„თანხა რომ დამეფარა, სასწრაფოდ მომიხდა ქვეყნის დატოვება“ - ემიგრანტი ჟურნალისტის ბლოგი

ამ სტატიას არ აქვს ქართული განათლების სისტემის შეფასების ამბიცია. ავტორს მხოლოდ ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი სუბიექტური მოსაზრებების გასაჯაროების სურვილი ამოძრავებს.

 

ჩემმა ახლობლებმა იციან, რომ განათლება ჩემთვის ერთ-ერთი პირველ ადგილზე მდგომი პრიორიტეტია. საქართველოში ცხოვრების და მუშაობის პირობებშიც, როდესაც ჩემი მოკრძალებული შემოსავალი არ მაძლევდა ამის საშუალებას, მუდმივად ვცდილობდი სხვა, დამატებითი საშუალებები მომეძიებინა ორი მოზარდის სწავლისა და განვითარებისთვის. არ იყო მარტივი. მაგალითად, პატარაობიდანვე მინდოდა, ორივეს უცხო ენები ესწავლა, ესეც დიდ ფულად რესურსებთან იყო დაკავშირებული. ხან ვახერხებდი, ხან ვერა. ჩემი შვილის დამრიგებელი ვერაფრით იგებდა, რატომ ვერ ვახერხებდი მე, მარტოხელა დედა ბავშვის დამატებით მომზადებას, მაგალითად მათემატიკაში, როდესაც ეს მას აუცილებლად სჭირდებოდა. ერთი მარტივი მიზეზის გამო - ფული არ მყოფნიდა!

ჩემი უფროსი გოგონას საუნივერსიტეტო მომზადებისათვის, სახლი გავყიდეთ, ნაკლებად პრესტიჟულ უბანში გადავინაცვლეთ და ასე მოხერხდა რეპეტიტორებისთვის ხელფასების გადახდა. მაგრამ შემდეგ, უნივერსიტეტის თანხა რომ დამეფარა, სასწრაფოდ მომიხდა ქვეყნის დატოვება. ასეთი ისტორია უამრავ დედას აქვს საქართველოში.

2020 წლის მარტის შემდეგ ჩემს უმცროს, მეთორმეტეკლასელ შვილს სკოლის მერხთან გაკვეთილები აღარ ჩატარებია. ისე გადის უფროსკლასელობის სამი წელი, ბავშვებს ერთმანეთი არ უნახავთ. პირდაპირ, მხსნელად მოევლინა პანდემია ზარმაც და უმოტივაციო მასწავლებელთა ლეგიონს. არ ვამტკიცებ, რომ დისტანციური განათლება სრულიად არაფრის მომცემია. როდესაც ბავშვს აქვს სურვილი და პასუხისმგებლობის გრძნობითაცაა დაჯილდოებული, ის ახერხებს დისტანციურადაც მიიღოს მაქსიმუმი.

ისევ ჩემი უმცროსი შვილის მაგალითის მოყვანა მომიწევს: ორი წელია იაპონური ენის ცენტრში სწავლობს, ყველა გაკვეთილი დისტანციურად ჩაუტარდა ამ პერიოდში, მაგრამ ის უკვე ახერხებს იაპონურ ენაზე კომუნიკაციას. ანუ ორმხრივი მზაობაა საჭირო, მასწავლებლის და მოსწავლის ტანდემი ერთნაირ სიხშირეზე უნდა იმყოფებოდნენ. ამ შემთხვევაში შედეგი დგება, მაგრამ ასეა სასკოლო გაკვეთილების მიმდინარეობისას? მერწმუნეთ, რომ არა!

მეუბნებიან რომ იანვრიდან ბევრი რამ შეიცვლება ქართულ სკოლაში, უპირველესად, ბავშვებისადმი აბუჩად ამგდები და დამამცირებელი დამოკიდებულება. ჩემმა უახლოესმა მეგობარმა ჩვენს არცთუ ახალგაზრდულ ასაკში, პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა. ჩააბარა მასწავლებლობისთვის საჭირო ყველა გამოცდა და ახლა სტატუსის მოსაპოვებლად ასპროცენტიანი სახელმწიფო გრანტით ერთ-ერთ კერძო უნივერსიტეტში სწავლობს. სწავლობს არა მათემატიკას, რომელიც მისი პროფესია იქნება, არამედ იმას, როგორ უნდა ასწავლოს მათემატიკა ბავშვებს, ისე რომ პატარაობიდანვე არ შეიძულონ საგანი.

გეცნობათ ხომ სიტუაცია? ქართველი ბავშვების 70 პროცენტზე მეტს მათემატიკა იმიტომ სძულთ, რომ მასწავლებელი ვერ ახერხებს სწავლებას. ჩემი მეგობარი მიყვება, რომ მომავალი სასწავლო სემესტრიდან ასე აღარ იქნება. ის მასწავლებლები, რომლებმაც მინიმალური კომპეტენცია ვერ დაადასტურეს, იძულებულები გახდებიან, ან ცოდნის დონე აიმაღლონ, ან დატოვონ სკოლა. განათლება რომ პროგრესია, ეს სადღეგრძელო ყველამ ვიცით. განათლებულ საზოგადოებას რომ ვერ მართავს და შენს ჭკუაზე ვერ ატარებ, ესეც! მაგრამ კიდევ ერთ რამეს დავაკვირდი. განათლებულ საზოგადოებებში თითქმის არ არსებობს აგრესია, სიძულვილი და ფანატიზმი. ასეთ საზოგადოებაზე უარყოფით გავლენას ვერც ბუნებრივი პირობები ახდენს, მაგალითად ჩრდილოეთში მკაცრი ყინვების და ძალიან ცოტა მზის ქვეყანაში, ფინეთში შემდგარი, განათლებული საზოგადოება ცხოვრობს, რომელსაც ქართველისგან განსხვავებით, არ აწუხებს სიცივე ზამთარში ან სიცხე ზაფხულში. ქვეყანამ მოახერხა განათლების ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, სწავლა და შემეცნება ბავშვისთვის სიამოვნებაა და არა ტანჯვა.

მეუბნებიან, რომ მალე ჩვენთანაც ასე იქნება, რომ მასწავლებელი ვეღარ შეძლებს დაამციროს ბავშვები მთელი კლასის წინაშე. ცოტა სკეპტიკურად კი ვუყურებ, მაგრამ ვცდილობ რწმენის ნასახი გამოვძებნო საკუთარ თავში. ჩემს აქ ყოფნას, სადაც თავს მეორეხარისხოვან ადამიანად აღვიქვამ, სწორედ განათლების ნაკლებობას ვაბრალებ.

სამყარო ისე ვითარდება, იმდენი რამეა სასწავლი, მხოლოდ უნივერსიტეტის დამთავრება არ კმარა. მე კი ვერ შევძელი ავყოლოდი ამ განვითარებას. ახლა ჩემი შვილების განათლებისთვის ვიბრძვი, სხვა ქართველი დედების მსგავსად, უცხოეთში რომ გადაიხვეწნენ. მაგრამ მერწმუნეთ, ცალკეული დედების მცდელობები საერთო სურათს ვერ შეცვლის. განათლებულ საზოგადოებას რომ ვიქცეთ და ერთხელ და სამუდამოდ გვეშველოს, სკოლა უნდა შევცვალოთ, მთლიანად და დაუნდობლად.

ლალი იმედაიშვილი, სპეციალურად exclusivetv.ge-სთვის ლომბარდიიდან

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 “უცხოეთში დროებით თუ სამუდამოდ დაკარგულმა ქალებმა ვიცით, რა მსხვერპლზე მივდივართ და რატომ ვაკეთებთ ამას“ - ლალი იმედაიშვილი

📌 ემიგრანტი ჟურნალისტი - „ისევ მაქ ვიქნებოდი, ოთხას ლარიან ხელფასს მიჩიჩინებული და მშვიდად დავიხოცებოდით შიმშილით“

📌 “საბერძნეთამდე ავტობუსში მოწყობილი სპეციალური სამალავით ჩააღწია, მაგრამ ჩაკეტილი სივრცის შიში დასჩემდა“ - წერილი ემიგრანტ მეგობარს

📌 იტალიაში ყველაზე ორიგინალური ნაძვის ხე მოდენაში დაიდგა - რისგან შექმნეს ის?

📌 ვენეციის ლაგუნაში საშობაოდ ქრისტეს ბაგა წარმოადგინეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785093323

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: ექვსი თვის მაჩვენებლებით საქართველოს რკინიგზაში ტვირთბრუნვა გაზრდილია დაახლოებით 10%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით

„ექვსი თვის მაჩვენებლებით საქართველოს რკინიგზაში ტვირთბრუნვა გაზრდილია დაახლოებით 10%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი გან...

თამარ იოსელიანი

1785091447

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი: დასავლური ქვეყნების მიერ ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებისათვის მნიშვნელოვანია ის სატრანზიტო მაგისტრალი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ხაზი საქართველოზე გადის

საქართველოს როლზე გეოპოლიტიკურ პროცესებში, კერძოდ კი, ეკონომიკური პროექტების განვითარებაში ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა. მან კომენტარი გააკე...

ეკა სეფაშვილი

1785089939

ახალი ამბები

ყვარელში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

ახალგაზრდა ქალი, რომელიც ყვარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის საავადმყოფოში მიყვანის დროს მძიმე მდგომარეობაში იყო და მას სიცოცხლისთ...

რუსთავში, დასვენებისა და კულტურის ცენტრალურ პარკში 5 წლის ბავშვი სასრიალოდან ჩამოვარდა, თავი დაარტყა და გაითიშა

1785087845

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი გერმანიის მიერ საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის წაშლაზე: რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ბატონ ფიშერთან არ იქნებოდა დაკავშირებული, დაველოდოთ, როგორი იქნება ოფიციალური ბერლინის პოზიციები სხვადასხვა მიმართულებით

„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ბატონ ფიშერთან არ იქნებოდა დაკავშირებული“, - განუცხადა „იმედის კვირას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გერმანიის საგარეო...

ლევან მაჭავარიანი

1785085797

ახალი ამბები

სოფელ ნასაგურში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ლილოს მიმდებარედ სოფელ ნასაგურში სასაწყობე ფართში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო exclusivetv.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. ხანძრის შედ...

სახანღ