ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას ოფიციალურ ვებგვერდზე ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მისი კიდევ ერთი წინასწარმეტყველება ქვეყნდება:
„შეგახსენებთ იმ წინასწარმეტყველებების ნაწილს, რომლებიც ლელა კაკულიას ამ ქვეყნის შესახებ აქვს წარმოთქმული - წერია მის გვერდზე:
1992 წელი, 22 მარტი.
ყაზახეთში დიდი არეულობა იწყება. მოდის მათი იმამი − ანტიქრისტეს განსახიერება, მიჰყვება ხალხი, ირღვევა რუსეთთან კონტაქტი, დიდი ომი, სისხლის ღვრა.
1993 წელი, 12 ივლისი, ღამის 12 საათი.
რუსეთი, ვხედავ, ჩიხშია მომწყვდეული. ღმერთი უხდის სამაგიეროს. ომები ყაზახეთში, უზბეკეთში, ომი უკრაინასთან, ომი ჩრდილოეთ კავკასიაში... რუსეთმა საკუთარი ხელით ამოითხარა სამარე.
2005 წელი, 27 მარტი.
მოსკოვი იძაბება. ყირგიზეთში შიდა ომები იქნება. ყველაფერი აირევა. აირევა ყაზახეთიც. აი ნახავთ!
2008 წელი, 9 სექტემბერი, დილის 5 საათი.
რუსეთი ვერ შექმნის რუსულ ნატოს... მოკლედ, უზბეკეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი დასავლეთსა და ამერიკას არასდროს დაუპირისპირდებიან, რუსეთთან კი ბევრ რამეზე ვერ შეთანხმდებიან — ბოლოს და ბოლოს, მობეზრდებათ და უარს ეტყვიან.
2008 წელი, 21 ნოემბერი.
ვხედავ, ყაზახეთისა და რუსეთის ურთიერთობები თითქოს ძალიან დამთბარია. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს. ყაზახეთის პრეზიდენტი ნაზარბაევი ძველი, ჭკვიანი კომუნისტია. ის რუსეთის კაცია — ასე ჩანს და ასეც არის. ევროპა შორსაა, რუსეთი კი საზღვარზეა. ბევრი რამ საერთო აქვთ, ეკონომიკურადაც გადაბმულები არიან, რუსეთის პრეზიდენტებიც დიდ ყურადღებას უთმობენ, რათა სხვა ქვეყნებივით ყაზახეთმაც არ შეაქციოს ზურგი რუსეთს.ნავთობი... ყაზახეთ-რუსეთის პროექტი... მილებმა უნდა გაიაროს რუსეთზე... მაგრამ, ვხედავ, რომ მომავალში ენერგორესურსების მილების საქართველოზე გაყვანა ყველაზე მოგებიანია.
რუსეთის მიერ ენერგორესურსების მიწოდებას ევროპისთვის თვითონ ევროპა ეჭვის თვალით უყურებს, რადგან რუსეთს აღარ ენდობა და არც აზრის შეცვლა სურს. აქ ევროპას, ვხედავ, სერიოზული წინადადება აქვს ყაზახეთის პრეზიდენტთან, რომელიც ევროპის მიმართულებით მაინცდამაინც დაინტერესებული არ არის. ვხედავ, ევროპული დემოკრატია ძველ პრეზიდენტს არ მოსწონს, მაგრამ გრძნობს იმასაც, რომ „ესენგეს“ დიდი დღე არ უწერია, რომ „ესენგეც“ დაიშლება, როგორც რუსეთი (დიახ, რუსეთი აუცილებლად დაიშლება!).
ასე რომ, ყაზახეთის პრეზიდენტს დიდი თამაში მოუწევს.მაგრამ ყაზახეთში, ვხედავ, მოულოდნელად იცვლება მთავრობა, რომელიც უფრო ევროპისკენ იყურება და ფიქრობს, რომ დროა, აღარ ეშინოდეთ რუსეთისა. ყაზახეთს რუსეთთან, ეკონომიკაა ეს თუ სხვა რამ, აკავშირებს შიშის ფაქტორი. მაგალითები კი იმისა, რაც რუსებმა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს გაუკეთეს, იცოცხლეთ, უამრავი აქვთ. ეს კარგად იცის ძველმა კომუნისტმა ნაზარბაევმა და ფრთხილობს, არ გააღიზიანოს რუსული დათვი. თუმცა ისიც ისევე აზროვნებს, როგორც რუსები.მოკლედ ახალი მთავრობა დიდ სიურპრიზებს მოუწყობს რუსეთს.
მინდა აღვნიშნო: ევროპა მაშინ დათანხმდება მიიღოს რუსულ-ყაზახური გაზი, ანუ ენერგორესურსები, თუ მათ პარალელურად ექნებათ მყარი ალტერნატივა. ეს კი კავკასიაზე, ანუ საქართველოზე გამავალი მილებია. ეს არის ევროპისთვის უტყუარი, სანდო ალტერნატივა. ვხედავ, რომ ეს ასეც მოხდება. ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველო — აი ის რეალური გზა, საიდანაც ევროპა მიიღებს ენერგორესურსებს.
დიდ ბრძოლებს მართავს რუსეთი, მაგრამ არაფერი გამოუვა. აქ ამერიკაა ჩართული, ვხედავ, და ამ შანსს ისინი ხელიდან არ გაუშვებენ.ვხედავ, აზიის ყველა ენერგორესურსი გაივლის კავკასიაზე — მხოლოდ საქართველოს „აბრეშუმის გზით“. ეს ჯერ კიდევ 1990-1992 წლებში ვიწინასწარმეტყველე. ვხედავ, რა თქმა უნდა, ირანი ყველაზე მეტად იაქტიურებს, რომ ევროპაზე მხოლოდ საქართველოზე გავლით გავიდნენ, ვინაიდან ეს ყველაზე მოკლე და მოგებიანი გზაა ირანისთვის.
ვხედავ, რუსეთი ნელ-ნელა კარგავს ძალას აზიაშიც. მეტი ნაწილი დღეს უკვე დაკარგულიც აქვს.ყაზახეთის ახალი მთავრობა აბსოლუტურად შეცვლის (ასე იტყვიან) ქვეყნის ძველ სტილს, რომელიც ისევ კომუნისტურად იმართებოდა და ბევრი რამ ქვეყნის სასიკეთოდ არ კეთდებოდა (ისინი ასე მიიჩნევენ). და ვხედავ, ერთ დროს რუსეთის დიდი მეგობარი ყაზახეთი რუსეთს აუცილებლად დაუპირისპირდება და [თავისას] მოითხოვს რუსეთისგან — შეეხება ეს კონომიკასა თუ საზღვრებს.დაიმახსოვრეთ: საზღვრები დიდ, საკამათო დიალოგებს გამოიწვევს. თითქმის ომამდე მიდიან. რუსეთი ხომ გაწაფულია ომებში, უბრალოდ, ბოლო დროს აგებენ. ეს ასრულდება ასი პროცენტით.
2011 წელი, 10 იანვარი.
ვხედავ, მომავალში მოსკოვში იქმნება კავკასიელების, უზბეკებისა და ყაზახების ფარული დაჯგუფებები, მსგავსი რუსი სკინჰედებისა.თუმცა მათ შორის სხვაობა ისაა, რომ ჩინგიზ ყაენის შთამომავლები გაჰყვირიან, რუსეთის ტერიტორია — ეს ყაზახების ტერიტორიაა; რომ რუსებმა მათი მიწები დაიპყრეს და ახლა ისინი იბრძოლებენ მისთვის. ეს იქნება ძალიან საშიში პერიოდი.გაიმართება დიდი, ხელჩართული ბრძოლები. რუსეთის მთავრობა ძალისმიერ მეთოდებს გამოიყენებს. ნამდვილი ომი გაჩაღდება შუა დედაქალაქში. სრულდება წარსულში ნაწინასწარმეტყველები, რომ მუსლიმები მოსკოვში შეუცვივდებიან რუსებს. ისინი მოაწყობენ ტერორებს, ააფეთქებენ ყველაფერს, ირბენენ ტრაფარეტებით: „რუსებო, გაეთრიეთ დიდი ჩინგიზ ყაენის სამშობლოდან. ეს ჩვენი მიწებია!“დადგება დრო, როცა უკვე რუსებს ეშინიათ ქუჩაში გამოსვლისა. და რაც მთავარია: თვითონ რუსული პოლიცია სკინჰედების როლს ითამაშებს, გაასწრებენ კიდევაც მათ. აქ ჯარიც იქნება ჩართული. რასაც ვხედავ, ძალზე მძიმე საყურებელია.მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებლად იქნება მცდელობა კრემლის გადაწვისა. ააფეთქებენ კრემლის ერთ კედელს. ამაზე მთელი რუსეთი გაგიჟდება და დაიწყება საშინელი დაპირისპირებები. ეს ფაქტი ააფორიაქებს სხვა სახელმწიფოებსაც — ევროპას. მაგრამ ამერიკა კი სიამოვნებით ადევნებს თვალ-ყურს რუსეთში მიმდინარე მოვლენებს. ვითომ მიუსამძიმრებს შექმნილი ვითარების გამო, მაგრამ არ დაიჯეროთ. ეს ყველაფერი ამერიკის პოლიტიკაზე, მის წისქვილზე წყლის დასხმას ჰგავს, რადგან რუსეთს საგარეო პოლიტიკისთვის ისე აღარ სცალია. თუმცა, ფრთხილად! ვინაიდან განრისხებულ და ჭკუაგადაკეტილ დათვს — რუსულ დათვს — მერე ვეღარაფერი შეაჩერებს. დემოკრატიასაც და მშვიდობასაც მიაფურთხებს და იწყება ნამდვილი ბრძოლები. ეს მეორე მსოფლიო ომზე უარესია. დაერევიან ჩინგიზ ყაენის შთამომავლებს და, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მუსრს გაავლებენ მათ.რუსების ლოზუნგი ასეთი იქნება: „ჩვენ მოსკოვს კი არა, მთელ რუსეთს ვასუფთავებთ!“ არც ევროპისა და არც ამერიკის მოწოდებები, ვხედავ, რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს.მომავალში მოსკოვში ვეღარ შეხვდებით მრავალ უცხოელს, განსაკუთრებით ყაზახებს, უზბეკებსა და ა.შ. არც ის აინტერესებთ რუსებს, თუ მეგობარი სახელმწიფოები განაწყენდებიან. პირიქით, თითს დაუქნევენ და ყველას, ასე ვთქვათ, თავის ადგილს მიუჩენენ; ანუ ძალიან მკაცრ პოლიტიკას გაატარებენ!ისე, ჩინგიზ-ყაენის შთამომავლები რუსულ მიწაზე, რომელსაც თავისად მიიჩნევენ, მომრავლდენ და ძლიერი ფესვები გაიდგეს. იაფი მუშახელი სერიოზულ ძალად გადაიქცა. ესეც დიდი პოლიტიკის ნაწილია? ამას შევაფასებდი, როგორც რუსეთის მიერ საკუთარი მიწების ხელმეორედ დაპყრობას.
2011 წელი, 5 მარტი.
საინტერესო ფაქტს ვხედავ: შავ ზღვაში შემოდიან ამერიკული სამხედრო გემები. ისინი საქართველოს წყლებში გაჩერდებიან. ეს ძალზე სერიოზული ფაქტი იქნება. ამერიკა რუსეთს არ ენდობა. რუსეთი თვითონ იძირება და საქართველოს ჩაძირვაც სურს. ეს საშიშროება ნამდვილად დადგება, მაგრამ არაფერი გამოუვათ. მათი ყველა გეგმა ჩაშლილია.საქართველო კი არა, ჩრდილოეთ კავკასიას ვერ უმკლავდება. ასევე ყირგიზეთი, ყაზახეთი და სხვა ქვეყნები „ესენგესი“, პირდაპირ უნდობლობას უცხადებენ რუსებს. ყველგან ომები, ანუ, ასე ვთქვათ, რევოლუციებია ვარდების, იების, იასამნების, ჟასმინებისა და ასე შემდეგ. ზოგი სახელმწიფო, ვხედავ, დემოკრატიის გზას დაადგება, ზოგი — არა. და ეს იქნება მსოფლიოს თავის ტკივილი. აი ნახავთ!
2012 წელი, 21 მარტი.
კიდევ ვიმეორებ: რასაც ფიქრობს რუსეთის მთავრობა, რომ ერთი დარტყმით მოსპონ ტერორისტების ბუდე ჩრდილოეთ კავკასიაში, დიდი კრახით, მარცხით დამთავრდება.ასევე ყირგიზეთსა და ყაზახეთში ვხედავ იგივეს — დიდ შეჯახებას. ამას ომი ჰქვია! რუსული პოლიტიკა კი არ ლაგდება, პირიქით ძალიან აირევა.* *რუსეთი ძალიან საშიშია. გაფრთხილებთ! იგი დაჭრილი დათვია დღეს, რომელიც ვერ ითამაშებს ჭკვიანურ პოლიტიკას. მათი პოლიტიკა ერთია: დაგეტაკოს და დაგგლიჯოს. არა აქვთ ომის თავი, მაგრამ ომზე ფიქრობენ; მზად არ არიან საერთაშორისო სარბიელზე მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მაინც გამოდიან და დედას იგინებიან ყოველგვარი პოლიტიკური, დიპლომატიური მიდგომების გარეშე. ისინი საკითხს სვამენ პირდაპირ, ყოველგვარი რევერანსების გარეშე: ან ისე, ან ასე! ხოლო მათ, ვინც აუმხედრდება, უკან არ იხევენ და ომს უწყებენ. ასე იქნება ჩრდილოეთ კავკასიაში, ასე მოხდება ყაზახებთან და უზბეკებთან. ისე, არც აზერბაიჯანს დაინდობენ. ყველას ომს უცხადებენ.
2012 წელი, 16 მაისი.
რუსეთს თვალი უჭირავთ ყაზახეთზე და ცოცხალი თავით არ თმობს. ისინი ამ სახელმწიფოს, როგორც საკუთარ საზღვრებში მყოფ ქვეყანას ისე უყურებენ, მაგალითად, როგორც დაღესტანს, ჩეჩნეთს და ა.შ. ასე რომ, მომავალში დიდი ამბები ელის რუსეთს ყაზახეთთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში ყაზახეთი მაინც დააღწევს თავს რუსეთს. ყველა მცდელობა, კიდევ ვიმეორებ, რუსეთისა, სახელმწიფოების შეერთებისა, დამთავრდება რუსული პოლიტიკის მარცხით.
2013 წელი, 13 მაისი.
ამერიკის დიდ ინტერესებში ახლო აღმოსავლეთზე მეტად შუა აზია შედის: ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და ა.შ. მათ უდიდესი გეგმები აქვთ და ამ გეგმების სისრულეში მოსაყვანად, როგორც სატრანზიტო გზა, საქართველო სჭირდებათ. აქ საუბარია ნავთობზე, სამხედრო ბაზებზე და სხვა პოლიტიკურ ინტერესებზე.
2013 წელი, 29 სექტემბერი.
რაც შეეხებათ შუა აზიის ქვეყნებს, ისინი ხმამაღლა განაცხადებენ, რომ არავითარი სურვილი არ აქვთ რუსეთთან თანამშრომლობისა. ყაზახეთი, უზბეკეთი და სხვა რესპუბლიკები უარს იტყვიან ევრაზიულ კავშირზე. ეს იქნება რუსული პოლიტიკის დიდი მარცხი შუა აზიაში და იქ ამერიკული პოლიტიკის დიდი გამარჯვება.
7 დეკემბერი, 2014 წელი.
შუა აზიის სახელმწიფოებს: ყაზახეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთსა და სხვ. – ერთი სული აქვთ, ჩამოსცილდნენ რუსეთს და ამიტომ არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარება მათ წისქვილზე ასხამს წყალს. დიდი სიურპრიზები ელით რუსებს. არც მეტი, არც ნაკლები, აზიური სახელმწიფოები ომს გამოუცხადებენ რუსეთს. ეს ევროამერიკული პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომლის მიზანიცაა აზიური ენერგორესურსების ერთ ჯამში მოქცევა.
2014 წელი, 13 დეკემბერი, 20 საათი და 30 წუთი.
რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს აზერბაიჯანზე, ჩაერიოს უფრო ღრმად აზერბაიჯანულ პოლიტიკაში და სერიოზული პლაცდარმი მოიწყოს ამიერკავკასიაში. ეს გამოიწვევს შუა აზიის ქვეყნების: ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის უკმაყოფილებას.კრემლს ძალიან სერიოზული გეგმები აქვს და რუსები ნებისმიერ ფასად მოინდომებენ მათ განხორციელებას. მაგრამ სიტუაციაში დიდი ენერგიით ჩაერთვება ამერიკის შეერთებული შტატები და ხელს შეუშლის რუსების ჩანაფიქრებს. ამ ჩანაფიქრებში კი კრემლს სამხედრო სტრატეგია აქვს მოაზრებული, რომ რუსული ბაზები დააარსოს აზერბაიჯანში.ამონარიდი ინტერვიუდანგაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, №63მე ჯერ კიდევ 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, რომ შუა აზიის ხალხები დიდ პრობლემებს შეუქმნიდნენ რუსეთს… ახლა კი ვამატებ და ვამბობ: ყირგიზები, ყაზახები და შუა აზიის სხვა ხალხები გაერთიანდებიან და დაუპირისპირდებიან რუსეთს. აქ ომები გარდაუვალი იქნება. რუსეთი სერიოზულად იბრძოლებს ამ ქვეყნების შესანარჩუნებლად, ვინაიდან იქ იმაზე მეტი და დიდი ინტერესები აქვს, ვიდრე ერთი სამხედრო ბაზაა — ნავთობი, გაზი და ა.შ.ამონარიდი ინტერვიუდან: გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, №77— ქალბატონო ლელა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაზახეთმა რუსული საბაჟო კავშირიდან გასვლის კამპანია დაიწყო. ასევე ქვეყანაში გაისმის ევრაზიის კავშირში შესვლის საწინააღმდეგო მოწოდებებიც...— ესე იგი, წინასწარმეტყველება ძალაში შევიდა. მკითხველმა იცის, რომ ესეც ნაწინასწარმეტყველები მქონდა და ისიც, რომ რუსეთს ყაზახეთთან ომი მოუწევს.
ეს ჯერ კიდევ 1992 წლის 22 მარტს ჩავწერე: „ყაზახეთში დიდი არეულობა იწყება... ირღვევა რუსეთთან კონტაქტი, დიდი ომი, სისხლის ღვრა“.მაგრამ რუსეთი იქაც წააგებს, როგორც სხვა ბევრგან.
1996 წლის 20 ივნისის წინასწარმეტყველებაში დავწერე: „რუსეთი ყაზახეთში, უზბეკეთში და ა.შ. — ყველგან აურევს, იმიტომ რომ სურს შეინარჩუნოს ძალაუფლება ცეცხლითა და მახვილით. ჩავარდნებს ვხედავ. არაფერი გამოუვა“", - აღნიშნულია ლელა კაკულიას ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ წინასწარმეტყველებაში.
ასევე საინტერესოა:
🔵 მას ორი ტყვია მოხვდა - 22 წლის ქართველი დაიღუპა ყაზახეთში
🔵 ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ახალი მთავრობა დაამტკიცა
🔵 167 ადამიანი ემსხვერპლა არეულობას ყაზახეთში - ჯანდაცვის სამინისტრო
1732359901
საზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. სანა...
1732356459
საზოგადოება„პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და მიდიან ღვთის კანონის წინააღმდეგ, ყველანაირად მიუღებელნი არიან, ჩვენი ქვეყანა და ერი ქრისტეს უნდა ემსახურებოდეს“ - შალვა კეკელია
პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და ღვთის კანონის წინააღმდეგ მიდიან, მიუღებელნი არიან, – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა...
1732350788
საზოგადოებარომელ პროდუქტებთან, პრეპარატებთან და ვიტამინებთან არ შეიძლება ყავის მიღება - ნუტრიციოლოგის რჩევები
ყავის, კოფეინის სასარგებლო და მავნე თვისებები - რომელ პროდუქტებთან არ შეიძლება ყავის მიღება; რომელი ვიტამინებისა და მინერალების შეწოვას ამცირებს ეს მატონიზირებელი სასმელი, რომელიც ყველას ძალიან გვიყვა...
1732341504
საზოგადოებასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის წამების დღეს აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. საქართველოში გიორგობას ორჯერ, 6 მაისსა და 23 ნოემბერს აღნიშნავენ. ეკლესია წმინდა გიორგის მხედართა, მიწი...
1732307021
ჰოროსკოპი23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, პრაქტიკული მიდგომა გამოიჩინოთ. ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას, რომ რე...