერხა ქვეყანაში სიმშვიდის, მშვიდობის შენარჩუნება“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ე...
1790941408
ახალი ამბებიანდრია ჯაღმაიძე – „დიალოგი გვაქვს რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე, თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქნებიან ჩართული რეაბილიტაციის პროცესში“
რუსეთთთან რადგანაც გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, ამიტომ შეუძლებლად მიგაჩნიათ ურთიერთობა ეკლესიებს შორისაც, ურთიერთობა გრძელდება და ის გაგრძელდება, ეს ფაქტია, – ამის შესახებ სა...
1790940553
ახალი ამბებიგიორგი კახიანი: კვლევებში, რომელსაც თავად ევროკომისია აკეთებს, ჩანს, რომ თურმე საქართველოში მდგომარეობა ბევრად უკეთესია იმ ნაწილში, რაზეც ისინი კითხვებს აჩენენ, ვიდრე ევროკავშირის ქვეყანათა უმრავლესობაში
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი ევროკომისიის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა. მისი თქმით, კვლევის შედეგები იმის მაჩვენებელია, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აზრით, მთავრობა ეფექტიანად ფ...
1790939571
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პოზიტიურ დინამიკას ვხედავთ - ბურთი მათ მოედანზეა
„ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პოზიტიურ დინამიკას ვხედავთ“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა...
1790937851
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: საზოგადოებრივი ნდობა საქართველოს მთავრობისადმი მზარდი და მაღალია, მოქალაქეები ხედავენ, რომ ჩვენი ქვეყანა წლიდან წლამდე უკეთესი ხდება
„საზოგადოებრივი ნდობა საქართველოს მთავრობისადმი მზარდი და მაღალია, რაც განპირობებულია იმით, რომ ჩვენ მუდმივად ვესაუბრებით საზოგადოებას ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ რისკებთან, გამოწვევებთან დაკავშირები...































