"ქართველი ქალები ყველანი ლამაზები არიან" - ინტერვიუ ქართული ფანოღის ვარსკვლავ ალესანდრო კარუზოსთან
ადამიანები პოპულარობის მოსახვეჭად უამრავ დროს, ენერგიას, ფინანსებს და ხშირად ნერვებსაც კი ხარჯავენ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ერთ მშვენიერ დილას გაიღვიძებთ და აღმოაჩენთ, რომ წარმოუდგენლად პოპულარული ხართ. ეს შეიძლება მოხდეს თქვენგან დამოუკიდებლად და პირიქით, გამიზნულად გადადგმული და გათვლილი ნაბიჯი იყოს.
43 წლის იტალიელი ალესანდრო კარუზოს ამბავი, სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანს თავბრუდამხვევი პოპულარობა ერთ დღეში ატყდება თავს. ერთი ქართული ფანოღის იმიტირება"ტიკტოკზე" საკმარისი აღმოჩნდა, რომ მამაკაცს სოციალური ქსელები დაეპყრო. საზოგადოების მხრიდან ინტერესი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტეთ მასთან ინტერვიუ ჩაგვეწერა და აი ისიც:
ალესანდრო კარუზო: ერთი ჩვეულებრივი, ნორმალური კაცი ვარ ნეაპოლიდან. საკმაოდ მრავალრიცხოვან ოჯახში გავიზარდე, ხუთი და-ძმიდან, მეორე ვარ. მაქვს ტანსაცმლის ბრენდული მაღაზია, ასე ვთქვათ ოჯახური ბიზნესია. მეუღლეს გაშორებული ვარ, მყავს 16 წლის ქალიშვილი. ვერთობი "ტიკტოკზე", ეს შემიძლია გითხრათ ჩემზე.
- ვერ ვიტყოდი, რომ ეს მხოლოდ გართობაა, "ტიკტოზე" წარმოუდგენლად პოპულარული ხართ, რაც შეიძლება შემოსავლის წყაროც იყოს.
- ნამდვილად, მაგრამ როდესაც დავიწყე, მიზანი მხოლოდ წმინდა წყლის გართობა იყო. მოგვიანებით მივხვდი, რომ საბედნიეროდ, ბევრ ადამიანს მოვწონდი, რის შემდეგაც განსხვავებული მექანიზმი ამუშავდა.
- რატომ გადაწყვიტეთ ქართულად "ამღერებულიყავით" და როდის აღმოაჩინეთ, რომ ძალიან პოპულარული იყავით იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შორის, და არა მხოლოდ ემიგრანტებში?
- ძალიან მომწონს სხვა ქვეყნების კულტურის გაცნობა. თუ კარგად დააკვირდებით, ნახავთ, რომ ვიყენებ ალჟირულ, თურქულ, ბრაზილიურ, ნეაპოლიტანურ სიმღერებს. ძალიან მომეწონა ერთი ქართული სიმღერა, მისი მელოდია და გადავწყვიტე მეცადა. გულწრფელად რომ გითხრათ, ვერაფერი გავიგე, რაზე იყო საუბარი. თუმცა სულ ცოტა ხანში დავიწყე უამრავი მოწონების და წერილების მიღება ქართველებისგან.
- როგორც გვითხარით, არაერთ ენაზე აკეთებთ სიმღერების იმიტაციას, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შორის თუ გამხდარხართ ასეთი პოპულარული, როგორც ქართველებში?
- კი, რუმინელებსა და ალჟირელებს შორის. ოღონდ შევამჩნიე, რომ... არ ვიცი როგორ ავხსნა, შევამჩნიე რომ ქართული საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, ძალიან ცუდად მიიღო ჩემი ვიდეოები. არ ვიცი, ცუდი რა გავაკეთე. თუ ქართველი იმღერებს ნეაპოლიტანურ სიმღერებს, მე მხოლოდ ამაყი და ბედნიერი ვიქნები და გავიღიმებ, რადგან ლამაზ ჟესტად ჩავთვლი.
- ინსტაგრამზე გამოაქვეყნეთ სტატიის ფოტო, რომელიც მე დავწერე თქვენ შესახებ ქართულად, როგორ აღმოაჩინეთ ეს სტატია და რა იგრძენით, როდესაც ნახეთ რომ უამრავი მოწონება, გაზიარება და კომენტარი ჰქონდა?
- ერთმა პიროვნებამ გამომიგზავნა, რომელსაც ინსტაგრამზე „ვაფოლოვებ“. ძალიან გამაბედნიერა ამ ყველაფრის ნახვამ, ძალიან სასიამოვნო იყო.
- ქართული სიმღერები, რომლებსაც იმიტირებთ, არც თუ ისე გემოვნებიანია, იცით ამის შესახებ?
- არა, არაფერი მესმის. მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვისწავლე ქართულად, მაგალითად: „გაუმარჯოს“, „მადლობა“.
- მინდა პირად ცხოვრებაზეც გკითხოთ... ყველა ფიქრობს, რომ თქვენს ცხოვრებაში ქართველი ქალია...
- მინდა ნათელი მოვფინო სიტუაციას. არასდროს მქონია შეხება საქართველოსთან და ქართველ ქალბატონებთან, სამწუხაროდ!
- მეგობრებიც არ გყავთ ქართველები?
- მეგობრები და ნაცნობები კი, მაგრამ პირადში არასდროს არაფერი ყოფილა.
- ქართველების მხრიდან ყურადღების ასეთი დიდი ტალღის შემდეგ, ხომ არ მოიძიეთ საქართველოს შესახებ ინფორმაცია?
- რასაც ვხედავ, შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი ქალები, ყველანი ლამაზები არიან. ვიცი, რომ არაერთი ულამაზესი ქალაქი გაქვთ, მაგალითად ბათუმი.
- საქართველოში მოგზაურობას არ აპირებთ?
- ჯერჯერობით არა, მაგრამ არასოდეს თქვა არასოდეს. შეიძლება სამსახურებრივად იყოს სიახლე და დიდი სიამოვნებით ჩამოვალ საქართველოში.
- და მაინც, ეს ყველაფერი, თქვენი მხრიდან გათვლილი ნაბიჯი იყო, თქვენი ბიზნესის რეკლამირებისთვის? ეს კითხვა ჩნდება იმიტომ, რომ ბევრი ვიდეო, სწორედ თქვენს მაღაზიაშია გადაღებული.
- გულწრფელად რომ გითხრათ, არ ყოფილა გათვლილი ნაბიჯი. რაც შეეხება მაღაზიაში გადაღებულ ვიდეოებს, აგიხსნით... ძალიან ბევრს ვმუშაობ და დღის განმავლობაში მაღაზიაში 13-14 საათს ვატარებ, შესაბამისად, სხვა გამოსავალი არ მაქვს ვიდეოების გადასაღებად. შემდეგ უკვე რეკლამაც გამოვიდა, რადგან როგორც ამბობენ, მოსწონთ ჩემი ჩაცმის სტილი, მე კი მხოლოდ ჩემს მაღაზიაში ვიცვამ.
- რას ეტყოდით ქართველებს?
- მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო იმ სითბოსთვის, რაც ჩემს მიმართ გამოხატეს და იმედი მაქვს რომ ერთ დღეს ჩავალ საქართველოში და პირადადაც გავიცნობ მათ. საქართველო, მე შენთვის კარგი მინდა. ასევე მადლობა ექსლუზივტვ, წარმატებები (ბოლო ორი ფრაზა რესპონდენტმა ქართულად წარმოთქვა. ავტ.)
ნინა მამუკაძე
იტალია, ფლორენცია
1794411572
ახალი ამბებინათია თურნავა: საქართველოს საფინანსო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი მაღალია, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებები საინვესტიციო პროცედურების გამარტივებას ემსახურება
„საქართველოს საფინანსო სექტორი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით წამყვან პოზიციას იკავებს და ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების დაახლოებით 36-40% სწო...
1794411071
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან, რომ გადაედგათ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მოპასუხე მხარემ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებისა და საბოტაჟისთვის არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან. მანვე აღნი...
1794409593
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს
„საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულის...
1794409444
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით
„საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ავტოს...
1794405675
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და 76 მომხრე და 0 წინააღმდეგი ხმით მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ შესახებ, რომე...






























