იტალიაში "ბადანტეებისა" და შინამოსამსახურეების ანაზღაურება მკვეთრად იზრდება

იტალიურმა პრესამ, ოფიციალურად გაავრცელა ინფორმაცია, 2023 წლის 18 იანვრიდან, მომვლელების, ძიძების და შინამოსამსახურეების ხელფასების მომატების თაობაზე. მიმდინარე ცვლილებით, საუბარია, არსებული ხელფასების 9.20 პროცენტით გაზრდაზე. კონკრეტული რიცხვი, სამუშაო ხელშეკრულების ტიპის მიხედვით გამოითვლება.
ეს ერთი შეხედვით სასიხარულო ინფორმაცია, შესაძლოა რიგი პრობლემების სათავე გახდეს. ამის შესახებ აქტიურად ალაპარაკდა ასოციაცია, რომელიც დამსაქმებელი ოჯახების უფლებებს იცავს. იგულისხმება, რომ აღნიშნული ცვლილება ამ ოჯახების ხარჯზე ხორციელდება. "ბადანტეებისა და კოლფების" გაზრდილი ხელფასების გადახდა ისევ და ისევ ოჯახებს მოუწევთ, სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე, რაც იტალიური ოჯახების ისედაც დამძიმებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, კიდევ უფრო დაამძიმებს და გამორიცხული არ არის, რომ მათ უარი თქვან ამ ტიპის მომსახურებაზე, თუ ამას გადაუდებელი საჭიროება არ წარმოადგენს, ან "შავად", კონტრაქტის გაფორმების გარეშე აიყვანონ ოჯახში პერსონალი, რაც თავისთავად კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა.
ვნახოთ, რამდენიმე ვარიანტი, თუ რამდენით გაიზრდება ოჯახებში დასაქმებული პირების ანაზღაურება :
- სამუშაო ხელშეკრულება - C super/30 საათი კვირაში, მომვლელი, persona non autosufficiente (არა თანამცხოვრები)
ხელფასი 926 ევროდან, 1 012 ევრომდე გაიზრდება. გადასახდელ თვიურ კონტრიბუტს 10 ევრო დაემატება და გახდება 117 ევრო. ეს ნიშნავს, რომ თუ ოჯახის მიერ გადასახდელი თანხა წელიწადში იყო 14 236, ამიერიდან ეს თანხა 1 308 ევროთი გაიზრდება და იქნება 15 544.
- სამუშაო ხელშეკრულება - C super/40 საათი კვირაში, მომვლელი, persona non autosufficiente (თანამცხოვრები)
ხელფასი 1 026 ევროდან, 1 120 ევრომდე გაიზრდება. გადასახდელ თვიურ კონტრიბუტს 16 ევრო დაემატება და გახდება 210 ევრო. ეს ნიშნავს, რომ თუ ოჯახის მიერ გადასახდელი თანხა წელიწადში იყო 17 117, ამიერიდან ეს თანხა 1 575 ევროთი გაიზრდება და იქნება 18 752.
- სამუშაო ხელშეკრულება - B super/40 საათი კვირაში, ძიძა (არა თანამცხოვრები და თუ ბავშვი 6 წელზე ნაკლებისაა)
ხელფასი 1 234 ევროდან, 1 348 ევრომდე გაიზრდება. გადასახდელ თვიურ კონტრიბუტს 12 ევრო დაემატება და გახდება 156 ევრო. ეს ნიშნავს, რომ თუ ოჯახის მიერ გადასახდელი თანხა წელიწადში იყო 18 958, ამიერიდან ეს თანხა 1 743 ევროთი გაიზრდება და იქნება 20 701.
ასევე დაგაინტერესებთ:
ემიგრანტი იტალიელები - რატომ ტოვებდნენ ისინი იტალიას?!
იტალიური ენის გამოცდა A2 - რა შემთხვევაში გჭირდებათ ენის სერტიფიკატი?
9 წლის ქართველ გოგონას იტალიაში საპატიო ელჩის სიმბოლური წოდება მიანიჭეს
1755694099
ახალი ამბებიწყალმოვარდნები, ელჭექი და სეტყვა - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. გარემოს ეროვნული სააგენტოც ცნობით, 21 აგვისტოს ღამიდან დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ...
1755692506
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა სარფში 5 516 აბი არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატისა და 807 კაფსული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის მალულად შემოტანის ფაქტები გამოავლინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების მალულად შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა. აღნიშნულთან დაკავშირებით...
1755689013
ახალი ამბები„დაამზადა და 2500 ლარის სანაცვლოდ გაასაღა 11 700 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის თითქოსდა მიწოდების ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადები“ - პროკურატურამ 1 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამო...
1755688007
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისგან განსხვავებით, არის პლატფორმები, სადაც საღად აფასებენ მოვლენებს, ეს მაძლევს იმედს, რომ იდეოლოგიურად მოტივირებული დეპუტატების განცხადებას რეალური შედეგები არ ექნება
„ღიმილის მომგვრელია, როდესაც ის ადამიანები აკეთებენ მსგავსი ტიპის შეფასებებს, რომლებიც გასული საპარლამენტო არჩევნების დღეებში და მომდევნო პერიოდებში პირდაპირ იყვნენ ჩართულნი არჩევნების და ხელისუფლების...
1755685048
ახალი ამბებიბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ
ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებენ. „ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართვ...