მეუფე შიო: ყველა ადამიანის მოწოდებაა, ფერი იცვალოს, ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების აზრიც ხომ სწორედ ეს არის, რომ ღვთისმშობლის მეოხებით ჩვენშიც გამობრწყინდეს მარადიული საღვთო ნათელი

„ვეცადოთ, ისე ვიცხოვროთ, რომ ჩვენც მოგვმადლოს უფალმა საღვთო შუქის ხილვა, რათა ჩვენს გულებშიც იყოს ნათელი თაბორისა, სიმდაბლე, სიწმინდე, სიმშვიდე, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული...“, - ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ფერისცვალების დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
ეს დიდებული მოვლენა აღწერილია წმინდა სახარებაში. ერთხელ უფალმა იესო ქრისტემ თავისი სამი მოწაფე: პეტრე, იაკობი და იოანე წაიყვანა თაბორის მთაზე სალოცავად და მათ წინაშე ფერი იცვალა, მისი სახე მზესავით გაბრწყინდა, მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი და ელვარე გახდა. მოციქულებმა იხილეს ასევე, რომ უფალ იესო ქრისტეს ესაუბრებოდა ორი კაცი. ესენი იყვნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები: მოსე და ილია. ისინი ლაპარაკობდნენ იესო ქრისტეს გასვლის შესახებ, რომელიც უნდა მომხდარიყო იერუსალიმში. გასვლაში იგულისხმება მისი მიწიური ცხოვრებიდან გასვლა ჯვარცმის, სიკვდილის, მკვდრეთით აღდგომისა და ამაღლების მეშვეობით. ისინი ამაზე ლაპარაკობდნენ, რათა მოციქულები არ დაბრკოლებულიყვნენ, როცა იხილავდნენ ჯვარზე გაკრულ მაცხოვარს და მის სიკვდილს, არამედ სცოდნოდათ, რომ ეს ყველაფერი იესო ქრისტემ თავისი ნებით მიიღო, რაც გათვალისწინებული იყო ჯერ კიდევ მის მიწიურ სიცოცხლეში.
ამის ხილვისას მოწაფეებს გამოუთქმელი ნეტარება დაეუფლათ, მოინდომეს, ეს ნეტარება სამუდამოდ გაგრძელებულიყო და ძალიან მიამიტად გამოხატეს ეს თავიანთი სიტყვებით, რაც უთხრეს უფალ იესო ქრისტეს. ამ დროს ღრუბლიდან, რომელიც მათ ჩრდილავდა, გაისმა ხმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, ამისი ისმინეთ!“ (მთ. 17, 5).
რა იყო მიზეზი ამ დიდი ნეტარებისა და სიხარულის, რაც მოციქულებმა განიცადეს?
დღესასწაულის ტროპარი გვაუწყებს, რომ უფალმა ფერისცვალებით მათ უჩვენა თავისი საღვთო დიდება. შუქი, რომელიც მათ იხილეს თაბორის მთაზე, არ იყო მატერიალური ბუნების. ამდენად, ეს არ იყო მხოლოდ მათი მხედველობითი აღქმა, არამედ იყო ღვთაების რეალური, ნამდვილი გამოვლინება. ეს იყო საღვთო ბუნების გამოცხადება და ამ ბუნების მარადიული, უხრწნელი, უქმნელი შუქის ბრწყინვალება.
რა თქმა უნდა, ტკბილი და სასიხარულოა უფალთან ყოფნა. განა ჩვენ მოკლებულნი ვართ ამ შესაძლებლობას? რა თქმა უნდა, არა. იმავე დღესასწაულის ტროპარში შევთხოვთ უფალს, რომ ჩვენც გვაზიაროს ამ დიდებას. შეგახსენებთ ამ სიტყვებს: „გამოგვიბრწყინვე ჩვენცა, ცოდვილთა, ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღვთისმშობელისათა, უფალო, დიდება შენდა“.
მაშასადამე, მოციქულთა მსგავსად, ჩვენც შეიძლება ვიგრძნოთ ეს გამოუთქმელი სიხარული და ვიხილოთ თაბორის საღვთო შუქის ბრწყინვალება. ყველა ადამიანს შეუძლია ფერი იცვალოს და მეტიც, ყველა ადამიანის მოწოდებაა, ფერი იცვალოს. ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების აზრიც ხომ სწორედ ეს არის, რომ ღვთისმშობლის მეოხებით ჩვენშიც გამობრწყინდეს მარადიული საღვთო ნათელი.
ამრიგად, ეს ჩვენება გაქრა თაბორის მთაზე, მაგრამ თაბორის შუქი და საღვთო ნათელი დარჩა დედამიწაზე, არ წასულა დედამიწიდან და ის უნდა ვეძიოთ, ის უნდა მოვიპოვოთ. ნეტარია ის, ვინც მას მოიპოვებს, ძვირფასო ძმებო და დებო. ამისთვის შეიძლება შევზღუდოთ ჩვენი თავი ბევრ რამეში, დავთმოთ ბევრი რამ ამ მიწიურ ცხოვრებაში, რაც ხელს უშლის ამ ნათლის მოპოვებას და აბნელებს ჩვენს ცხოვრებას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ფერისცვალების დიდებულ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ვეცადოთ, ისე ვიცხოვროთ, რომ ჩვენც მოგვმადლოს უფალმა საღვთო შუქის ხილვა, რათა ჩვენს გულებშიც იყოს ეს ნათელი თაბორისა, სიმდაბლე, სიწმინდე, სიმშვიდე, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული.
ამისთვის ჩავიხედოთ ჩვენს თავში და ვკითხოთ ჩვენს თავს, გვეხება თუ არა იესო ქრისტეს სიტყვები: „ნათელი, რომელიც შენშია, ბნელი ხომ არ არის?“ (ლკ. 11, 35). და თუ ჩვენს თავში ცოტა მაინც შევნიშნავთ ამ სიბნელეს, სინანულის შუქით უნდა გავფანტოთ ის და მაშინ ვიხილავთ ქრისტეს ჭეშმარიტ, მარადიულ ნათელს, რისი ღირსიც გაგვხადოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი მადლითა და კაცთმოყვარებით, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“, - განაცხადა მეუფე შიომ.
1755604850
ახალი ამბებისუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრც...
1755604644
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: თავისუფლება ჩვენი რწმენის, ჩვენი მიწის, მამულის, ენის, იდენტობის, კულტურის გარეშე შეუძლებელია და ფასი არ აქვს არანაირ თავისუფლებას თუ ეს საუნჯე ყოველთვის თანამდევი არ იქნება
„თავისუფლება ჩვენი რწმენის, ჩვენი მიწის, მამულის, ენის, იდენტობის, კულტურის გარეშე შეუძლებელია. ფასი არ აქვს არანაირ თავისუფლებას თუ ეს საუნჯე ყოველთვის თანამდევი არ იქნება“, - ამის შესახებ საქართველო...
1755604304
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ პირველ ადგილზე არამარტო რეგიონში, არამედ ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, თუ გადავხედავთ გასულ 4 წელს და ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეს პირველი პოზიცია, გპირდებით, აუცილებლად გვექნება შემდგომი წინსვლა
მთავარი აქცენტი კეთდება ეკონომიკის ზრდაზე და ძალიან ბევრი სტრუქტურული ცვლილება ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, გარწმუნებთ, მომავალ წელს ეს ყველაფერი აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მ...
1755603021
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მზადყოფნას, რომ გავმართოთ ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რასაც ისინი დღემდე თავს არიდებენ, ვინაიდან სიმართლე არა მათ, არამედ ჩვენს მხარესაა
„ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მზადყოფნას, რომ გავმართოთ ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, თუმცა ისინი დღემდე თავს არიდებენ ამგვარ დისკუსიას, ვინაიდან სიმართლე არ არის მათ...
1755602228
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ ვიდრე ჩვენ 2030 წელს ვიქნებით მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მანამდე ევროკავშირში ტენდენციები შეიცვლება და გაჯანსაღდება დემოკრატიული სისტემა
ჩვენ მზად ვიქნებით 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მთავარია, რომ ამასობაში, ევროკავშირშიც სხვა მიმართულებით წარიმართოს პროცესები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობა...