1902 წლის სეზონი გომის მთაზე- ვოდევილებით, კონცერტით და პოეზიით
სალონური საღამოები მე-20 საუკუნის დასაწყისში, ევროპის გზაზე შემდგარ საქართველოში არავის უკვირდა, არც მოდური ჩაცმულობა და “ფრანცუცული” ცხოვრების სტილი, მაგრამ იშვიათად მოიძებნება ცნობები ისეთი მასშტაბური ღონისძიებების შესახებ, როგორიც იმ დროინდელი პრესის მიხედვით, ნაფოცხვარას აგარაკზე (გომის მთა) 1902 წელს ჩატარებულა - ვოდევილებით, კონცერტით და პოეზიით.
ცნობები, ასეთი მასშტაბური ღონისძიების გამართვის შესახებ, ზღვის დონიდან 2755 მეტრის სიმაღლეზე, გაზეთ „ცნობის ფურცელის“ ფურცლებზე შემორჩა და სოციალურ ქსელში, კახა ჩავლეშვილმა გაავრცელა.
„აჭარა-გურიის მთის მარცხენა კალთაზე, 17 ვერსტის მანძილზედ ოზურგეთიდან, მდებარეობს პატარა აგარაკი - ნაფაცხვარი. თვალწარმტაცი მდებარეობა სიამოვნებს ჰგვრის მნახველს. ნაფაცხვარი სამივე მხრით შემოსაზღვრულია მშვენიერის ნაძვის ტყით, ხოლო მეოთხე, დასავლეთის მხრით გადაჰყურებს თითქმის მთელ ქუთაისის გუბერნიას და შავ ზღვას.
ამ აგარაკის მშრალს და ზომიერს ჰავას გასაოცარი ზეგავლენა აქვს ხოლმე ადამიანის ჯანღონეზე. საკმაოა ხუთი-ექვსი დღე, რომ ავადმყოფმა თავი უკეთ-იგრძნოს. სახელ-განთქმულია ასევე ნაფაცხვარის მეზობელი - ბახმაროც. უნდა აღინიშნოს, რომ ამ აგარაკებს შორის ჰავის მხრით გარჩევაა. როგორც გამოცდილებამ დაგვარწმუნა, პირველი ჰავა ძალიან უხდება მალარიით ავადმყოფს, ხოლო მეორე - გულსუსტს და ჭლექიანს. სამწუხაროდ ჯერჯერობით ექიმებს ჯერ თავიანთი აზრი არ გამოუთქვამთ ამ აგარაკების შესახებ. ამას გარდა ასავალი გზაც ორსავე აგარაკს ცუდი აქვს, ასე რომ ფრთხილი კაცი ამ გზაზე თავდაუზღვეველი არც იმგზავრებს. საჭიროა აგარაკებისა და სახლების მეპატრონეებმა ყურადღება მიაქციონ ამ გარემოებას და ცოტად მაინც შეაკეთონ უვარგისი და სახიფათო გზები.
ნაფაცხვარში წელს ოცამდე კოხტა სახლია და სამი პატარა დუქანი. მოაგარაკეთა რაოდენობა ორასს სულს აღემატება. რა თქმა უნდა ბევრად მეტი იქნებოდა, რომ სახლების სიმცირესაც ხელი არ შეეშალა.
წლევანდელმა სეზონმა სწორედ, რომ მშვენივრად ჩაიარა. დიდად ასიამოვნა საზოგადოება ბატონმა გიგინეიშვილმა, რომელმაც მთავრობის ნებართვით ივლისის დამლევს გამართა უფასო წარმოდგენა და კონცერტი. ეს გარემოება იმითია მნიშვნელოვანი, რომ წარმოდგენას დაესწრო ბევრი მაჰმადიანი ქართველი. ითამაშეს ვოდევილები, ასევე წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს ქართულ-რუსული სიმღერები“,- წერია გაზეთ „ცნობის ფურცელის“ 1902 წლის ნომერში.

1793897790
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტზე: მთავრობის თანმიმდევრული და სწორი მუშაობის შედეგად, საქართველოს ხმა დღეს უფრო ძლიერად ისმის საერთაშორისო ასპარეზზე
დღეს ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ასეთ ქვეყანასთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის განვითარება საქართველოსთვის განსაკუთრებული მნ...
1793896838
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ახალი, მნიშვნელოვანი და მდგრადი ბაზრების იდენტიფიცირებაზე, ამ სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება
„ჩვენთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორი დივერსიფიცირებულად და მდგრადად ვითარდებოდეს. სწორედ ამ პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია ის, რომ მუდმივად ვზრუნავ...
1793895817
ახალი ამბებითბილისის მერია: ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, თხრის სამარხებს, საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც მიუსაფარ ცხოველებს, ისე მოსახლეობას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე
„ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს თანამშრომლებს, აბულინგებს მათ, თხრის სამარხებს, საფრთხის...
1793892912
ახალი ამბებიჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს შეხვდა
ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცე...
1793889430
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი: „ვეტინგის“ მექანიზმი ქართულ მართლმსაჯულებაში პირდაპირი და უხეში ჩარევის მცდელობაა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, გარე ძალები ცდილობენ, ქართული მართლმსაჯულება საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ, რისთვისაც სხვადა...






























