ზაქარია წიკლაური ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დელეგაციასთან ერთად სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ადგილობრივი ხელისუფლების მიწვევით გამართულ შეხვედრებს დაესწრო

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ადგილობრივი ხელისუფლების მიწვევით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ბელგრადის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრები მხარეთა დაახლოებას, გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხო.

ზაქარია წიკლაურმა სხვა დელეგატებთან ერთად შეხვედრები გამართა ბელგრადის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იგორ იავანოვიჩთან, ასევე, საკრებულოს წევრებთან - ვლადიმერ ტრაჟკოვიჩსა და მირა იავანოვიჩთან. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკებსა და მუნიციპალური მართვის თანამედროვე მიდგომებს.

დელეგაცია ასევე შეხვდა ბელგრადის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელ კატერინა კუბრიკს და ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელ ვიოლეტა ფილიპს. მხარეებმა ქალაქის ეკონომიკური განვითარება, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები მუნიციპალური სერვისების, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის საკითხებსაც შეეხო. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778770259

ახალი ამბები

ფოჩხუა: 1000 დოლარს რომ გადაუხდიან ნაცები, ჯო უილსონი გამოვარდება და საქართველოს მთავრობას კომუნისტური ჩინეთის გავლენის ქვეშ მყოფად მოიხსენიებს, თითქოს ნანახი არ ჰქონდეს მისი ქვეყნის პრეზიდენტის დითირამბები სი ძინპინთან

„ხვალ რომ 1000 დოლარს გადაუხდიან ნაცები, ჯო უილსონი გამოვარდება და საქართველოს მთავრობას კომუნისტური ჩინეთის გავლენის ქვეშ მყოფ ძალად მოიხსენიებს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ტრამპისა და სი...

 ნინო ფოჩხუა

1778768297

ახალი ამბები

მახაშვილი: მოლდოვისგან გასაკვირი არაფერია, ბოლო წლებში ვნახეთ, მოლდოვის პრეზიდენტმა როგორ მოასუფთავა მედიასივრცე და დატოვა მხოლოდ ის ერთი-ორი არხი, რომლებიც პირდაპირ სამთავრობო პროპაგანდაა

ეს არის გაგრძელება იმ ძალისხმევის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ მათთვის არასასურველი ხმები გააჩუმონ, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევ...

ლევან მახაშვილი:

1778766812

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის მიერ ქართული მედიისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება საინტერესოა იმ მხრივაც, რომ სრულად აშიშვლებს დღევანდელი ბრიუსელის ფარისევლობას

„ევროკავშირის მიერ ათასობით ევრო დაიხარჯა საქართველოს პარლამენტში მოქმედი აკრედიტაციის წესის დისკრედიტაციის კამპანიაში, დღეს კი აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილები...

შალვა პაპუაშვილი

1778765267

მსოფლიო

ნიკოლ​ ფაშინიანი: ჩვენ რუსეთთან კონფლიქტში არ შევალთ, პირველ რიგში იმიტომ, რომ რუსეთთან დაპირისპირება ჩვენს მასშტაბებს აღემატება - ჩვენ მოკრძალებული სახელმწიფო ვართ

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი რუსეთთან კონფლიქტში არ შევა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსკოვთან დაპირისპირება არც ერევნის მიზანი და არც მისი მასშტაბია. „ჩვენ რუსეთთან კონფლიქტში ა...

ნიკოლ ფაშინიანი

1778764033

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6802 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ლარის კურსი