თეა წულუკიანი: მოიხურეს კრავის ტყავები და თავს გვაჩვენებენ, თითქოს უნდათ ჰარმონია და თანხმობა
კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და სხვა ოპონენტების გულწრფელობის არ სჯერა.
მისი განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს მორიგი მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.
"როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ყოველთვის ხლეჩდნენ საზოგადოებას, ყოველთვის ყოფდნენ საზოგადოებას ჩარეცხილებად და თავისიანებად.
სამწუხაროდ, ჩვენ დღესაც ამის შედეგს ვიმკით.
დღეს მათ ჩაიცვეს, მოიხურეს კრავის ტყავები და თავს გვაჩვენებენ, თითქოს უნდათ ჰარმონია და თანხმობა, არადა არიან პირველი და, მე ვიტყოდი, ერთადერთი წყარო იმ საშინელი პოლარიზაციის, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს.
პირველ რიგში, საზოგადოებამ, თქვენ უნდა აპატიოთ, ნაციონალურ მოძრაობას იმისთვის, რომ დღეს კანონიერად და ლეგიტიმურად არჩეულმა ხელისუფლებამ საზოგადოების სახელით მათთან შერიგების პროცესი წამოიწყოს,"- განაცხადა წულუკიანმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ფეისბუკ გვერდზე წერილი გამოაქვეყნა.
"უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე.
ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, ვიდრე გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია", – აღნიშნულია წერილში.
ამავე თემაზე:
🔲 ირაკლი ზარქუა: ტყუილია, ვინმეს თუ ჰგონია, სააკაშვილი მოინანიებს და ციხიდან გამოვუშვებთ
1778136114
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ წმინდა სინოდი გაფართოებულ სხდომაზე მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც იქნება საუკეთესო როგორც ქართული ეკლესიისთვის, ასევე ზოგადად სრულიად საქართველოსთვის
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გაფართოებული საეკლესიო კრების მოახლოების ფონზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს მისამართით გაკეთებულ მძიმე გ...
1778133970
ახალი ამბებინინო წილოსანი: უზომოდ ნეგატიურია, რომ თავად სინოდში არიან ადამიანები, ვისაც შეუძლიათ, ისეთი ნეგატიური განცხადებები აკეთონ, რომლებიც შემდგომში პარტიული ტელევიზიებისა თუ რადიკალების ხელში კიდევ დამატებითი იარაღია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი გაფართოებული საეკლესიო კრების მოახლოების ფონზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს მისამართით გაკეთებულ მძიმე განცხადებებს აფასებს. „უზ...
1778133799
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 7 მაისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
7 მაისს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +18 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა. დღისით ჰაერ...
1778131609
ახალი ამბებისაქართველოს დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონტენეგროში ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს იხსნება
საქართველოს დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონტენეგროშია და მონაწილეობას მიიღებს ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით...
1778130948
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე: მნიშვნელოვანია, ეს ურთიერთობები დაეფუძნოს ორმხრივ პატივისცემას
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი Live” უკრაინულ მხარესთან ბოლოდროინდელ გააქტიურებულ კომუნიკაციაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უკრაი...





























