მამუკა მდინარაძე: აქვთ გეგმა, რომ ეს ქვეყანა გამოყენებული იქნეს გლობალურ დაპირისპირებაში, როგორც ერთი პაიკი, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, ეს არ შედის საქართველოს ინტერესში
აქვთ გეგმა, რომ ეს ქვეყანა გამოყენებული იქნეს გლობალურ დაპირისპირებაში, როგორც ერთი პაიკი, უმნიშვნელო, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო და მისი ხელისუფლება არასდროს არ გააკეთებს იმას, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის.
„გახსოვთ ბევრი, მათ შორის ასე უწოდებენ ხოლმე საკუთარ თავს, ნეიტრალურად განწყობილი ადამიანის მესიჯები, როდესაც ზელენსკი გამოვიდა და თქვა, რომ ელჩი საქართველოდან გაიწვია ორი მიზეზით - სანქციების დაწესებაზე უარი რომ თქვა საქართველომ და მთავრობის თანხმობით მოხალისე მებრძოლები რომ არ გაგზავნა უკრაინაში.
დღეს ხომ იგივე წარმატებით, როგორც მაშინ ამტკიცებდნენ რაღაცებს, ვიღაც-ვიღაცები გვეუბნებიან, რომ რა ომის დაწყებაზე კულისებში ვინ რა გითხრათ, ამას ნუ დაიჯერებთ, კი ბატონო. მაგრამ რაც გარეთ გამოვიდა საჯაროდ, რა განცხადებებსაც უკრაინის მაღალჩინოსნები აკეთებდნენ და რა განცხადებაც ზელენსკიმ გააკეთა და რისთვის გააკეთა და რისთვისაც გაიწვია ელჩი, ეს მათი გონების გახსნისთვის, ვინც აგენტი არ არის და ამ აგენტს უჯერებს, საკმარისი არ უნდა იყოს? არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ.
ბაზები განთავსდეს, სანქციები დაუწესეთ, მოხალისე მებრძოლები გაგზავნეთ, საბრძოლო მასალა გაუგზავნეთ, ეს მაინც საკმარისი არ არის იმისათვის, რა ზრახვები აქვთ, რა მიზნები აქვთ საქართველოსთან მიმართებით? თუ მაინცდამაინც უნდა ნახოს ვიღაცამ ჩანაწერი, რომ ვიღაც მოდის და „შედით სასწრაფოდ და დაიწყეთ ომი და მერე ჩვენ მოგეხმარებით და იქნებ პარტიზანული ბრძოლებით თავი გაიტანოთ“, ეს უნდა გამოვარდეს მაინცდამაინც, რომ დაიჯერონ ელემენტარული რეალობა და გონება გაეხსნას? მე მგონია, რომ ყველა მათი ნაბიჯი, ფრთხილად, შეპარვით, ერთი პერიოდი საერთოდ უარყოფდნენ მსგავს განცხადებებთან კავშირს, ახლა კიდევ აპარებენ როგორც ჩანს საქართველოსთან მიმართებით.
აქვთ გეგმა, რომ ეს ქვეყანა გამოყენებული იქნეს გლობალურ რაღაც დაპირისპირებაში, როგორც ერთი პაიკი, უმნიშვნელო, რომელიც პატარა დარტყმას ვიღაცას თუ რაღაცას მიაყენებს. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ.
საქართველოს ინტერესში არ შედის ეს. შეიძლება ყველას ინტერესში შედიოდეს, მაგრამ ეს არ შედის საქართველოს ინტერესში და საქართველო არასდროს და მისი ხელისუფლება არ გააკეთებს იმას, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1782902884
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები თითქმის ყოველთვიურად იზრდება, მათ შორის ტრანსპორტის, ტურიზმისა და მრავალ სხვა სფეროში
„საქართველოს უზბეკეთთან ორმხრივი ურთიერთობები წლებია, სწრაფად ვითარდება, რასაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ და რის გარშემოც, პოლიტიკური თვალსაზრისით, ორივე მხარემ ავიღეთ ვალდებულება, კიდევ უფრო განვამტკიცოთ...
1782902530
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ჩვენი სამართალდამცავი სისტემის, საქართველოს ხელისუფლების მიზანია დანაშაულისგან, სიძულვილის ენისგან, დაპირისპირებისგან მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფო
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული სახელმწიფო ისტორიულ მაქსიმუმზეა როგორც უსაფრთხოებისა და სხვადასხვა სახის დანაშაულთან ბრძოლის შედეგებით, ასევე რეალურ დროში პრევენციული ღონისძიებების გატარების ხარისხით, თ...
1782902255
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე, დაახლოებით, 7 მილიარდ აშშ დოლარს დააბანდებს და კვლავაც გააგრძელებს ინვესტირებას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რეგიონული დაკავშირებადობის და ამ კუთხით სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორების...
1782902148
ახალი ამბებიშსს: 2026 წლის 1-ელი ივნისიდან 1-ელი ივლისის ჩათვლით სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც საერთო სასამართლოებში უკვე წარდგენილია 150 საქმე
შსს-მ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოვლენილ სავარაუდო სამართალდარღვევათა სტატისტიკის შესახებ სააგენტო „ნიუსჰაბს“ ინფორმაცია მიაწოდა. „2026 წლის 1-...
1782901378
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: პროკურატურას და შს სამინისტროს პრაქტიკულად გასამმაგებული მაჩვენებლები აქვთ ორგანიზებულ დანაშაულთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის თვალსაზრისით
პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრაქტიკულად გასამმაგებული მაჩვენებლები აქვს ორგანიზებულ დანაშაულთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ს...































