მამუკა მდინარაძე: ოზურგეთში სამუშაოებს აწარმოებს ჩინური კომპანია, რომელიც თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად არ ასრულებს, ამ კომპანიის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება
ოზურგეთში სამუშაოებს აწარმოებს ჩინური კომპანია, რომელიც, თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად არ ასრულებს, ამ კომპანიის მიმართ, სხვა ადგილზე ჩატარებული სამუშაოების გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არავის შერჩება არაჯეროვნად და დანაშაულებრივად შესრულებული ვალდებულებები.
„ოზურგეთში სამუშაოებს აწარმოებს ჩინური კომპანია, რომელიც, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, მთლად კეთილსინდისიერად თავის მოვალეობას არ ასრულებს. ამ კომპანიის მიმართ, სხვა ადგილზე ჩატარებული სამუშაოების გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება. რაც არ უნდა შეაყოვნოს თავისი ვალდებულებების შესრულება, მოუწევს ამ ჩინურ კომპანიასაც და სხვა კომპანიასაც, ნებისმიერს, თავისი ვალდებულებების პირნათლად შესრულება.
სამწუხაროდ, საქართველოში მოქმედი კომპანიების ნაწილი ძალიან შეეჩვია ბოლო წლების განმავლობაში იმას, რომ ჯეროვნად არ შეასრულებდნენ საკუთარ ვალდებულებებს და შემდეგ ეს შერჩებოდათ ხოლმე. და მე ვაძლევ გარანტიას ყველას, რომ არავის შერჩება არაჯეროვნად და მით უმეტეს დანაშაულებრივად შესრულებული ვალდებულებები.
თუ აკეთებ საქმეს, კეთილი ინებე და გააკეთე ისე, რომ ხარისხზე მერე მოსახლეობამ ვერ იწუწუნოს და სათქმელი არ ჰქონდეს არც ხელისუფლებასთან, არც კომპანიასთან და არც საკუთარი დისკომფორტის ფასად უნდა გადაადგილდებოდეს საკუთარ სახლებთან, თუ საკუთარ რეგიონებში, თუ ქალაქებში. ამიტომ, ყველას მოუწევს თავისი ვალდებულებების შესრულება, ამას უზრუნველვყოფთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1782903302
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: მოგვიწევს გათვითცნობიერება, რომ ოპოზიციური ლანდშაფტი არ არსებობს ქვეყანაში, არსებობს აგენტურა, რომელიც სხვადასხვა ფრთიდან და სხვადასხვა ფლანგიდან დავალებების შესაბამისად იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისთვის
ჩვენ მოგვიწევს გათვითცნობიერება, რომ ოპოზიციური ლანდშაფტი არ არსებობს ქვეყანაში. არსებობს აგენტურა, რომელიც სხვადასხვა ფრთიდან და სხვადასხვა ფლანგიდან დავალებების შესაბამისად, იბრძვის ხელისუფლებაში მო...
1782902884
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები თითქმის ყოველთვიურად იზრდება, მათ შორის ტრანსპორტის, ტურიზმისა და მრავალ სხვა სფეროში
„საქართველოს უზბეკეთთან ორმხრივი ურთიერთობები წლებია, სწრაფად ვითარდება, რასაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ და რის გარშემოც, პოლიტიკური თვალსაზრისით, ორივე მხარემ ავიღეთ ვალდებულება, კიდევ უფრო განვამტკიცოთ...
1782902530
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ჩვენი სამართალდამცავი სისტემის, საქართველოს ხელისუფლების მიზანია დანაშაულისგან, სიძულვილის ენისგან, დაპირისპირებისგან მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფო
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული სახელმწიფო ისტორიულ მაქსიმუმზეა როგორც უსაფრთხოებისა და სხვადასხვა სახის დანაშაულთან ბრძოლის შედეგებით, ასევე რეალურ დროში პრევენციული ღონისძიებების გატარების ხარისხით, თ...
1782902255
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე, დაახლოებით, 7 მილიარდ აშშ დოლარს დააბანდებს და კვლავაც გააგრძელებს ინვესტირებას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რეგიონული დაკავშირებადობის და ამ კუთხით სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორების...
1782902148
ახალი ამბებიშსს: 2026 წლის 1-ელი ივნისიდან 1-ელი ივლისის ჩათვლით სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც საერთო სასამართლოებში უკვე წარდგენილია 150 საქმე
შსს-მ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოვლენილ სავარაუდო სამართალდარღვევათა სტატისტიკის შესახებ სააგენტო „ნიუსჰაბს“ ინფორმაცია მიაწოდა. „2026 წლის 1-...































