Super Green Pass-ის გარეშე იტალიაში ვეღარ იმუშავებ?!
იტალიის მთავრობა მსჯელობს საკითხზე რომ რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს, (მათ შორის აქცენტი კეთდება დასაქმებულ მოქალაქეებზე) დაუწესდეს აცრის გაკეთების ვალდებულება და გაზარდოს ,,სუპერ მწვანე პასპორტიანთა" რაოდენობა ქვეყანაში. ბოლო დროს აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ვაქცინაციის ვალდებულების საკითხზე დასაქმებულ მოქალაქეებში, თუმცა მთავრობას კარგად ესმის რომ ყველა მათგანს ამის ვალდებულებას ვერ დააკისრებს.
მთავრობის კაბინეტში განსახილველად მზაადა დოკუმენტი, რომელიც შეეხება საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის შესახებ ვალდებულების დაკისრებას, რა კატეგორიისთვის გახდება სავალდებულო ,,სუპერ მწვანე პასპორტი" უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
რაც შეეხება 12-დან 18 წლამდე მოქალაქეებს, მათ 10 იანვრიდან შეეძლებათ ვაქცინის მესამე დოზა გაიკეთონ.
,,სუპერ მწვანე პასპორტის" ქონის ვალდებულება ამ დრომდე 60 წლის ზემოთ მყოფ მოქალაქეებს ეხებათ, მათ შორის დასაქმებულებს. რაც შეეხება დისტანციურად მომუშავე მოქალაქეთა ვალდებულებას ,,სუპერ მწვანე პასპორტთან" დაკავშირებით, დაავალდებულებს თუ არა მათ იტალიის მთავრობა ვაქცინის გაკეთებაზე ჯერჯერობით უცნობია, ვინაიდან ამ საკითხზე მიმდინარეობს დისკუსია. შეთანხმდებიან თუ არა მთავრობასთან ერთად რეგიონების გუბერნატორები და პარტიების წარმომადგენლები მალე გახდება ცნობილი.
ახალი ბრძანებულება, რომელსაც მთავრობა ამზადებს ისევ და ისევ კოვიდ პანდემიის შესაჩერებლად არის გამიზნული, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე დაავალდებულონ იმუნიზაციის პროცესში ჩართვისაკენ.
ნონა გედენიძე სპეციალურად ExclusiveTV.ge-სთვის ემილია-რომანიადან
1792088757
ახალი ამბებივარკეთილში საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო
ვარკეთილში ერთ-ერთ ბინაში სავარაუდოდ გაზქურაზე აალება მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ექსკლუზივს“ განუცხადეს ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
1792086808
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ცერემონიის შემდეგ, კონფერენციის მონა...
1792085735
ახალი ამბებიირაკლი ნადარეიშვილი: არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ პერსპექტიული საინვესტიციო პროექტები, მათ შორის სტუმარმასპინძლობის მიმართულებით
„არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან მიმოვიხილეთ ქვეყნებს შორის მიმდინარე ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარე...
1792084456
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა. შეხვედრაზე...
1792081777
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის შესახებ: განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში
„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი...































