„უცნობი“ ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს - „ბჭობენ, ვის რა მოუგონონ და ვის რა შეუთითხნონ“
დილას ესენი რომ იკრიბებიან, ბჭობენ, ვის რა მოუგონონ და ვის რა შეუთითხნონ. თავისით დგამენ რაღაც კომბინაციას და მერე ჩვენ ამას ვუყურებთ ყველა შაბათ-კვირას. ამ სამ ტელევიზიაში გადაანაწილებენ, ეს ნოდარ მელაძის გადაცემა იქნება, გიორგი თარაგამაძის, თუ გაბუნიას გადაცემა. - ამის შესახებ მუსიკოსმა გია გაჩეჩილაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
გაჩეჩილაძის თქმით, უშუალოდ ერევიან ადამიანების ცხოვრებაში.
„რესპონდენტები, რომლებიც მათ უნდათ, რომ ჩაწერონ და ვინც არ ეწერება, მათ აშანტაჟებენ, თუ არ ჩამეწერები შენზე ესა და ეს მაქვს, სუსიდან მოწოდებული ინფორმაცია და გამოვამზეურებო. შესაბამისად, ზოგი შანტაჟდება, ზოგი - არა. მთელი შინაარსი ის არის, რომ ამ ტელევიზიების მუშაობის სტილმა ამდენი წლის განმავლობაში არ დააწყნარა და არ დაამშვიდა ეს ქვეყანა. იმას მუშაობენ, როგორ მოთხვარონ სხვა ადამიანის ცხოვრება და როგორ ამოაგდონ ის თავის დღის წესრიგიდან. ზოგს ამით ინსულტი ემართება, ზოგი კვდება, ზოგი საავადმყოფოში ხვდება. დღეს გადაცემის შემდეგ მოვიკითხე, ნეტა თვითონ რა კომენტარებს აკეთებენ-მეთქი და თურმე ამბობენ, გვისმენენო. ამით აღიარებენ, რომ ასე იქცევიან. კი არ გისმენენ, თქვენივე ტელეფონიდან არის ეს გამოტანილი. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, თქვენი მუშაობის სტილი ხომ ეს არის?! ამაზე არ იძახით არაფერს ასე მუშაობთ თუ არა?! მეგონა, იტყოდნენ, რომ ეს დამონტაჟებულია, მაგრამ არა, ეს აღიარეს, რომ თავად არიან და ასე მუშაობენ, უბრალოდ, თურმე, უსმენენ“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
ცნობისთვის, გუშინ გია გაჩეჩილაძემ ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტიკურობაც დადასტურებული არ არის.
უცნობი ამტკიცებს, რომ ფარული აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვით, სავარაუდოდ „მთავარი არხის“ გადაცემა post-Factum-ის წამყვანი გიორგი გაბუნია და ამავე გადაცემის თანამშრომლები განიხილავდნენ სოსო გოგაშვილის მიერ, მათთვის მიწოდებულ მასალას, სათაურით - „საიდუმლო ფაილები პირდაპირ სუს-ის კომპიუტერებიდან“ - პირობითი მსჯავრდებულების გრძელი სია, რომლებსაც „ქართული ოცნება“ სასჯელისგან ათავისუფლებს და შემდეგ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.
ჩანაწერის თანახმად, სავარაუდოდ გიორგი გაბუნიამ გაიხსენა სოსო გოგაშვილთან შეხვედრა და ამ უკანასკნელის მიერ გიორგი თარგამაძისა და ნოდარ მელაძისთვის გადაცემული მასალები.
„უცნობის კიდობანში“ გასული აუდიოჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ გიორგი გაბუნია ამბობს - მე დავწერ, რომ ფაილები ჩაგვივარდა ხელში, სუს-იდან საიდუმლო წყარომ მოგვაწოდა, რომელსაც ერთმანეთს უგზავნიან.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 გარყვნილი ქმედება საკლასო ოთახში და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 4 არასრულწლოვანი
🔵 საბერძნეთში გიორგი ბაჩიაშვილის ვილა გაძარცვეს - წაღებულია 90 ათასი ევროს ღირებულებების ძვირფასეულობა
1773767995
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე: დღეს, პარლამენტს აქვს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და ლეგიტიმაცია
პარლამენტის საქმიანობასა და მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენებაზე გააკეთა...
1773765338
ახალი ამბებიდიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, საზოგადოებას მიმართავს, დაიმახსოვრონ ის ადამიანები, ვინც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქილიკობს და ხალ...
1773764343
ახალი ამბებისოფიო ასპანიძე: პატრიარქი უზრუნველყოფილია აბსოლუტურად ყველა მედიკამენტით და იმ აპარატურული რესურსებით, რომლებიც მის მართვას სჭირდება, მდგომარეობა საკმაოდ ვარირებადია იმიტომ, რომ აბსოლუტურად მწვავე მდგომარეობა იყო
„კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორმა სოფიო ასპანიძემ მედიას ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო ცნობები მიაწოდა. „პატრიარქი უზრუნველყოფილია აბსოლუტურად ყველა მედიკამენტით და იმ აპარ...
1773762403
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ მივიდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ მივიდა, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია გადაყვანილი. მიხეილ ყაველაშვილთან ერთად არის მისი მეუღლე თამარ ბაგრატიონიც. მიხეი...
1773762299
ახალი ამბები„რაიმე არსებით გაუმჯობესებაზე, ან გაუარესებაზე საუბარი არ გახლავთ... უნდა დაველოდოთ მოთმინებით ექიმებს“ - მიხეილ სარჯველაძე პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ რაიმე დინამიკა - გაუმჯობესების, ან გაუარესების კუთხით არ შეინიშნება. მისივე თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობ...































