ვარლამ ლიპარტელიანი ვარდენ მაჭავარიანს: მინდა მოვუწოდო, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს შეურაცხყოფას ნუ აყენებს, ჩვენს შეხვედრებს გულანთებული, პატრიოტი ახალგაზრდები ესწრებოდნენ და არავინ არანაირ ხელფასს არ იღებს ამაში
„ვარდენ მაჭავარიანს ვიდეო ჩაუწერია და არ მინდა ეს „პატარა ნაციონალი“ უპასუხოდ დავტოვო. პირველ რიგში, მინდა მოვუწოდო მას, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს შეურაცხყოფას ნუ აყენებს. ჩვენს შეხვედრებს გულანთებული, პატრიოტი ახალგაზრდები ესწრებოდნენ და სხვათა შორის, არავინ არანაირ ხელფასს არ იღებს ამაში. ჩვენს ქვეყანას უამრავი ნათელი ახალგაზრდა ჰყავს, რომლებსაც მთავარ მიზნად ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება აქვს დასახული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ლიპარტელიანი წერს, ვარდენ მაჭავარიანის ყველა განცხადება განცხადება ყალბია იმის შესახებ, რომ აქვს მზაობა მონაწილეობა მიიღოს დებატებში, რადგან ის „იმედის“ ეთერში პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილ დებატებს სასაცილო და აბსურდული მიზეზებით გაექცა“.
„დებატებზე საუბრობს და საზოგადოების წინაშე უნდა თავის წარმოჩენა, თითქოს დისკუსიის და აზრთა ურთიერთგაცვლის მომხრეა. არადა ამ დროს, ვარდენ მაჭავარიანი ჯერ პრემიერ-მინისტრის მიწვევას გაექცა და ვერ გაბედა ტელეკომპანია იმედზე დებატებში მისვლა, რისი გამართლებაც შემდეგ სასაცილო, აბსურდული სანქცირების მიზეზით ახსნა.
ამის პარალელურად - გასული 3 თვის მანძილზე 11 მასშტაბური შეხვედრა გავმართეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენს კონფერენციებს ძალიან ბევრი განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქე დაესწრო, იყო ბევრი კამათი, ბევრი დაძაბული დისკუსია. თუ ვარდენ მაჭავარიანს ჩვენს ახალგაზრდულთან, მათ შორის ცოტნე ივანიშვილთან საუბარი სურდა, რომელიც ჩვენს შეხვედრებს სტუმრის სტატუსით ესწრებოდა, შეეძლო ნებისმიერ შეხვედრაზე მოსულიყო, მოსულიყო მისი პარტიის წევრებთან ერთად და გამოეხატა ნებისმიერი პოზიცია ნებისმიერ თემაზე. ცხადია, ვერც ჩვენს შეხვედრებზე მოსვლა გაბედა, რადგან ძალიან კარგად იცის, არაჯანსაღი პოზიციიდან ჩვენთან, მმართველი გუნდის ახალგაზრდებთან ყველანაირი კამათი მისთვის მარცხით დასრულდება.
ამიტომ მიმაჩნია, რომ ყალბია ყველა მისი განცხადება, რომ აქვს მზაობა მონაწილეობა მიიღოს დებატებში. მესმის მისი - რთულია ითამაშო დამოუკიდებელი პოლიტიკოსის როლი, როდესაც პირდაპირ დაკავშირებული ხარ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებთან და მათ გაგრძელებას წარმოადგენ. არც იმის აუცილებლობას ვხედავ, რომ ვარდენ მაჭავარიანისთვის სპეციალური ფორმატების ძიება დავიწყოთ მასთან სადებატოდ.
ჩვენს ორგანიზაციას უახლოესი თვეების მანძილზე აქვს დაგეგმილი არაერთი პროექტი, მათ შორის ვაპირებთ გავაგრძელოთ ახალგაზრდებთან დისკუსია ახალ, საინტერესო ფორმატში, რომელზეც დეტალურ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გავავრცელებთ. აქედან გამომდინარე, ვარდენ მაჭავარიანს ექნება საშუალება, კიდევ ერთხელ არ გაექცეს დისკუსიას და მონაწილეობა მიიღოს ახალგაზრდულ დისკუსიებში, რომელიც განახლებული სატელევიზიო სეზონის დაწყებიდან მალევე შედგება“, - წერს ვარლამ ლიპარტელიანი.
1782905669
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ოზურგეთში სამუშაოებს აწარმოებს ჩინური კომპანია, რომელიც თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად არ ასრულებს, ამ კომპანიის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება
ოზურგეთში სამუშაოებს აწარმოებს ჩინური კომპანია, რომელიც, თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად არ ასრულებს, ამ კომპანიის მიმართ, სხვა ადგილზე ჩატარებული სამუშაოების გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური...
1782904673
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: აქვთ გეგმა, რომ ეს ქვეყანა გამოყენებული იქნეს გლობალურ დაპირისპირებაში, როგორც ერთი პაიკი, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, ეს არ შედის საქართველოს ინტერესში
აქვთ გეგმა, რომ ეს ქვეყანა გამოყენებული იქნეს გლობალურ დაპირისპირებაში, როგორც ერთი პაიკი, უმნიშვნელო, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკ...
1782903758
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: აგენტურული დავალებების შესრულებაში ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული იყო მიხეილ სააკაშვილი, ის დღეს ეპრანჭება თავის პატრონებს და ცდილობს, მათ დაუმტკიცოს, რომ ისევ გააჩნია იმდენი გავლენა, რომ მასზე გააკეთონ არჩევანი
„ნაცმოძრაობის“ ლიდერი, მათი მმართველობის დროს, იყო სანიმუშო შემსრულებელი დავალებებისა. ამ ქვეყანაში აგენტურული ჯგუფებიდან ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული იყო მიხეილ სააკაშვილი აგენტურული დავალებების შესრ...
1782903302
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: მოგვიწევს გათვითცნობიერება, რომ ოპოზიციური ლანდშაფტი არ არსებობს ქვეყანაში, არსებობს აგენტურა, რომელიც სხვადასხვა ფრთიდან და სხვადასხვა ფლანგიდან დავალებების შესაბამისად იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისთვის
ჩვენ მოგვიწევს გათვითცნობიერება, რომ ოპოზიციური ლანდშაფტი არ არსებობს ქვეყანაში. არსებობს აგენტურა, რომელიც სხვადასხვა ფრთიდან და სხვადასხვა ფლანგიდან დავალებების შესაბამისად, იბრძვის ხელისუფლებაში მო...
1782902884
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები თითქმის ყოველთვიურად იზრდება, მათ შორის ტრანსპორტის, ტურიზმისა და მრავალ სხვა სფეროში
„საქართველოს უზბეკეთთან ორმხრივი ურთიერთობები წლებია, სწრაფად ვითარდება, რასაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ და რის გარშემოც, პოლიტიკური თვალსაზრისით, ორივე მხარემ ავიღეთ ვალდებულება, კიდევ უფრო განვამტკიცოთ...































