უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო „ნაქსუს გრავიერა“-ს საფრთხე ემუქრება
საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე ფერმერები და მწარმოებლები საკვებისა და ენერგიის ფასის ზრდის გამო სასოწარკვეთილებაში არიან.
ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
ნაქსოსის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით "ბოლო დროს 300-ზე მეტი ძროხა და 30000-ზე მეტი ცხვარი და თხა დაიკლა, რომლებიც სხვა პირობებში პროდუქტიული ცხოველები იქნებოდნენ“.
რის შედეგადაც სუპერმარკეტების თაროებიდან ცნობილი „ბრენდირებული“ პროდუქტის „ნაქსუს გრავიერა“ (γραβιέρα της Νάξου) გაქრება. შესანიშნავი ხარისხისა და გემოს ცნობილი ყველი ძალიან პოპულარულია და მხოლოდ ნაქსოსში წარმოებული რძისგან მზადდება.
"მეზობელი კუნძულიდან რძეს ვერ ჩამოვიტანთ, რადგან ჩვენ მკაცრად ვიცავთ მის ტრადიციულ რეცეპტს (სავაჭრო ნიშანს) “, - ამბობს ბატონი კაპუნისი.
მისი თქმით, ბოლო დრომდე კუნძულს რძით, 130000 ცხვარი და თხა და 4000 ძროხა ამარაგებდა "„არ ვიცი, ახლა რამდენი მათგანია ცოცხალი. ჩვენ ველოდებით ინვენტარის მონაცემებს. ამ დროისთვის კუნძული 34 ტონა რძეს აწარმოებს, შარშან ამავე დროს 40 ტონა გვქონდა. საქონლის შემცირების გარდა, ეს გამოწვეულია იმითაც, რომ ინფლაციის გამო ცხოველები სათანადოდ არ იკვებებიან, რის შედეგადაც ისინი აღარ იძლევიან იმდენ რძეს რამდენიც საჭიროა“.
როგორც მან აღნიშნა, ფერმერები, დეფიციტში მყოფი და გაძვირებული, ცხოველის საკვების შესაძენად იძულებულნი გახდნენ ბულგარეთში გადასულიყვნენ.
ნაქსოსის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაციის პრეზიდენტი, სახელმწიფოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
ასევე საინტერესოა
🔵9 მაისს, ათენის ცენტრში შადრევანი უკრაინის დროშის ფერებით განათდა
🔵საბერძნეთში, 36 წლის ქალმა ყოფილ მეუღლეს სამსახურში მიაკითხა და სცემა
1791900196
ახალი ამბებისაპატრიარქო: 14 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი შიო III წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს
ამა წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრ...
1791898216
საზოგადოებაპარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება და 80 ხმით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარი...
1791896903
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5989 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5994 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...
1791896373
ახალი ამბებინათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს და ალტერნატიულ დირექტორს შეხვდნენ
ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად,...
1791895368
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: გაფართოების პოლიტიკაში დაშვებული იქნა ისეთი უხეში შეცდომები, რომელიც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიას საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აყენებს
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გაფართოების პოლიტიკაში დაშვებულ იქნა ისეთი უხეში შეცდომები, რომელიც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიას საკმაოდ მძიმე მდ...





























