დღეს ბედობაა – ტრადიცია საქართველოში, რომელიც სამჯერ აღინიშნება
ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, მაგრამ საკმაოდ გავრცელებულია დღესაც და ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ როგორც შეხვდება ამ დღეს, მთელ წელს ისე გაატარებს.
საქართველოში ბედობა სამჯერ აღინიშნებოდა.
პირველი ბედობა ბარბარობას (ბარბალობას) უკავშირდება. ამ დღეს ფეხბედნიერ ადამიანს იწვევდნენ სტუმრად და განსაკუთრებულად უმასპინძლებდნენ, კუთხეების მიხედვით მეკვლეს სხვადასხვა მარცვლეულს ახვედრებდნენ, რაც ბარაქასთან ასოცირდებოდა, მაგალითად მარცვლეულს მეკვლეს ტახტზე უყრიდნენ, რაც შინაური ფრინველების გამრავლებას უკავშირებოდა.
მეკვლეობაა 2 იანვარსაც, თუმცა, ბარბარობისგან განსხვავებით ეს დღე არა მარტო მეკვლეზეა დამოკიდებული, აქ მნიშვნელოვანია როგორ იქცევიან ამ დღეს ოჯახის წევრები.
სტუმრად წასული “მეფეხური” მასპინძელს ლამაზად გამოწყობილი უნდა სწვეოდა, ოჯახისთვის ტკბილეული უნდა მიერთმია და მხიარულ განწყობაზე ყოფილიყო. ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება გაწბილებასთან და მოტყუებასთან იყო დაკავშირებული.ამასთანავე ჩვენი წინაპრები ცდილობდნენ 2 იანვარს ზომიერება გამოეჩინათ და ბედობის დღეს ზედმეტი არ დაელიათ. ესეც ერთგვარად იმის მცდელობა იყო, რომ სიფხიზლე, ფხიზელი გონება დაბედებოდათ.
“შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა“ – ასე ამბობდა ოჯახში ბედობას მოსული სასურველი სტუმარი.
ძველად საქართველოში, სამცხე-ჯავახეთში არსებობდა “ფულის ქადის” ტრადიციაც.
ოჯახის დიასახლისი სპეციალურად ბედობისთვის ტკბილ ქადას ამზადებდა, რომელშიც ხურდა ფულს ათავსებდნენ და მრგვალ ნუგბარს იმდენ ნაჭრად ჭრიდნენ, ოჯახში რამდენი წევრიც იყო. თვლიდნენ, რომ ვისაც მონეტა ამოუვიდოდა, იმ წელს იმ ადამიანს ბარაქა არ მოაკლდებოდა.
ბედობის დღე მესამედ 15 იანვარს აღინიშება.
რაც შეეხება ეკლესიის დამოკიდებულებას ამ დღისადმი, გასულ წელს, მამა პეტრე კოლხი, წერდა:
„არაფრის შეგეშინდეს. ბედობა არ არსებობს. ნურც რაიმე ნიშანს მიაქცევ ყურადღებას.
ცრუ რწმენები აუცილებლად უნდა დათრგუნო.
ეს წარმართობის გადმონაშთია.
თან მარხვა და თან ბედობის აღიარება, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის.
ან ერთი უნდა გწამდეს, ან მეორე… ორი ღმერთის თაყვანისცემა არ გამოვა.
ნურც გულხელდაკრეფილი დაელოდები, რას მოიტანს ხვალინდელი დღე… ზუსტად იმას მოგცემს, რისი ფასიც იშრომე და გაისარჯე.
დღეს ყველაზე მეტი სიკეთე გააკეთე…
ნუ დაუჯერებ ბოდვებს.
ვისაც დახმარება სჭირდება, დაეხმარე, ვისაც პური შემოაკლდა, მიაწოდე.
სხვაზე ზრუნვით მეტი მოგეცემა. არასდროს დარჩები ცარიელი.
თავად ქმნი შენს მომავალს, ყოველგვარი ბედის ჩარევის გარეშე… რადგან ის არ არსებობს. არ არსებული კი ვერაფერში ჩაერევა!..”
1790272371
ახალი ამბებიირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთში გავმართეთ ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ჩამოვიტანეთ კონკრეტული წინადადებები, პროექტები და თითქმის ყველა მიმართულებით შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე
„მნიშვნელოვანი და ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი დავასრულეთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინეთში ვიზიტის შეფასების...
1790269754
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა გიორგი ჩუბინიძეზე: გერმანიაში იმალება და იქიდან მავნებლობს ეს ქალაჩუნა რადიკალი, ჩემზე მორიგი სიყალბე და აბსურდული განცხადება გაუვრცელებია!
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, მის შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ზარქუა აღნიშნავს, ოპოზიციის აქტივისტმა გიორგი ჩუბინიძემ, მისი სახელით აბსურდული...
1790268589
ახალი ამბებითამარ ჩიბურდანიძე: საქართველომ კი არ აქცია ზურგი დასავლეთს, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს, არამედ უარი თქვა ცრუ დემოკრატიაზე, რასაც ქვეყანა აშკარა დაღუპვამდე მიჰყავდა
„როგორც საქართველოშია რადიკალური ოპოზიცია თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ამავე მდგომარეობაში არიან მათი დამკვეთები ევროპაშიც. ამაზე მეტყველებს არჩევნები. ვხედავთ, თუ რა ხდება გერმანიაში, რას ელიან საფრანგეთ...
1790265167
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთში ვიზიტისას დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ენერგეტიკის, ისევე როგორც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს
„ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მივიღეთ გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში, სადაც სიტყვით გამოსვლისას ამომწურავად ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც საქართველ...
1790264283
ახალი ამბებისაქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება
სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დაავადებებზე ზედამხედველობას და ლაბორატორიულ კვლევებს, მათ შორის ფრინველის გრიპზე. ჩატარებული კ...































