იტალია Green pass-ის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციებს შეზღუდავს

„პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტიას, ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუცია იძლევა, მაგრამ არსებობს გარემოებები, როდესაც აუცილებელია საკითხის დარეგულირება. საჭიროა წესები, რომლებიც იმ მოქალაქეების უფლებებს დაიცავენ, რომლებიც საპროტესტო გამოსვლებში არ არიან ჩართულნი. ვაპირებ ბრძანებულების გამოცემას, რომელიც მანიფესტაციებს გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცევს“, განაცხადა იტალიის შს მინისტრმა ლუჩანა ლამორჯეზემ.

„უკვე მერამდენე შაბათია, როდესაც იტალიის მთელი რიგი ქალაქები მანიფესტანტების მიერ,  თითქმის მთელი დღის განმავლობაში „იბლოკება“. გამოსვლების მონაწილეთა ქმედებები, ხშირად არღვევენ დანარჩენი მოსახლეობის უფლებებს და ხელს უშლიან სამუშაო პროცესს, ეს მაშინ, როდესაც ქვეყანა ეკონომიკურად ფეხზე წამოდგომას ცდილობს. ვეცდებით დავარეგულიროთ აღნიშნული საკითხი იმგვარად, რომ არც მანიფესტანტების უფლებები დაირღვეს და არც დანარჩენი მოქალაქეების სამუშაო და განათლების უფლებები“, ხაზი გაუსვა ლამორჯეზემ.

შეზღუდვა ძირითადად ქალაქების ისტორიულ ცენტრებში საპროტესტო გამოსვლების გამართვას შეეხება. ასევე, მანიფესტანტები ვალდებულნი იქნებიან დაიცვან პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციები, იქნება ეს ნიღბის ტარება, თუ სოციალური დისტანცია. რადგან, ფრიული-ვენეცია-ჯულიას რეგიონში, სადაც ყველაზე მძლავრი და ხშირი იყო ანტივაქსერთა საპროტესტო გამოსვლები, ვირუსის რამდენიმე კერა წარმოიშვა და შექმნა ე.წ. Green pass-ის მოწინააღმდეგეთა კლასტერები. 

მასალის გამოყენების პირობები



მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790795032

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: არ გამოვრიცხავ, მის შემდეგ წერილს გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობოს გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია

„არ გამოვრიცხავ, შემდეგ წერილს ეკა გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია“, - ამის შესახებ საპ...

ირაკლი კირცხალია

1790791981

ახალი ამბები

გენადი არველაძე: CAREC-ის სავაჭრო პალატების ალიანსი, კერძო სექტორს დაეხმარება, უფრო აქტიურად განახორციელოს ბიზნესპროექტები შუა დერეფანში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა) მინისტრთა 25-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ ბიზნესფ...

გენადი არველაძე

1790789585

ახალი ამბები

თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა

თბილისის საკრებულო მსოფლიოს მასშტაბით ოქტომბერში დაგეგმილ ღონისძიებებს უერთდება, რომლის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა. კამპანია „ვარდისფერი ოქტომბერი“ უკვე წლებია ძუძუს კიბოს...

თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა

1790786811

ახალი ამბები

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე: 2027 წლის ბიუჯეტის პირველად ვარიანტში ასახულია ყველა ის ვალდებულება, რომელიც გაცხადებული პოლიტიკის ნაწილში გათვალისწინებულია, როგორც სოციალური კუთხით, ასევე, საჯარო სექტორში ხელფასების ზრდის მიმართულებით

„დღეს პარლამენტს წარედგინა 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი. პირველად ვარიანტში ასახულია ყველა ის ვალდებულება, რომელიც კანონმდებლობით და მთავრობის გაცხადებული პოლიტიკის ნაწილში გათვალისწინებულია,...

ზოგადი

1790785017

ახალი ამბები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ორხან ზეინალოვს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ორხან ზეინალოვს შეხვდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის სექტორში თან...

მარიამ ქვრივიშვილი