საბერძნეთის სააპელაციო სასამართლოში, ქირურგის მიერ მოკლული 36 წლის ქართველი ქალის, საქმის განხილვა განახლდა

თესალონიკის სააპელაციო სასამართლოში 2017 გარდაცვლილი, 36 წლის ქართველი ქალის, დიანა ბერიძის მკვლელობის საქმის განხილვა განახლდა.

სასამართლო პროცესი დღეს დაიწყო და სავარაუდოდ, რამდენიმე დღე გაგრძელდება. "განზრახ არაფერი გამიკეთებია, მისი მოკვლის განზრახვა არ მქონია", - განაცხადა დღეს დაწყებულ სასამართლო პროცესზე 42 წლის ექიმმა. 

გარდაცვლილის ახლობლები და ნათესავები კი ამტკიცებენ, რომ "ეს არ იყო სამედიცინო შეცდომა, არამედ  განზრახ ჩადენილი დანაშაული", ვინაიდან ექიმმა მის გადასარჩენად არაფერი იღონა, მით უმეტეს როდესაც შემთხვევა საავადმყოფოს შენობაში მოხდა.  

ამასთანავე ექიმმა გააჩინა იმის ეჭვიც, რომ ქალის გარდაცვალების საქმეში მისი ქმრის ხელი ერია. 

"როცა ჩემი ცოლი მოკლეს, ჩვენი სამივე შვილი არასრულწლოვანი იყო. დღეს ჩვენ სასამართლოში ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ პირველი ინსტანციით ექიმისთვის გამოტანილ უვადო თავისუფლების აღკვეთას.. ოჯახის განცხადებით, ეს იყო განზრახ დანაშაული, ფაქტები და დოკუმენტები კი უდავოა. 

 

 

როგორც ცნობილია დიანა ბერიძე, 2017 წელს თესალონიკის ჰიპოკრატეს საავადმყოფოში ვიზიტის შემდეგ გაუჩინარდა მოგვიანებით კი მისი ცხედარი ქალკიდიკის ტერიტორიაზე იპოვეს.  

36 წლის ქართველი ქალის მკვლელობაში  ბრალდებულია, სისხლძარღვთა ქირურგი, რომელსაც სასამართლოს პირველ ინსტანციაში, ერთხმად, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

2017 წელს, 36 წლის, სამი შვილის დედა თესალონიკის ჰიპოკრატეს საავადმყოფოს, ვარიკოზული ვენების მოსაცილებლად ეწვია. 43 წლის ექიმმა, რომელმაც 36 დიანა მიიღო მას 2 ძლიერი საანესთეზიო საშუალება მისცა, რომლებიც როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, იმ ოპერაციისთვის რომელიც ქალს  უნდა ჩატარებოდა, საერთოდ არ იყო საჭირო.  მისი გარდაცვალება სწორედ ექიმის მიერ მიცემულმა  საანესთეზიო საშუალებებმა გამოიწვია. 

 როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბრალდებულმა ექიმმა, დანაშაული დაფარვის მიზნით, 36 წლის გარდაცვლილი ქალის ცხედარი საკუთარ მანქანით  ქალკიდიკში გადაიყვანა და კლდიდან გადააგდო.

პირველ სასამართლო ინსტანციაზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ  ქალის გარდაცვალება, სამედიცინო შეცდომის შედეგი იყო. საკუთარი შემდგომი საქციელი (დანაშაულის დაფარვის მცდელობა) კი იმით გაამართლა, რომ ვერ იპოვა გამბედაობა ვინმესთვის მოეყოლა რაც მოხდა. 

დიანა ბერიძის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, თესალონიკის ადმინისტრაციულმა  სასამართლომ,  მისი ოჯახისთვის 700 000 ევრო კომპენსაცია დააკისრა. 

ასევე საინტერესოა:

🔵საბერძნეთში, "მაიმუნის ყვავილის" პირველი საეჭვო შემთხვევა არ დადასტურდა

🔵საბერძნეთში 1 ივნისიდან, დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება იხსნება - სად დარჩება სავალდებულო ?

🔵ბერძენ ქალს შეატყობინეს, რომ 47 წლის ემიგრანტ კაცზე იყო დაქორწინებული

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790272371

ახალი ამბები

ირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთში გავმართეთ ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ჩამოვიტანეთ კონკრეტული წინადადებები, პროექტები და თითქმის ყველა მიმართულებით შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე

„მნიშვნელოვანი და ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი დავასრულეთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინეთში ვიზიტის შეფასების...

ირაკლი ნადარეიშვილი

1790269754

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა გიორგი ჩუბინიძეზე: გერმანიაში იმალება და იქიდან მავნებლობს ეს ქალაჩუნა რადიკალი, ჩემზე მორიგი სიყალბე და აბსურდული განცხადება გაუვრცელებია!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, მის შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ზარქუა აღნიშნავს, ოპოზიციის აქტივისტმა გიორგი ჩუბინიძემ, მისი სახელით აბსურდული...

ირაკლი ზარქუა

1790268589

ახალი ამბები

თამარ ჩიბურდანიძე: საქართველომ კი არ აქცია ზურგი დასავლეთს, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს, არამედ უარი თქვა ცრუ დემოკრატიაზე, რასაც ქვეყანა აშკარა დაღუპვამდე მიჰყავდა

„როგორც საქართველოშია რადიკალური ოპოზიცია თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ამავე მდგომარეობაში არიან მათი დამკვეთები ევროპაშიც. ამაზე მეტყველებს არჩევნები. ვხედავთ, თუ რა ხდება გერმანიაში, რას ელიან საფრანგეთ...

თამარ ჩიბურდანიძე:

1790265167

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთში ვიზიტისას დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ენერგეტიკის, ისევე როგორც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს

„ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მივიღეთ გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში, სადაც სიტყვით გამოსვლისას ამომწურავად ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც საქართველ...

 მარიამ ქვრივიშვილი

1790264283

ახალი ამბები

საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება

სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დაავადებებზე ზედამხედველობას და ლაბორატორიულ კვლევებს, მათ შორის ფრინველის გრიპზე. ჩატარებული კ...

ფრინველის გრიპი