ლევან მაჭავარიანი „ლელო“-გახარიას მერობის კანდიდატზე: ბატონ კუპრაძეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პირდაპირ შეურაცხყოფის მიყენება თავიანთი ამომრჩევლისთვის

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ლელო“ ამომრჩეველს ატყუებდა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, შემდეგ ატყუებდა, რომ უპარტიო, ნეიტრალურ კანდიდატს დაასახელებდა, თუმცა მათ მაინც პარტიული კანდიდატი წარადგინეს.

მისი თქმით, ირაკლი კუპრაძის მერობის კანდიდატად დასახელება, „ლელოს“ მხრიდან ამომრჩევლისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა.

„ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩეველს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ამის შემდეგ, როდესაც მათ შეცვალეს თავიანთი „ჩვენება“ და თქვეს, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდნენ, ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩევლებს, რომ ისინი დააყენებდნენ ისეთ საერთო კანდიდატს, რომელიც იქნებოდა ნეიტრალური, აბსოლუტურად აპოლიტიკური და უპარტიო კანდიდატი. ამ შემთხვევაში, მათი მესამე ტყუილი ვიხილეთ.

ბატონ კუპრაძეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პირდაპირ შეურაცხყოფის მიყენება თავიანთი ამომრჩევლისთვის, თავიანთი ამომრჩეველი დარწმუნებული ვარ, ამას სწორად შეაფასებს. ისიც, რომ ბატონმა კუპრაძემ დაასახელა ვიცე მერობის კანდიდატად ბატონი ელისაშვილი, რა თქმა უნდა, ესეც შეურაცხმყოფელია ამომრჩევლისთვის“, - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755605807

ახალი ამბები

მეუფე შიო: ყველა ადამიანის მოწოდებაა, ფერი იცვალოს, ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების აზრიც ხომ სწორედ ეს არის, რომ ღვთისმშობლის მეოხებით ჩვენშიც გამობრწყინდეს მარადიული საღვთო ნათელი

„ვეცადოთ, ისე ვიცხოვროთ, რომ ჩვენც მოგვმადლოს უფალმა საღვთო შუქის ხილვა, რათა ჩვენს გულებშიც იყოს ნათელი თაბორისა, სიმდაბლე, სიწმინდე, სიმშვიდე, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული...“, - ამის შესახებ საპ...

მეუფე შიო

1755604850

ახალი ამბები

სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრც...

უსაფრთხოების სამსახური

1755604644

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: თავისუფლება ჩვენი რწმენის, ჩვენი მიწის, მამულის, ენის, იდენტობის, კულტურის გარეშე შეუძლებელია და ფასი არ აქვს არანაირ თავისუფლებას თუ ეს საუნჯე ყოველთვის თანამდევი არ იქნება

„თავისუფლება ჩვენი რწმენის, ჩვენი მიწის, მამულის, ენის, იდენტობის, კულტურის გარეშე შეუძლებელია. ფასი არ აქვს არანაირ თავისუფლებას თუ ეს საუნჯე ყოველთვის თანამდევი არ იქნება“, - ამის შესახებ საქართველო...

მიხეილ ყაველაშვილი

1755604304

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ პირველ ადგილზე არამარტო რეგიონში, არამედ ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, თუ გადავხედავთ გასულ 4 წელს და ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეს პირველი პოზიცია, გპირდებით, აუცილებლად გვექნება შემდგომი წინსვლა

მთავარი აქცენტი კეთდება ეკონომიკის ზრდაზე და ძალიან ბევრი სტრუქტურული ცვლილება ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, გარწმუნებთ, მომავალ წელს ეს ყველაფერი აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მ...

ირაკლი კობახიძე

1755603021

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მზადყოფნას, რომ გავმართოთ ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რასაც ისინი დღემდე თავს არიდებენ, ვინაიდან სიმართლე არა მათ, არამედ ჩვენს მხარესაა

„ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მზადყოფნას, რომ გავმართოთ ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, თუმცა ისინი დღემდე თავს არიდებენ ამგვარ დისკუსიას, ვინაიდან სიმართლე არ არის მათ...

პრემიერი - ირაკლი კობახიძე