იტალია Green pass-თან დაკავშირებულ რეგულაციებს ცვლის?!
იტალია კოვიდ-19-ის მორიგ, მეოთხე ტალღაზე გადავიდა. დღევანდელი მონაცემებით დაინფიცირების ინდექსი 2.06 პროცენტია, მაშინ როდესაც ზაფხულის პერიოდში 1 პროცენტს არ აჭარბებდა. მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლის ქვეშაა, მოახლოებულ საშობაო დღესასწაულებთან დაკავშირებით, ხელისუფლება Green pass-თან დაკავშირებული რეგულაციების შეცვლას აპირებს, რადგან სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები, შეშფოთების მიზეზს ნამდვილად იძლევა.
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მდგომარეობა სავალალოა. გერმანია ისევ "სმარტვორქინგზე" გადასვლას ფიქრობს, ხოლო ავსტრიაში, დღეიდან, არავაქცინირებული მოსახლეობისათვის ნაწილობრივი "ლოქდაუნი" გამოცხადდა.
ამ ყველაფრის ფონზე, იტალიის ხელისუფლებამ, უკვე არსებული რეგულაციების გადახედვა გადაწყვიტა და შესაძლოა სულ მასე Green pass-თან დაკავშირებული ახალი რეგულაციები ვიხილოთ. საუბარია მწვანე საშვის ხანგრძლივობაზე, რომელიც შესაძლოა ერთ წლიდან ცხრა თვემდე შემცირდეს, ხოლო სწრაფი ტესტის პასუხი ვალიდური არა 48 საათის, არამედ 24 საათის განმავლობაში იყოს. სერტიფიკატის ვადების შემცირება ბოლო მონაცემების საფუძველზე იგეგმება. დაკვირვების შედეგად ირკვევა, რომ ვაქცინის ეფექტი მეორე დოზის გაკეთებიდან ექვს თვეში იწყებს შემცირებას, მაგრამ დაცვის ეფექტი მთლიანად არ ქრება. სწორედ ამიტომ განიხილება მესამე დოზის გაკეთება, მაქსიმალურად ოპერატიულად და შესაბამის ვადებში.
ამ ეტაპზე იტალიის მოსახლეობის 86% კოვიდ ვაქცინის ერთი დოზით მაინც არის აცრილი და თუ ევროპის სხვა ქვეყნებისა და იტალიის მდგომარეობას შევადარებთ, ფაქტია, რომ ვაქცინაციის კამპანიამ და Green pass-ის პოლიტიკამ შედეგი გამოიღო, აცხადებს ყველაზე დიდი იტალიური გამოცემა "Corriere della sera".
1794689833
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...
1794687013
მსოფლიოსაპროტესტო ტალღა საფრანგეთში - პოლიციამ 219 პირი დააკავა
საფრანგეთის შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სამართალდამცველებმა 219 პირი დააკავეს....
1794684214
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...
1794683217
სპორტისაქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...
1794680489
სპორტისაბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამე...


































