ზურაბ აბაშიძე: მინდა, კახა კალაძეს და მის გუნდს ადგილობრივ არჩევნებში წარმატება ვუსურვო

„დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბერს გამარჯვებას ყველანი ერთად ვიზეიმებთ“, - ამ განცხადებით გახსნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს სხდომა.
ზურაბ აბაშიძემ კახა კალაძეს და მის გუნდს ადგილობრივ არჩევნებში წარმატებები უსურვა.
„მინდა, კახა კალაძეს და მის გუნდს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, თბილისელების მხარდაჭერით, გამარჯვება და წარმატებები ვუსურვო. კახა კალაძის გუნდში არიან როგორც მოქმედი საკრებულოს წევრები, ასევე ახალი სახეები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდი კახა კალაძის მეთაურობით ერთმნიშვნელოვნად გაიმარჯვებს. იმისათვის, რომ არჩევნები 4 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვებით დასრულდეს, ყველა ჩვენგანის როლი მნიშვნელოვანია.
ჩვენი გუნდის მთავარ მიღწევად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის გაკეთებული საქმეები, რომლებიც ზურგს გვიმაგრებს, ამასთანავე, უკვე დაწყებული საქმეების გაგრძელება და ბოლომდე მიყვანა, გვჯერა, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს თბილისის განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
1755605807
ახალი ამბებიმეუფე შიო: ყველა ადამიანის მოწოდებაა, ფერი იცვალოს, ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების აზრიც ხომ სწორედ ეს არის, რომ ღვთისმშობლის მეოხებით ჩვენშიც გამობრწყინდეს მარადიული საღვთო ნათელი
„ვეცადოთ, ისე ვიცხოვროთ, რომ ჩვენც მოგვმადლოს უფალმა საღვთო შუქის ხილვა, რათა ჩვენს გულებშიც იყოს ნათელი თაბორისა, სიმდაბლე, სიწმინდე, სიმშვიდე, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული...“, - ამის შესახებ საპ...
1755604850
ახალი ამბებისუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრც...
1755604644
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: თავისუფლება ჩვენი რწმენის, ჩვენი მიწის, მამულის, ენის, იდენტობის, კულტურის გარეშე შეუძლებელია და ფასი არ აქვს არანაირ თავისუფლებას თუ ეს საუნჯე ყოველთვის თანამდევი არ იქნება
„თავისუფლება ჩვენი რწმენის, ჩვენი მიწის, მამულის, ენის, იდენტობის, კულტურის გარეშე შეუძლებელია. ფასი არ აქვს არანაირ თავისუფლებას თუ ეს საუნჯე ყოველთვის თანამდევი არ იქნება“, - ამის შესახებ საქართველო...
1755604304
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ პირველ ადგილზე არამარტო რეგიონში, არამედ ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, თუ გადავხედავთ გასულ 4 წელს და ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეს პირველი პოზიცია, გპირდებით, აუცილებლად გვექნება შემდგომი წინსვლა
მთავარი აქცენტი კეთდება ეკონომიკის ზრდაზე და ძალიან ბევრი სტრუქტურული ცვლილება ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, გარწმუნებთ, მომავალ წელს ეს ყველაფერი აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მ...
1755603021
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მზადყოფნას, რომ გავმართოთ ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რასაც ისინი დღემდე თავს არიდებენ, ვინაიდან სიმართლე არა მათ, არამედ ჩვენს მხარესაა
„ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მზადყოფნას, რომ გავმართოთ ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, თუმცა ისინი დღემდე თავს არიდებენ ამგვარ დისკუსიას, ვინაიდან სიმართლე არ არის მათ...